ღირსი ათანასე მიდიკიელი (+დაახლ. 814) - 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი)
ღირსი ათანასე მიდიკიელი (+დაახლ. 814) - 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი)
წმინდა ათანასე ცხოვრობდა VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე. ის იმდროისათვის ქალაქ კონსტანტინოპოლში მცხოვრებ ერთ-ერთ ცნობილ, კეთილშობილ ოჯახს ეკუთვნოდა. ათანასე ბავშვობიდან ქრისტიანულად იზრდებოდა. მამას სურდა, მის ვაჟს მომავალში სახაზინო საქმიანობისათვის მოეკიდა ხელი და საამისო განათლებაც მისცა. ათანასეს ასკეტური ცხოვრება იზიდავდა. ბერად შედგომის სურვილით მან ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და ბითინიის ცნობილ მონასტერ სიმბოლოში წავიდა. სავანეში ჭაბუკს მამამ ჩააკითხა, თუმცა ვერ შეძლო შვილისთვის გადაწყვეტილება შეეცვლევინებინა. მიდიკიის მონასტერში ათანასე ღირს ნიკიტას დაემოწაფა.

მალე ათანასეს მიდიკიის მონასტრის იღუმენმა ნიკიფორემ და წმინდა ნიკიტამ სთხოვეს, მათ სავანეში დამკვიდრებულიყო, რაზედაც ნეტარი ბერი სიხარულით დათანხმდა. მიდიკიის მონასტერში ათანასე ღირს ნიკიტას დაემოწაფა. ცოტა ხანში მონასტრის იღუმენმა ათანასეს მღვდლად დაასხა ხელი. ღირსმა ათანასემ უფალს სული შეჰვედრა დაახლოებით 814 წლის 26 ოქტომბერს. ამიტომაც ეკლესიამ მისი ხსენების დღედ 26 ოქტომბერი დააწესა. ათანასეს საფლავზე ამოიზარდა კვიპაროსის ხე, რომელთანაც, ღვთის ნებით, სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა.

ბეჭდვა
1კ1