ღირსი რუთი (V) ) - 22 ოქტომბერი (4 ნოემბერი)
ღირსი რუთი (V) ) - 22 ოქტომბერი (4 ნოემბერი)
ღირსი რუთი ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწეობდა IV-V საუკუნეების მიჯნაზე. ერთხელ ღირს მამას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აჩვენა ზეცაში ოთხი ხარისხი. პირველ ხარისხში იდგა ადამიანი, რომელიც ავად არის და მადლობს უფალს, მეორე ხარისხში - ადამიანი, რომელიც სიყვარულით იღებს მიმსვლელებს და ემსახურება მათ. მესამე ხარისხში - ადამიანი, რომელიც ცხოვრობს უდაბნოში და არავის ხედავს. მეოთხე ხარისხში - ადამიანი, რომელიც ასრულებს სულიერი მოძღვრის მორჩილებებს უფლის სადიდებლად. მას ამ მორჩილებისთვის ოქროს ჯაჭვი და ფარი იცავს. ღირსმა მამამ ჰკითხა უფლის ანგელოზს, რატომ იყო მეოთხე ხარისხში მდგომი ადამიანი სხვებისგან გამორჩეული. ანგელოზმა უპასუხა: "დანარჩენები აღასრულებენ საკუთარ ნებას, მხოლოდ მეოთხე ემორჩილება უფალს და სულიერ მოძღვარს ყველაფერში".

ბეჭდვა
1კ1