ღირსი სერგი მალოპინიჟელი (+1585) - 16 (29) ნოემბერი
ღირსი სერგი მალოპინიჟელი (+1585) - 16 (29) ნოემბერი
წმინდა სერგი XVI საუკუნეში ცხოვრობდა. ის აზნაურთა გვარიდან იყო და მონათვლისას სიმონი დაარქვეს. მამამისი თავიდან ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსს ემსახურებოდა და შემდეგ მღვდელი გახდა და ჩააბარეს მრევლი სოფელ მალოპინეჟში, რომელიც მდინარე პინეგის ზედა წელში მდებარეობდა.

1523 წელს სიმონმა მღვდლის ხარისხი მიიღო და გარდაცვლილი მამის ადგილი ჩაიბარა. 62 წელი წმინდანი ემსახურებოდა უფალს. ის თავმდაბლობით და გულმოწყალებით გამოირჩეოდა. მამა სიმონი სიკვდილის წინ ბერად აღიკვეცა სერგის სახელით. იგი გარდაიცვალა 1585 წლის 16 ნოემბერს. მისი დაკრძალვისას უამრავი სასწაულებრივი კურნება მოხდა. შემდგომში მის საფლავზე ეკვდერი ააშენეს და მის მოსალოცად უამრავი ადამიანი მოდიოდა.

რუსეთის ეკლესიამ ღირსი სერგი 1655 წელს წმინდანად შერაცხა.

..........................

ამავე დღეს იხსენიება მღვდელმოწამე თეოდორე კოლეროვი, მოწამეები: ნანია ბოიკოვი, მიქაელ ბოლდაკოვი (+1929); მღვდელმოწამენი: იოანე ცვეტკოვი, ნიკოლოზ ტროიცკი, ვიქტორ ვორონოვი, ვასილი სოკოლოვი, მაკარი სოლოვიოვი, მიქაელ აბრამოვი, მღვდლები (+1937); ღირსმოწამე პანტელეიმონი (არჯნელი), არქიმანდრიტი (+1937); მოწამე დიმიტრი(+1938)

მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1