წმინდა სტეფანე საბაწმინდელი (+794) - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
წმინდა სტეფანე საბაწმინდელი (+794) - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
ღირსი სტეფანე საბაწმინდელი VIII საუკუნის ქრისტიანი მოღვაწეა. ღირსი სტეფანეს ცხოვრება მისმა მოწაფემ, ლეონტიმ აღწერა. იგი დაიბადა 725 წელს დამასკოში წმინდა იოანე დამასკელის ძმის, თეოდორე მანსურის ოჯახში. როცა სტეფანეს მამა ხალიფამ უდაბნოში გააძევა, ბიძა იოანე დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და ათი წლის ძმისშვილი თან წაიყვანა საბა განწმენდელის ლავრაში.

აქედან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ სავანეში მოსაგრეობდა. ღირს სტეფანეს უფლისგან სასწაულქმედების და ნათელხილვის ნიჭი მიემადლა: სნეულებს კურნავდა, ეშმაკებს განასხამდა, ცხადად ჭვრეტდა რჩევა-დარიგების სათხოვნელად მისულთა აზრებს... წმინდანს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და 794 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1