წმინდა კირიაკე, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი (+დაახლ. 606) - 27 ოქტომბერი (9 ნოემბერი)
წმინდა კირიაკე, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი (+დაახლ. 606) - 27 ოქტომბერი (9 ნოემბერი)
წმინდა კირიაკე კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი წმინდა სოფიის ტაძრის ღვთისმსახური და იკონომოსი იყო. შემდეგ ის ღირსი იოანე მმარხველის მემკვიდრე გახდა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტი დაიკავა. კონსტანტინოპოლის საეკლესიო კათედრას მღვდელმთავარი თერთმეტი წელი, 595 წლიდან 606 წლამდე განაგებდა, შემდეგ კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მართლმადიდებელი ეკლესია მის ხსენებას ძველი სტილით 27 ოქტომბერს (ახალი სტილით 9 ნოემბერს) აღნიშნავს.

ბეჭდვა
1კ1