დაუჯდომელი საგალობელი ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა აღმსარებელისა და სალოსისა
დაუჯდომელი საგალობელი ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა აღმსარებელისა და სალოსისა
დაუჯდომელის ტექსტის შემდგენელი მონაზონი პარასკევა (როსტიაშვილი)

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12-გზის).

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ალილუია ( 3-გზის)

ტროპარი

ყოველთა სენთა საკურებლად, შეცოდებულთა სულთა გამომხსნელად, ყოველი ბოროტების შემმუსვრელად და შემაკავებლად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო. ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი 1

გაქებთ შენ, საყვარელო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ზესთამბრძოლო, საკვირველთმომქმედო, და მრავალითა სათნოებითა შემკულო. ყოველთა ჭირთაგან გაგვათავისუფლე ჩვენ. რათა დაუცხრომელად გადიდებდეთ შენ.

იკოსი1

უფალმა გამოგირჩია და მოგმადლა ნიჭი საღმრთოისა ცხოვრებისა ანგელოზებრივი სახითა, გამოგაჩინა ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან და გვასწავლა შენდამი გალობა ესრეთ:

გიხაროდენ, დედის მუცლიდანვე გამორჩეულო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიერ შეყვარებულო;

გიხაროდენ, ქვეყანასა ზედა დამცრობითა ზეცათა სოფლად აღწეულო;

გიხაროდენ, სრულო სიკეთეო;

გიხაროდენ, ყოველთა სნეულებათა განმქარვებელო;

გიხაროდენ, ბრძენო მრჩეველო ივერიის წმინდა ეკლესიისა და მფარველო ჩვენი ერისაო.

გიხაროდენ ღირსო მამაო გაბრიელ აღმსარებელო და სალოსო.

კონდაკი 2

შენგან მომდინარე კურნების მხილველნი, სულითა და გულით ვნათლდებით და ვადიდებთ ქრისტესა ღმერთსა, რომელსაცა დაუცხრომელად ევედრები ჩვენ ყოველთათვის: ალილუია.

იკოსი 2

გულისხმაჰყოფდი რა გონებამიუწვდომელსა წმიდასა სამებასა, მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელი და მცველი, მტკიცედ ამხელდი უგუნურთა ბრმა თაყვანისცემას კერპთათვის. ამისთვისცა გიღაღადებთ ესრეთ:

გიხაროდენ, დიდებულო სვეტო ღმრთისმსახურებისაო;

გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა სიმტკიცეო;

გიხაროდენ, ეშმაკეულისა კერპისა დამწველო;

გიხაროდენ, ცეცხლოვან სიტყვათა ნაკადულო;

გიხაროდენ, სამწყსოისა შენისა კეთილად დამწყსველო;

გიხაროდენ, ყოველთა შემწედ და მეოხად მყოფელო;

გიხაროდენ, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო.

კონდაკი 3

სათნოებათა ჭურო რჩეულო, რომელმანცა სიყვარულისათვის უფლისა ყველაზე მძიმე ღვაწლი იტვირთე და ქრისტესთვის სალოსობა შეიმოსე, ქვესოფლისა დათმობითა ზე სოფელი მომიმუშაკე, ღვთისსათნო სიმდაბლის საოცარ მაგალითად და შემწედ გამოჩნდი ყოველთათვის. ალილუია.

იკოსი 3

ლოცვითა შენითა, გულისმიერითა, შეცდომილნი მოაქციე და გზაი ცხოვნებისა აჩვენე, ლამპარი მართლმადიდებლობისა აღუნთენ და სარწმუნოებაში განამტკიცენ. სიყვარულითა შენით ძლეულნი გიღაღადებთ ესრეთ:

გიხაროდენ, დაცემული ერისათვის ცრემლით მლოცველო;

გიხაროდენ, უღმრთოთაგან შეიწროებულო;

გიხაროდენ, მოყვასისა იმედო და სიხარულო;

გიხაროდენ, უბიწოო და საჩინოო სანთელო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტად გლახაკო სულითა;

გიხაროდენ, ყოველთაგან შეყვარებულო ლამპარო;

გიხაროდენ, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო.

კონდაკი 4

შემაშფოთებს მე სიმწირე გონებისა ჩემისა, რამეთუ უღირსად ვაქებ ღვთაებრივითა ცეცხლითა გაბრწყინვებულსა საკვირველთმოქმედებასა შენსა, ღირსო მამაო გაბრიელ, და არცა სხვათა ძალუძთ ცხოვრებისა შენისა აღწერა, რამეთუ დაჰფარე ღვაწლი ყოველი, სიყვარულისათვის ქრისტესი. ამისთვისცა საკვირველსა და დიდებულსა ღმერთსა ესრეთ ვუგალობთ, ალილუია.

