ღირსი მალო (V) - 16 (29) ოქტომბერი
ღირსი მალო (V) - 16 (29) ოქტომბერი
წმინდა მალო, სავარაუდოდ, V საუკუნეში ცხოვრობდა. მან ქრისტეს გულისთვის დაუტევა სოფელი, მიწიერი სიმდიდრე, ახლობლები და უდაბნოს მიაშურა, რათა ადამიანებთან კავშირი არ ჰქონოდა. ღირსი მამა მოშურნედ მოსაგრეობდა. მისმა ასკეტურმა ღვაწლმა იმდენად განასულიერეს განდეგილის სხეული, რომ მას სახე აღდგომის სიხარულით უბრწყინავდა. ღირსი მამა ქრისტეს სახელით მრავალ სასწაულს მოიმოქმედებდა: კეთროვნებს კურნავდა, ეშმაკებს განდევნიდა, ბრმას თვალისჩინს უბრუნებდა. წმინდა მალო მშვიდობით აღესრულა და მორწმუნეებს დაუტოვა თავისი სხეული, რომელიც მირონს ადენდა, ყოველგვარ სნეულებისგან კურნავდა ადამიანებს.

ბეჭდვა
1კ1