ღირსი ონისიფორე პეჩორელი (+1148) - 09 (22) ნოემბერი
ღირსი ონისიფორე პეჩორელი (+1148) - 09 (22) ნოემბერი
ღირსი ონისიფორე კიევის მღვიმევის ლავრაში XII საუკუნეში იღვწოდა.
ერთხელ ერთი მონაზვნის დაკრძალვა მოუწია, რომელიც სიცოცხლეში ფარულად სცოდავდა.
მომდევნო ღამეს, სიზმრად წმინდა ანტონი იხილა, რომელმაც უსაყვედურა, - წმინდა ადგილას მოუნანიებელი ცოდვილი რად დაკრძალეო?
ონისიფორე იქით დაეკითხა, - რად არ აღძარ სინანულისთვისო?
მონასტრის დამფუძნებელმა კი მიუგო, - ეს სხვა ძმათა გამოსაფხიზლებლად დავუშვიო.
ონისიფორემ კი იმ მონაზვნის სულის საოხად ლოცვა იწყო, რის შედეგადაც ღმერთმა შეიწყალა ცოდვილი და ნეტარს მისი სხვაგან გადასვენება აღარ მოუწია.
წმინდა ონისიფორე 1148 წელს მიიცვალა და წმინდა ანტონის სახელობის მღვიმეში განისვენებს.
* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამეთა: პართენისა (ბრიანსკი), ანანიევის ეპისკოპოსისა, კონსტანტინე ნემეშაევისა, დიმიტრი რუსინოვისა, ნესტორ პანინისა, თეოდორე ჩიჩკანოვისა, კონსტანტინე ჩერეპანოვისა, ვიქტორ კლიმოვისა, ილია რილკოსი, პრესვიტერთა, იოსებ სჩენსნოვიჩისა, დიაკონისა და ღირსმოწამისა ალექსი ზადვორნოვისა, მღვდელ-მონაზვნისა (+1937)
ბეჭდვა
1კ1