იკოსი 4

განმდევნელო ეშმაკურისა ბოროტებისაო და დამნერგველო ღვთაებრივისა სახიერებისაო. სიტყვითა სიყვარულისათა მოყვასთა გამომზრდელო და მწყურვალთა დამარწყულებელო. ახლობელთაც და შორეულთაც ესმათ სასწაულთმოქმედებათა შენთა დიდება, რამეთუ მსწრაფლ შეეწევი გაჭირვებაში მყოფთ და იხსნი ყოველთა შენდამი მთხოვნელთა.

გიხაროდენ, მოციქულთა მოშურნეო;

გიხაროდენ, განმაქარვებელო მწუხარებისაო;

გიხაროდენ, უსამართლოდ მსჯავრდებულთა შემწეო;

გიხაროდენ, კეთილ საქმეთა ჩვევებისა დამნერგველო;

გიხაროდენ, ქრისტეს მცნებათა დამმარხველო;

გიხაროდენ, ცოცხლივ უფლის მძიმე ჯვარზედ დამსჭვალულო;

გიხაროდენ, საუნჯეო დაფარულო;

გიხაროდენ, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო.

კონდაკი 5

ქადაგო ჭეშმარიტებისაო და მრავალთა ჭირთა დამთმენელო, რამეთუ საპყრობილეშიც არა დასცხრებოდი ლოცვითა და მღვიძარებითა, და მით ასწავებდი ქრისტესათვის თავდადებასა ყოველთა, ალილუია.

იკოსი 5

შენ, რომელმან მწუხარეთა ნუგეშინის ეც, მშიერნი დააპურე, მაშვრალთა განუსვენე, მშფოთვარენი დაამშვიდენ და ყოველნი სიყვარულითა უფლისა ღვთისა ჩვენისა, ქრისტესა ღმერთსა მიჰგვარე, გიგალობთ ესრეთ:

გიხაროდენ, სიყრმიდანვე ქრისტესთვის შეწირულო;

გიხაროდენ, დაცემულთა მტკიცე აღმადგინებელო;

გიხაროდენ, გლახაკთა მსწრაფლშემსმენო;

გიხაროდენ, გულმოდგინე მცველო სიწმინდისაო;

გიხაროდენ, უსასო ქმნილთა სასოებაო;

გიხაროდენ, მფარველო ჩვენო ერისაო;

გიხაროდენ, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო.

კონდაკი 6

მადლითა სარწმუნოებისათა ცრუ სოფლისა აღმავსებელო, ძალითა ჯვარისათა განმტკიცებულო, რომელმან წარაქციე წყვდიადი მწვალებლობისაი და ბოროტ ძალთა დასნი განაქარვე. გვასწავლე გალობა ესრეთ: ალილუია.

იკოსი 6

ხორციელ ვნებათაგან განწმენდილმა მადლი კურნებათა მოიღე, რათა სულითა და ხორცით მრთელებულნი, ვადიდებდეთ უფალსა.

გიხაროდენ, ქრისტეს წმინდა სახარებით შეჭურვილო;

გიხაროდენ, გამომაჩინებელო სიმართლისაო;

გიხაროდენ, შემარცხვენელო სიცრუისაო;

გიხაროდენ, მკვდართაცა აღმადგინებელო;

გიხაროდენ, კეთილო მწყემსო ქრისტეს ცხოვართაო;

გიხაროდენ, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო.

კონდაკი 7

ცოდვათა მთხრებლისაგან წკვარამსა შიდა მსხდომარეთა, მრავალთა დამხსნელო, უფლის ნათლისაკენ ბნელსა შინა მოარულთა გზამკვლევო. გაქებთ შენ, რომელმან სარწმუნოებითა, სასოებითა და სიყვარულითა გვასწავე გალობა. ალილუია.

იკოსი 7

მოძღვარო- მოძღვართაო, რომელმან ღირსეულად განვლე გზაი აღმსარებლობისა, დევნულებანი, მრავალნი იწროებანი და ცილისწამებანი, სიმშვიდითა ქრისტესმიერითა დაითმინე, ლოცვითა შენითა მოგვმადლენ ჩვენ უძღებთაცა ნიჭი მადლობით ჭირთათმენისაი, რომელნი გიგალობთ ესრეთ:

გიხაროდენ, ღვთისმგმობელი სიცრუისა, სიბნელისა განმდევნელო;

გიხაროდენ, უსამართლო ბჭობათა დამარღვეველო;

გიხაროდენ, ჭეშმარიტი გზიდან შეცდომილთა მამხილებელო;

გიხაროდენ, მთხოველთათვის სიუხვისა მიმნიჭებელო;

გიხაროდენ, ცოდვათა ჯურღმულიდან კაცთა დამხსნელო;

გიხაროდენ, ქრისტეს ნათლით შემოსილო;

გიხაროდენ, ღირსო მამაო გაბრიელ აღმსარებელო და სალოსო.

