წმინდა აკა (ასა), ხეკსხემელი ეპისკოპოსი (+660-740/742) - 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი)
წმინდა აკა (ასა), ხეკსხემელი ეპისკოპოსი (+660-740/742) - 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი)
წმინდა აკა ნორტუმბრიაში დაიბადა. თავიდან ის ბოსასთან, იორკის მომავალ ეპისკოპოსთან ერთად მოსაგრეობდა. 678 წლიდან თან ახლდა მღვდელმთავარ ვილფრიდს მოგზაურობისას. რომიდან ჩამოსვლის შემდეგ 692 წელს ვილფრიდი დაბრუნდა ხეკსხემში და აკა ხეკსხემის წმინდა ანდრიას სახელობის მონასტრის იღუმენად დაადგინა. 709 წელს გარდაიცვალა ვილფრიდი და აკა ხეკსხემის ეპისკოპოსად აკურთხეს.

წმინდა აკა ფრიად განსწავლული კაცი იყო და მეგობრობდა წმინდა ბედასთან, საეკლესიო ისტორიკოსთან, რომელიც განსაკუთრებით აქებდა მის ბიბლიოთეკას და იყენებდა თავისი თხზულებების წერისას. წმინდა აკამ წააქეზა ისტორიკოსი ედი, წმინდა ვილფრიდის ცხოვრება დაეწერა. ის ხელს უწყობდა ინგლისში საეკლესიო გალობის სპეციალისტების ჩამოსვლას - მისი მოწოდებით ჩამოვიდა მგალობელი, სახელად მაბანი, რომელმაც საეკლესიო ცხოვრებაში რომაული გალობა დანერგა. ის ბევრს ზრუნავდა ტაძრების გამშვენებისთვის. შემორჩენილია წმინდა აკას წერილი ღირს ბედასადმი, რომელიც ამ უკანასკნელის თხზულებებშია შეტანილი.

732 წელს უცნობი მიზეზის გამო აკა გამოაძევეს ხეკსხემიდან. მან კათედრა დატოვა და გელოუეში, ვიტერნეს უდაბნოში დასახლდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ხეკსხემში დაბრუნდა, სადაც ის ერთსულოვნად მიიღეს.

ეპისკოპოსი აკა 740 ან 742 წელს გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალებისთანავე ხალხი მის საფლავს, როგორც წმინდანისას, თაყვანს სცემდა. მისი დაკრძალვის ადგილას ხეკსხემში ორი ჯვარი აღმართეს. ერთ-ერთმა დღემდე მოაღწია. როცა წმინდა ბედას საფლავი გაიხსნა და წმინდა ნაწილები აღმოიყვანეს, მისი სამღვდელმთავრო შესამოსელი უხრწნელი დახვდათ. ნეტარი აკას წმინდა ნაწილები ხეკსხემის წმინდა ანდრიას სახელობის მონასტერში დაასვენეს და მრავალ სასწაულს აღასრულებს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler