ღირსი იოანე პრისლოპელი და სხვა, ამავე დღეს ხსენებული წმინდანები - 13 (26) სექტემბერი
ღირსი იოანე პრისლოპელი და სხვა, ამავე დღეს ხსენებული წმინდანები - 13 (26) სექტემბერი
ღირსი იოანე XVI საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. მან სიყმაწვილეში დატოვა ოჯახი და შემონაზვნების სურვილით პრისლპოლის მონასტერში მივიდა, რომელიც ტრანსილვანიაში, პარინგის და პრისლოპის მთების ძირში მდებარეობდა. ეს მონასტერი ძველი სკიტის ადგილას დააარსა წმინდა ნიკოდიმოს ტისმანელმა (ხს. 26 დეკემბერს). მრავალი წლის შემდეგ ღირსმა იოანემ მონასტერთან ახლოს ერთ კლდეში კელია გამოკვეთა და იგი მარხვითა და ლოცვით ზეცის კარიბჭედ აქცია.

გარდამოცემით, წმინდა განდეგილი შემთხვევით მოკლეს მონადირეებმა. ვლახ მონაზვნებს უნდოდათ, მამა იოანეს კურთხევა ჰქონოდათ და ამიტომ მისი წმინდა ნაწილები ვლახეთის ერთ-ერთ მონასტერში გადაასვენეს. მაგრამ მამა იოანეს სახელი დღემდე შემორჩა მისი მოსაგრეობის ადგილას მცხოვრებთა ხსოვნას - დღეს ბევრი ტრანსილვანიელი ქრისტიანი მოდის პრისლოპის მონასტრის მოსალოცად. ღირსი იოანე წმინდანად შერაცხა რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1992 წელს.

* * *

ღირსი კორნილი პადანსკელი და მისი მოწაფენი დიონისე და მისაილი (XVI)

* * *

წმინდა მღვდელმოწამენი: სტეფანე კოსტოგრიზი, მღვდელი; ალექსანდრე აქსიონოვი, მღვდელი; ნიკოლოზ ვასიუკოვიჩი, დიაკვანი (+1937)
მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1