ღირსი და ღმერთშემოსილი მამა, სისო დიდი (+429) - 6 ივლისი (19 ივლისი)
ღირსი და ღმერთშემოსილი მამა, სისო დიდი (+429) - 6 ივლისი (19 ივლისი)
აბბა სისო IV საუკუნეში იღვწოდა. ყრმობიდანვე მისცა თავი უფალს და უდაბნოში განმარტოვდა, სული თვისი სათნოებათა ჭურჭლად ჰყო და მალე იმგვარად წარემატა, უდაბნოს სხვა მონაზონნი მაგალითად მიიჩნევდნენ.

ნეტარი ანტონის გარდაცვალებიდან მცირე ხანში, როდესაც სკიტისა და ნიტრიის უდაბნოება ძალზე გახალხმრავალდა, სისომ მოწაფე აბრაამითურთ იმ მთას მიაშურა, სადაც ოდესღაც დიდი მეუდაბნოე მოსაგრეობდა.

იმ დროისათვის, დაახლოებით - 357 წელს, იქაურობა ბარბაროსებმა მოაოხრეს, სისომ კი იქ სამოცდათორმეტი წელი იცხოვრა.

ერთხელ ძმათაგანი დაეკითხა, მუდამ ჰბაძვიდა თუ არა მისთვის სათაყვანებელ, ღირს ანტონის, რაზეც უპასუხა:

- აბბა ანტონის აზრთაგან ერთს მაინც რომ ვფლობდე, დავიწვებოდი, თუმც, ერთს ვიცნობ, რომელსაც, თუმც კი დიდი გაჭირვებით, ეს ხელეწიფებაო!

ხანდახან სისოს ერთი მონაზონი აკითხავდა ხოლმე და საკვები მიჰქონდა, მაგრამ ერთხელ ათი თვე ისე გავიდა, აღარ გამოჩენილა.

მთაში ხეტიალისას აბბა სისო ერთ მონადირეს გადააწყდა, სინაის უდაბნოდან რომ მოდიოდა და თერთმეტი თვის მანძილზე არ ეხილა კაცის ძე.
სენაკში მიბრუნებულმა სისომ მკერდში იწყო მჯიღის ცემა, თან გაიძახოდა: - გეგონა, თითქოს რაღაც ძალგიძს? სინამდვილეში კი იმის ღირსიც არა ხარ, რაც ამ ერისკაცმა მოახერხაო!

იმ მრავალრიცხოვან სათნოებათაგან, მის სულს ასე რომ ამკობდა, სიმდაბლე უპირატესი გახლდათ. იმდენად შეჰყვარებოდა ლოცვა და მარხვა, მრავალი დღე ისე გაივლიდა, საზრდელი არც კი მოაგონდებოდა.

მოწაფემ ეს შენიშნა და უთხრა, აბბა კი ბავშვური გულუბრყვილობით დაეკითხა:

- შვილო ჩემო, ნუთუ, არაფერი გვიხმევია?

- არა, მამაო,

- მაშ, თუ ასეა, მოდი და ვიტრაპეზოთო!

ერთხელ ვინმე კაცი შვილითურთ გაემართა ღირსი მამის სახილველად, მაგრამ გზაში ვაჟი გარდაეცვალა.

მამამ აიღო მკვდარი შვილი და სისო დიდის სენაკში შეიყვანა, ღირსი მამის ფეხებთან დააწვინა და გავიდა.

ნეტარმა იფიქრა, - პატივისცემის ნიშნად დაემხოო და უბრძანა:

- ადექი და წადი!

გარდაცვლილი მართლაც წამოდგა და გავიდა.

ერთხელ, ალექსანდრე მაკედონელის სამარესთან ბერი ამა სოფლის დიდების ამაოებაზე ჩაფიქრდა და თვალთაგან ცრემლი წამოსცვივდა.

ძმას კი, მოულოდნელად რომ დაეცა, ანუგეშა:

- წამოდექ!

- სადამდე, აბბა? - დაეკითხა იგი,

- რამდენჯერაც დაეცემი, იმდენჯერ წამოდექ!

ამქვეყნიდან განსვლის ჟამმა რომ მოაწია, აბბა სისოს სარეცლის გარშემო მრავალმა მამამ მოიყარა თავი, რომელთაც იხილეს, თუ როგორ გაუბრწყინდა მომაკვდავს სახე და წარმოთქვა:

- აბბა ანტონი! მცირე დუმილის შემდეგ კი დააყოლა: - წინასწარმეტყველნი... - და სახე მზეებრ გაუბრწინდა, მამებმა ჰკითხეს, თუ ვის ესაუბრებოდა,

- ჩემს წასაყვანად ანგელოზნი მოვიდნენ, მაგრამ სინანულისთვის მცირე დროს ვთხოვ,

- მამაო, ნუთუ, შენი სინანული საკმარისი არ არის?

- არ ვუწყი, მივეახლე კი სინანულის საწყისს?!

ამ პასუხმა მამები გააოგნა და ცხადყო, თუ სულიერად რაოდენ სრულ იქმნა სისო, შემდეგ სახე მზეზე უმეტეს გაუცისკროვნდა და დაიჩურჩულა:

- ხედავთ, უფალი მობრძანდა და ბრძანა:

- უდაბნოს რჩეული ჭურჭელი მომიტანეთ!

ეს თქვა, სახე ელვასავით გაუკრთა და მიიცვალა, იქაურობა კი საკვირველი კეთილსურნელებით აღივსო.


ტროპარი

უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი, ღმერთშემოსილო მამაო წმიდაო სისო, მარხვისა, მღუიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე და ჰკურნებ უძლურთა სენთა, და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან. დიდებაი, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაო, რომელმან გუირგუინოსან გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

კონდაკი

გამოსჩნდი შენ მოღუაწებითა ქუეყანასა ზედა ანგელოზად, და განანათლებ, ღირსო, მორწმუნეთა გონებასა ღმრთისმეცნიერებითა მარადის, ამისთუის სარწმუნოებით პატივს-გცემთ შენ, სისო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler