წმინდა მართალი იაკობ ალასკელი (+1865) - 16 (29) ოქტომბერი
წმინდა მართალი იაკობ ალასკელი (+1865) - 16 (29) ოქტომბერი
წმინდა იაკობ ნეცვეტოვი დაიბადა 1802 წელს კუნძულ უნალაშკაზე. მამამისი იგორი ტობოლსკელი რუსი იყო, დედა, მარიამი კი - ალეუტი. იაკობმა დაამთავრა ირკუტსკის სემინარია, მღვდლის ხარისხი მიიღო და ალასკაზე დაბრუნდა. მას მერე 36 წელი, მიუხედავად ცხოვრების მძიმე პირობებისა, სულიერად მწყემსავდა ადგილობრივ ძირძველ მოსახლეობას და ამით აგრძელებდა წმინდა გერმანეს დაწყებულ საქმეს.

როგორც კი დროს მონახავდა, მქადაგებელი ძაღლების მარხილს დატვირთავდა და რამდენიმე ახალგაზრდა მღვდელთან ერთად ღვთის სიტყვას უქადაგებდა ალეუტის მოსახლეობას, რომლებიც კუნძულებზე იყვნენ გაფანტულნი. 1845-63 წლები ის სახარებას უქადაგებდა მდინარე იუკონის ველზე მცხოვრებ ესკიმოსებს. წმინდა იაკობი იყო მეორე მღვდელმოწამე იუბენალის შემდეგ, ვინც გაბედა ამ ადგილებში შესულიყო.

ადგილობრივი მოსახლეობა მას გულითადად ხვდებოდა. ის მათ სწრაფად მოაქცევდა ქრისტიანობაზე. მაგრამ ზოგჯერ შამანები ეწინააღმდეგებოდნენ. წმინდა იაკობი არა მარტო ნათლავდა ადგილობრივ მოსახლეობას, მათ სულიერ ცხოვრებაზეც ზრუნავდა, ასწავლიდა ქრისტიანულ ზნეობას და იმას, რომ აღსარებით, მარხვით, და ლოცვით მომზადებულიყვნენ წმინდა ზიარებისთვის. მას თან კარავი დაჰქონდა, რომელსაც ეკლესიის ფუნქცია ჰქონდა, თუკი სიცივე ხელს უშლიდა შეკრებილ მორწმუნეებს და ყინავდა წმინდა ძღვენს.

თავისუფალ დროს წმინდა იაკობი საღმრთო წერილს თარგმნიდა ალეუტთა ენაზე. დააარსა სკოლა. როცა სიცოცხლის ბოლოს ჯანმრთელობა შეერყა, მეორე მისიონერმა ცილი დასწამა, რისთვისაც გამოიძახეს ქალაქ სიტკაში ალასკის საეკლესიო მეთაურის რეზიდენციაში და მალე ყველა ბრალდება მოუხსნეს. სწორედ იქ, 1865 წელს წმინდა იაკობი გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.

1994 წელს მამა იაკობი წმინდანად შერაცხა ამერიკის მართლმადიდებელმა ეკლესიამ.

ბეჭდვა
1კ1