წმინდა მოწამენი ემესელი დედანი (VIII) და ამავე დღეს ხსენებული სხვა წმინდანები - 14 (27) ნოემბერი
წმინდა მოწამენი ემესელი დედანი (VIII) და ამავე დღეს ხსენებული სხვა წმინდანები - 14 (27) ნოემბერი
779 წელს ხალიფა ალ-მაჰდის დროს, ემესას ოლქში ჯარების მმართველმა ჰუსეინ იბნ კუხტუბახმა მინერალური წყლების წყაროების დაუფლება მოინდომა. ის 30 000 კაციანი არმიით წავიდა ამ ბიზანტიური პროვინციის დასაპყრობად, მაგრამ დამარცხდა. თუმცა უკან დახევისას ისეთი საშინელი ბოროტმოქმედება ჩაიდინა, რომ ქრისტიანების და მუსლიმანების დასაცინი გახდა, რომლებიც მას წყლის გველს ეძახდნენ. ამ შეურაცხყოფის საპასუხოდ მან ქრისტიანების დევნა დაიწყო. ის ტყვედ ჩავარდნილ და მონად გამხდარ ქრისტიანებს უფლის ღალატს აიძულებდა. ამ დროს ხალიფამ უფალ იესო ქრისტეს რწმენის გამო ბევრი ქალი მოკლა. მათი სულიერი ხელმძღვანელები იყვნენ ემესის ეკლესიის მთავარდიაკონისა და ერთი გავლენიანი კაცის, ვინმე ესაიას მსახურები. ბიზანტიური ჰაგიოგრაფიული კრებულები მათზე არაფერს გვეუბნება. მათზე მოგვითხრობს მღვდელმონაზონი მაკარი სიმონ-პეტრელი თავის "სვინაქსარში"ю

.........................................

ამავე დღეს იხსენიება:

წმინდა მოწამე ყრმა პანტელეიმონი (XIX)

ყრმა პანტელეიმონი ქრისტესთვის მოწამებრივად აღესრულა XIX საუკუნეში, მცირე აზიაში. მას მოიხსენიებს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

* * *
ჰერაკლიელი მოწამენი: კლიმენტი, თეოდოტე, ფილომენი და სხვანი მრავალნი, რომელთა რიცხვი და სახელები უცნობია (+დაახლ. 251).

.........................

ღირსი ფანტინ უმცროსი, კალაბრიელი (+დაახლ. 1000)

მას იხსენიებს დასავლეთის ეკლესია.

................
ამავე დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაში იხსენიებიან წმინდა მღვდელმოწამენი: დიმიტრი ბენებოლენსკი, ალექსანდრე ბიკოვი, ვიქტორ ილინსკი, ალექსი ნეჩაევი, მიქაელ ბელიუსტინი, მიქაელ ნეკრასოვი, თეოდორე ბაკალინსკი, პეტრე ტიტოვი, ალექსი ნიკილოგორსკი, სერგი ზნამენსკი, ნიკოლოზ დუნაევი, ვასილი ლიხარევი, ალექსანდრე პოკროვსკი, ნიკოლოზ ვინოგრადოვი, დიმიტრი ლებედევი, პორფირე კოლოსოვსკი, ვასილი ნიკოლსკი, გიორგი იზვეკოვი, ვასილი როზანოვი, სერგი სპასკი, ალექსანდრე ჩეკალოვი, სერგი რუფიცკი, მღვდლები; ნიკოლოზ ბოგოროდსკი, დიაკვანი (+1937); ღირსმოწამე ალისტრახი (ზაგლოდინ-კოკორევი) მღვდელ-მონაზონი (1937); მოწამენი: გაბრიელი (გვარი არ არის ცნობილი), დიმიტრი რუდაკოვი, ანა ზერცალოვა (1937); მღვდელმოწამე თეოდორე გრუდაკოვი (+1940), მღვდელმოწამე სერგი კონსტანტინოვი (+1941)


ბეჭდვა
1კ1