წმინდა საბინე კატანელი, ეპისკოპოსი (+დაახლ. 760) - 15 (28) ოქტომბერი
წმინდა საბინე კატანელი, ეპისკოპოსი (+დაახლ. 760) - 15 (28) ოქტომბერი
ნეტარი საბინე უდიდესი სათნოებებისა და კეთილგონიერების გამო კატანეს (ქალაქია სიცილიაში) ეპისკოპოსად აირჩიეს. შემდეგ კი დაყუდებისა და განკრძალული მოღვაწეობის სურვილით აღძრულმა სამღვდელმთავრო კათედრა დატოვა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. ის მოშურნეობით იღვწოდა სრულყოფილების გზაზე, მარხვით, ლოცვით, მღვიძარებით სული განიწმინდა და ღვთისაგან სასწაულთა ქმნისა და დაფარულმცოდნელობის მადლი მიიღო. მან მრავალი დაარწმუნა დაეტოვებინათ სოფელი და მხოლოდ ქრისტესთვის ემსახურათ. წმინდა საბინე დაახლოებით 760 წელს გარდაიცვალა და მისი სხეული მშობლიურ მიწას მიაბარეს.

ბეჭდვა
1კ1