ღირსი დავით სერპუხოველი (+1520) - 18 (31) ოქტომბერი
ღირსი დავით სერპუხოველი (+1520)  - 18 (31) ოქტომბერი
წმინდა დავითი XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. მან მონაზვნური ცხოვრება ღირსი პაფნუტი ბოროველის ხელმძღვანელობის ქვეშ დაიწყო, შემდეგ ქალაქ სერპუხო¬ვოდან 25 კილომეტრში მდინარის პირას განმარტოვდა. 1515 წელს ღირსმა დავითმა მაცხოვრის ამაღლების ეკლესია აღმართა, სადაც შემდგომში მონასტერი გაჩნდა. დღეს ის ცნობილია როგორც წმინდა დავითის უდაბნო. ღირსი დავითი 1520 წელს გარდაიცვალა.
..............................
მღვდელმოწამენი: ანდრია ვოსკრესენსკი, პრესვიტერი; სერგი ბეჟანოვი, მღვდელი; ნიკოლოზ სოკოლოვი, დეკანოზი; სერგი გუსევი, მღვდელი (+1937); მოწამე ელისაბედ კრიმოვა (+1937)
მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1