წმინდა კადვალადრ კურთხეული, ვალიის მეფე (+664) - 12 (25) ნოემბერი
წმინდა კადვალადრ კურთხეული, ვალიის მეფე (+664) - 12 (25) ნოემბერი
წმინდა კადვალადრი ტახტზე მამის კადვალონ კადვალენის შემდეგ, 634 წელს ავიდა და ვალიის ბოლო მეფე იყო, რომელიც მთელ ბრიტანეთს მართავდა. თავის მებრძოლი მამისგან განსხვავებით იგი მშვიდობისმოყვარე და კეთილშობილი ადამიანი იყო; იგი იყო ბიბლიური და მართლმადიდებელი იდეალის შენივთება სამეფო ხელისუფლებისა, რომლის თანახმადაც მეფე ღვთისა და ღვთის ხალხის მსახურია. და მართლაც ბედნიერება იყო, რომ იგი ასეთ კრიტიკულ ისტორიულ დროს მეფობდა.

664 წელს გაჩენილმა ჭირმა დააცარიელა დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. შესაძლოა წმინდანი სწორედ ამ პერიოდში გარდაიცვალა. მანამდე კი მან თავის ქონება ჭირისა და წარმართთა შემოსევებისგან დაზარალებულებს დაურიგა. ითვლება, რომ მან დაუტევა სამეფო ხელისუფლება, რომში ჩავიდა და დიდმარხვის წინ იგი რომის პაპმა სერგი I-მა მონათლა. რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა კადვალადრი გარდაიცვალა და ის წმინდა პეტრეს ტაძარში დაკრძალეს.

ბეჭდვა
1კ1