ღირსი ლეონიანე ვიენელი - 13 (26) ნოემბერი
ღირსი ლეონიანე ვიენელი - 13 (26) ნოემბერი
წმინდა ლეონიანე პანონიადან იყო. ის ბურგუნდიელებმა შეიპყრეს და ოტონში ჩაიყვანეს, სადაც მან თავი დაიხსნა და განდეგილად ცხოვრებას შეუდგა. რამდენიმე წელში მისი მოწაფეების რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ მან ვიენში, დოფინის ოლქში მონასტერი დააარსა, რომელსაც ორმოც წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა. წმინდა ლეონიანეზე ცნობები შევიდა რომის მარტიროლოგიაში. მისი წმინდა ნაწილები დასვენებულია, ვიენაში ადგილობრივ არქეოლოგიურ მუზეუმში, რომელიც წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელობის გადაკეთებულ ძველ ტაძარს წარმოადგენს.

ბეჭდვა
1კ1