წმინდა მოწამე კოინტე ფრიგიელი (+ 283) - 6 ივლისი (19 ივლისი)
წმინდა მოწამე კოინტე ფრიგიელი (+ 283) - 6 ივლისი (19 ივლისი)
წმინდა მოწამე კოინტე ფრიგიაში დაიბადა. ქრისტიანმა მშობლებმა იგი კეთილმსახურებით აღზარდეს. ნეოლიდაში ჩასული წმინდანი მრავალ ქველ საქმეს აღასრულებდა და ეშმაკეულთ ლოცვით კურნავდა.

ოლქის მმართველი შეეცადა, ნეტარი წარმართულ კერპთათვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეთანხმებინა, მაგრამ, ღვთის განგებით, მმართველი ბოროტმა სულმა შეიპყრო. ნეტარმა კოინტემ ქრისტეს სახელით განკურნა იგი.

მომხდარით სულშეძრულმა და მადლიერებით აღვსილმა რუფოსმა უფლის რჩეული დაასაჩუქრა და გაათავისუფლა.

წმინდა მოსაგრე პერგამონისკენ გაემართა. გზაზე იგი ქალაქ კიმის მკვიდრმა წარმართებმა შეიპყრეს და აწამეს.

კოინტეს თავად უფალი გამოესარჩლა: მიწა ისე ძლიერ შეირყა, რომ წარმართული საკერპო ნამსხვრევებად იქცა. დამფრთხალმა ღვთისმგმობელებმა წამება შეწყვიტეს, მაგრამ ახალი მმართველის ჩასვლამდე ბორკილები მაინც არ აჰყარეს.

მმართველმა ბრძანა, მარტვილისთვის მუხლები გადაემსხვრიათ, მაგრამ, სულიწმიდის მადლით, ნეტარი სასწაულებრივ განმრთელდებოდა.

ამის შემდეგ წმიდა კოინტემ კიდევ ათი წელი იცხოვრა და მრავალი სასწაულიც აღასრულა, 283 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1