ღირსი ანტონ ლეოხნოველი (XVII) - 17 (30) ოქტომბერი
ღირსი ანტონ ლეოხნოველი (XVII) - 17 (30) ოქტომბერი
ღირსი ანტონი ცხოვრობდა XVI საუკუნის II ნახევარსა და XVII საუკუნის დასაწყისში. ის დაიბადა ტვერის ახლოს, მდიდარ და სახელგანთქმულ დიდებულთა ოჯახში. ანტონიმ ადრევე დატოვა მშობლების სახლი და ილმენის ტბიდან 16 კილომეტრში მდებარე რუბლოვის უდაბნოში განდეგილად ცხოვრებას შეუდგა. ის მიწის ნაკვეთს ამუშავებდა, ფქვილი რომ ჰქონოდა პურის გამოსაცხობად. ზოგჯერ ხილს ჭამდა. ცოტა ეძინა, ბალიშის ნაცვლად თავქვეშ კუნძი ედო. თითქმის მთელი ღამე ლოცულობდა და ეშმაკის თავდასხმებს იგერიებდა.

ერთხელ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და სოფელ ლეხნოვოში გააგზავნა. ანტონი ანგელოზის ბრძანებით მივიდა სოფელ ლეხნოვოში და მითითებულ ადგილას შეხვდა მღვდელ-მონაზონ ტარასის, რომელმაც მონაზვნად აღკვეცა. მათ ერთად დააარსეს მონასტერი, რომლის პირველი იღუმენიც ანტონი გახდა.

ღირსი ანტონი მრავალ სასწაულს აღასრულებდა და ღვთისგან წინასწარმეტყველების მადლი მიიღო. ასე მაგალითად, მან 1564 წელს იწინასწარმეტყველა რუსების ლიტველებთან დამარცხება. 1611 წელს, როცა შვედების შემოჭრის საფრთხე იყო, ნოვგოროდის მიტროპოლიტმა, რომელიც შიშობდა, რომ ღვთის კაცი მტერს არ მოეკლა, აიძულა წმინდა ანტონი ქალაქში გადასახლებულიყო. სწორედ იქ გარდაიცვალა 1611-1613 წლებს შორის, მაშინ ღირსი ანტონი 86 წლის იყო. რაღაც დროის შემდეგ ღირსი ანტონი თავის მოწაფეს გრიგოლს გამოეცხადა და უბრძანა დამპყრობელთაგან დანგრეული მონასტერი აღედგინა და მისი ცხედარი იქ გადაესვენებინა. წმინდა ნაწილთა გადასვენების დროს ორ ბრმას თვალები აეხილა.

...............................

წმინდა მღვდელმოწამენი: ნეოფიტე ლიუბიმოვი, დეკანოზი; ანატოლი ივანოვსკი, მღვდელი (+1918); ღირსმოწამენი იაკინთე (პიტატელევი). კალისტე (ოპარინი) (+1918); მღვდელმოწამე ალექსანდრე (შუკინი) სემოპანატილელი, არქიეპისკოპოსი (+1937)
მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1