პილატე პონტოელის მეუღლე - პროკლა (I) - 27 ოქტომბერი (9 ნოემბერი)
პილატე პონტოელის მეუღლე - პროკლა (I) - 27 ოქტომბერი (9 ნოემბერი)
ძველი სტილით 27 ოქტომბერს (ახალი სტილით 9 ნოემბერს) ეკლესია პილატე პონტოელის მეუღლეს, პროკლას იხსენიებს. როდესაც იუდეველებმა გეთსიმანიის ბაღში იუდას მიერ ამბორით გაცემული მაცხოვარი შეიპყრეს, პარასკევ დილით იგი წაიყვანეს პონტოელ პილატესთან, იუდეის მმართველთან, რომ მას სასიკვდილო განაჩენი დაემტკიცებინა. როცა პილატე სამსჯავრო სავარძელზე იჯდა, ცოლმა კაცის პირით შემოუთვალა: "ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო" (მთ. 27.19).

ბეჭდვა
1კ1