წმინდა სიმონ ვერხოტურელი - 18 (31) დეკემბერი
წმინდა სიმონ ვერხოტურელი - 18 (31) დეკემბერი
წმინდა სიმონი დიდებული იყო, მაგრამ თავის ვინაობას მალავდა და სოფლიდან სოფელში მწირივით გადადიოდა და ზედა ტანსაცმელს, ნახევარქურქებს უფასოდ კერავდა. იგი პერმის მიწაზე დასახლდა, რათა ქრისტიანული რწმენა შეეტანა წარმათულ ტომებში, იგი ხანგრძლივი მარხვითა და ლოცვით მოაუძლურებდა საკუთარ სხეულს.. წმინდანი 1642 წელს, ძალზე ახალგაზრდა, 35 წლისა გარდაიცალა. იგი წმინდანად შერაცხეს 1694 წელს, მას მერე რაც მის საფლავზე უამრავი სასწაული აღესრულა. 1704 წლის 12 სექტემბერს ტობოლსკის მიტროპოლიტის, ფილოთეოსის კურთხევით, მისი წმინდა ნაწილები გადაასვენეს მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრიდან ვერხოტურის მამათა მონასტერში.
..........................

ამავე დღეს იხსენიება წმინდა მღვდელმოწამენი: თადეოზი (უსპენსკი) ტვერის მთავარეპისკოპოსი; ნიკოლოზი (კლემენტევი) ველიკოუსტიუჟელი მთავარეპისკოპოსი; ილია ბენემანი, იოანე მირონსკი, ვლადიმერ პრეობრაჟენსკი (†1937); მოწამე ვიქტორ მატვეევი (†1937) მღვდელმოწამე სერგეი ასტახოვი, მოწამე ვერა ტრუქსი (†1942)

ამ წმინდა ახალმოწამეებს მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1