ღირსი აბრაამ როსტოველი (+დაახლ. 1073-1077) - 29 ოქტომბერი (11 ნოემბერი)
ღირსი აბრაამ როსტოველი (+დაახლ. 1073-1077) - 29 ოქტომბერი (11 ნოემბერი)
წმინდა აბრაამი დაიბადა XI საუკუნის ბოლოს ჩუხლომში, კოსტრომასა და ნიჟნი ნოვგოროდს შორის. ის წარმართული ოჯახიდან იყო. თვრამეტ წლამდე აბრაამი უიმედოდ ავადმყოფობდა. აბრაამმა ნოვგოროდელი ვაჭრებისგან პირველად მოისმინა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს შესახებ. ან აღთქმა დადო, რომ თუკი განიკურნებოდა, აუცილებლად მოინათლებოდა. ასეც მოხდა, აბრაამი გამოჯანმრთელდა და დადებული აღთქმისამებრ მიიღო კიდეც ქრისტეს ნათელი. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ მან დატოვა მშობლიური სახლი. და ბერად შედგა.

გავიდა წლები, ვლადიმერ მონომახის დროს, აბრაამი ღმერთისგან მოწოდებულ იქნა, რომ ეთარგმნა წმინდა წერილი როსტოვთან ახლოს, ნეროს ტბის სანაპიროზე. იქაურები ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. აბრაამი ქადაგებდა მათთვის და თავისი ყოველდღიური ცხოვრებით ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების მაგალითს აძლევდა. ერთხელ მას იოანე ღვთისმეტყველი გამოეცხადა, რომელმაც აბრაამს უბოძა კვერთხი, რომლითაც ღირსმა მამან დაამსხვრია ველესას კერპი. იმ ადგილას აბრაამმა უფლის საყვარელი მოციქულის სახელობის ტაძარი ააგო. შემდეგ დააარსა მონასტერი ღვთის გამოცხადების სახელზე. მონასტრის იღუმენობა, მას სულაც არ უშლიდა ხელს იმაში, რომ კვლავ წარმატებით ექადაგა ქრისტეს რჯული. თავისი სიცოცხლის მიწურულს აბრაამმა მოახერხა და მონათლა როსტოვის მთელი სათავადო.

ბეჭდვა
1კ1