თეოფილე პეჩორელი, ნოვგოროდის არქიეპისკოპოსი (XV) - 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი)
თეოფილე პეჩორელი, ნოვგოროდის არქიეპისკოპოსი (XV) - 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი)
წმინდა იონა ნოვგოროდელის გარდაცვალების შემდეგ 1471 წელს, ხალხმა ნოვგოროდის არქიეპისკოპოსად თეოფილე აირჩია. იმ დროისათვის ნოვგოროდის მმართველები არ ემორჩილებოდნენ მოსკოვის დიდ მთავარ ივანე III-ს, ამიტომ ნოვგოროდის მღვდელმთავრობა რთული მისია იყო თეოფილესთვის. მიუხედავად თეოფილეს რჩევისა, ნოვგოროდელებმა სცადს, მხარი დაეჭირათ პოლონელ მეფე ყაზმირისთვის, რომელსაც შეიძლება მათგან მართლმადიდებლობის უარყოფა მოეთხოვა. მღვდელმთავარი ცდილობდა შეერიგებინა დაპირისპირებული მხარეები, თუმცა ამაოდ ძმათა სისხლისმღვრელი ომი მაინც დაიწყო, ხანგრძლივი ალყის შემდეგ, 1478 წელს მოსკოვის მთავარმა ნოვგოროდი აიღო. ორი წლის შემდეგ დაპატიმრებული მღვდელმთავარი თეოფილე გაათავისუფლეს და მოსკოვის ერთ-ერთ მონასტრში გადაასახლეს. ერთხელ მას წმინდა ნიფონტე ნოვგოროდელი გამოეცხადა და შეახსენა, რომ თეოფილეს ერთ დროს აღთქმული ჰქონდა მოელოცა კიევ-პეჩორის ლავრა. ამ გამოცხადების შემდეგ დაუძლურებული თეოფილე კიევში წავიდა, მდინარე დნეპრის სანაპიროზე მას უფლისგან ეუწყა, რომ დადგა დრო მისი სხეული სულს გაჰყროდა და დაჰპირდა, რომ ის განსასვენებელს კიევ-პეჩორის ლავრის შორეულ მღვიმეებში პოვებდა. ასეც მოხდა.

ბეჭდვა
1კ1