ღირსი ნესტორ მემატიანე, პეჩორელი (+1114) - 27 ოქტომბერი (9 ნოემბერი)
ღირსი ნესტორ მემატიანე, პეჩორელი (+1114) - 27 ოქტომბერი (9 ნოემბერი)
ნესტორი ცხოვრობდა XI-XII საუკუნეების მიჯნაზე. ის დაიბადა კიევში. ჩვიდმეტი წლის ასაკში ნესტორმა მოინდომა ბერად შედგომა კიევ-პეჩორის ლავრაში. იმ დროისათვის წმინდა ანტონი უკვე ცხოვრობდა სავანეში. ყმაწვილი ნესტორი მონასტრის იღუმენ ღირს თეოდოსისთან მივიდა და მისი მორჩილი გახდა. ორივე მამის დარიგებას გულისყურით ისმენდა და ასრულებდა ნესტორი. წმინდა ანტონისა და თეოდოსის გარდაცვალების შემდეგ მორჩილი ნესტორი ბერად აღკვეცა სავანის ახალმა იღუმენმა სტეფანემ. შემდეგ დიაკვნადაც აკურთხეს. 1080 წელს ნესტორმა თავს იდვა, აღეწერა წამება ბორისისა და გლებისა, ასევე ღირსი თეოდოსის ცხოვრება. ღირსი თეოდოსის წმინდა ნაწილების აღმოყვანების შემდეგ, რომელშიც მონაწილეობას თავადაც იღებდა, ნესტორმა დაიწყო სავანის პირველი ბერების ცხოვრებების აღწერა და ასე შექმნა კიევ-პეჩორული პატერიკის პირველი ნაწილი. ღირსმა ნესტორმა თავს იდვა რუსეთის ისტორიის შედგენა მისი წარმოშობიდან 1111 წლამდე. ნესტორ მემატიანე გარდაიცვალა 1114 წელს. უფლის სათნომყოფელი მამა დაკრძალულია ახლო (ანტონის) მღვიმეებში.

@17971@

ბეჭდვა
1კ1