ღირსი დიმიტრი ბესარაბიელი (XVII) - 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი)
ღირსი დიმიტრი ბესარაბიელი (XVII) - 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი)
ღირსი დიმიტრი ბესარაბიელი XVII საუკუნის ბულგარელი ქრისტიანი მოღვაწეა. ის გლეხის ოჯახიდან იყო. მშობლებმა ის ქრისტიანულად აღზარდეს. პატარა დიმიტრი ბავშვობიდან შეეჩვია ლოცვას და მარხვას. იგი მოსაგრეობდა ბულგარეთში, ქალაქ რუშჩუკის მახლობლად მდებარე უდაბნოში. მისი მოღვაწეობის ადგილი ხალხისთვის უცნობი იყო. თავის მღვიმეში ის განუწყვეტლივ ცრემლით ლოცულობდა. დიმიტრიმ უფლისგან წინასწარ იცოდა თავისი ამ ქვეყნიდან გასვლის დრო, ამიტომ მოემზადა და მღვიმეში ორ დიდ ლოდს შორის დაწვა. ასე გარდაიცვალა დაახლოებით 1685 წელს. სამასი წლის შემდეგ მდინარემ მღვიმიდან გამოიტანა წმინდანის სხეული. სწორედ ამ დროს ღირსი დიმიტრი სიზმარში გამოეცხადა ერთ დავრდომილ გოგონას და უთხრა, რომ განიკურნებოდა, თუ მშობლები იმ მდინარის სანაპიროზე წაიყვანდნენ, სადაც იმჟამად წმინდანის უხრწნელი სხეული გამოეტანა წყალს მღვიმიდან. ასეც მოხდა, გოგონას გარდა მთელმა იქაურმა მართლმადიდებლებმა მოიყარეს თავი წმინდანის სხეულთან, რომელიც ღვთაებრივი ნათლით ბრწყინავდა. დავრდომილი ქალიშვილი განიკურნა, კიდევ უამრავი სასწაული აღესრულა იმ დროს ღირსი მამის ლოცვით და მადლით. ხალხმა წმინდანის სხეული მის მშობლიურ სოფელში ბესარაბაში გადაასვენა და მის სახელზე აგებულ ტაძარში დააბრძანა. 1779 წლის 8 ივლისს მისი უხრწნელი ნაწილები ბუქარესტში გადააბრძანეს.

@9419@
ბეჭდვა
1კ1