ღირსი ანა (+826) - 29 ოქტომბერი (11 ნოემბერი)
ღირსი ანა (+826) - 29 ოქტომბერი (11 ნოემბერი)
ღირსი ანას ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ: ძველი სტილით 29 ოქტომბერსა და 14 ივნისს აღნიშნავს. ის VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა ბიზანტიაში. კონსტანტინოპოლის ვლაქერნის ტაძრის მოძღვრის ასული იყო. მეუღლის სიკვდილის შემდეგ, ანამ გადაწყვიტა, დარჩენილი ცხოვრება უფლისთვის მიეძღვნა. მან მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ძესთან, წმინდა იოანესთან ერთად, ევფემიანეს სახელით, მამათა ერთ-ერთ სავანეში დაემკვიდრა, ოლიმპოს მახლობლად. ღირსი ანა კონსტანტინოპოლში მიიცვალა 826 წელს.

ბეჭდვა
1კ1