წმინდა ლული, მაინცის მთავარეპისკოპოსი (+710-786) - 16 (29) ოქტომბერი
წმინდა ლული, მაინცის მთავარეპისკოპოსი (+710-786) - 16 (29) ოქტომბერი
წმინდა ლული წმინდა ბონიფაცის ნათესავი იყო. ის ინგლისში დაიბადა და განათლება მალმსბერში მიიღო. გერმანიაში შეუერთდა ბონიფაცის, მაგრამ 751 წელს რომში გააგზავნეს. ბონიფაცის გარდაცვალების (754 წ.) მერე წმინდა ლულიმ მაინცის კათედრა დაიკავა. მის დროს მაინცის ეპარქიას მთავარეპარქიის სტატუსი მიენიჭა, ხოლო თვითონ ლულიმ მთავარეპისკოპოსობის ტიტული მიიღო.

769 წლის აპრილში ის სხვა ფრანკ მღვდელმთავრებთან ერთად მონაწილეობდა რომის საეკლესიო კრებაზე, რომელზეც დაგმეს ანტიპაპი კონსტანტინე II.
778 წელს ლული მაინცელმა წმინდა ფერუცია მაინცელის წმინდა ნაწილები ბლიაიდენშტადტში გადაასვენა, სადაც ის 1632 წლამდე დარჩა.

წმინდა ლული 786 წლის 16 ოქტომბერს გარდაიცვალა და მის ნაცვლად კათედრაზე რიხულფი აირჩიეს.

ბეჭდვა
1კ1