კონდაკი 8

საღმრთო მცნებათა განუხრელად აღსრულებითა ნაყოფნი მშვენიერნი გამოიღე,

რომელთა გემოსხილვითა განმტკიცებულნი ვუგალობთ ღმერთსა: ალილუია

იკოსი 8

სულთა განმხრწნელისა მხეცისა მძვინვარების ჟამს არა დაუტევენ სამწყსო შენი, არამედ იწროისა გზისა სვლითა იცხოვნე სული თვისი და იხსენ მრავალნი წარწყმედისაგან. ამისთვისცა გიგალობთ ესრეთ;

გიხაროდენ, სარწმუნოებისა სასანთლეო ჩაუქრობელო;

გიხაროდენ, მოსესაებრ საღმრთო შურით შეჭურვილო;

გიხაროდენ, ყოველსახე კურნებათა წყაროო;

გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო;

გიხაროდენ, ღვთივ საძულველ მოძღვრებათა მომფხვრელო;

გიხაროდენ, სიმართლისათვის მშიერთა მოუკლებელო საზრდელო.

გიხაროდენ, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო.

კონდაკი 9

ქრისტე ღმერთი სულის მნათობად გაქუნდა, ღირსო, რომლისა ძლითაიცა განვლე ბნელი საწუთროისა და დასთრგუნე მტკიცითა რწმენისაითა, თავი გველისა მის მგესლავისა შემუსრე, ხოლო ჩვენ გიგალობთ ესრეთ ალილუია.

იკოსი 9

ჟამთა სულბნელთა ზეობისასა, სიტყვა სიყვარული სალოსობითა ჰქადაგე განცხადებულად და მით მანათობელ ექმენ მრავალთა სულითბრძმობილთა აწ შემწე გვეყავნ ჩვენ შემამკობელთა შენდა ესრეთ:

გიხაროდენ, წყაროო დამარწყულებელო;

გიხაროდენ, რწმენით ვერცხლებ გამობრძმედილო;

გიხაროდენ, სიყვარულის სიყვარულით მქადაგებელო;

გიხაროდენ, ცოდვილთა ქრისტე ღმერთთან მიმყვანებელო;

გიხაროდენ, რომელმან ღირსეულად განვლე გზაი ცხოვრებისაი;

გიხაროდენ, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო.

კონდაკი 10

ვერ შემძლებელ არს კნინი ენაი ჩვენი საკადრისად შესხმად შენდა ღმერთშემოსილო მამაო, გარნა ვითარცა გვირგვინი ქებისაი მიითვალე და მითხოვე შენგან თაყვანისცემულისა ღვთისაგან მგალობელთა შენთა : ალილუია.

იკოსი 10


აღმასრულებელმან საღმრთოთა მცნებათა, არა ჰრიდე ტანჯვათა მრავალსახეთა, ამხილე რა უშჯულოებანი მათნი და აწცა შემწე ექმენ შენდამი მღაღადებელთა ესრეთ:

გიხაროდენ, ღვთის ნათელო დაუვალო;

გიხაროდენ, სულნელმშვენო თაიგულო უფლისაო;

გიხაროდენ, ცრემლმრავლითა მლოცველო და მიუწვდომო;

გიხაროდენ, სულიწმიდით საიდუმლოდ განსწავლულო;

გიხაროდენ, სულიერთა ავთა ბრძვილთა განმკურვნელო;

გიხაროდენ, რწმენის ძალის აღმადგენო;

გიხაროდენ, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო.

კონდაკი 11

სიყრმიდანვე უფლის უღლისა, ტკბილისა, აღმამაღლებელო, შეუდექ კვალსა მოციქულთასა, ღირსო. ქრისტეს რჯულისა აღმასრულებელმან, განაგდე სიმრავლე ეშმაკთა, მონაზონთა დიდებაო. მეოხ გვეყავ მხმობელთა ღვთისად. ალილუია

იკოსი 11

სასუფეველსა მას საღმრთოსა, შესაკრებელსა წმინდათაისა, დაემკვიდრე შემდგომად მრავალფერთა შრომათა და ტანჯვათაგან დამაშვრალი. წარმავალ დიდებასა განშორებული და წარუვალსა ნეტარებასა შერთული, შემწე გვეყავნ, მაქებელთა შენდა, ესრეთ:

გიხაროდენ, ათონელ მამათა ღვაწლის განმგრძელებელო;

გიხაროდენ, დავრდომილთა შემწევ და მეოხო;

გიხაროდენ, უძლეველო მეომარო უფლისაო;

გიხაროდენ, რწმენავ, იმედო და სიყვარულო;

გიხაროდენ, საღმრთო ცეცხლით ანთებულო სანთელო;

გიხაროდენ, დაფარულო საიდუმლოს შემცნობელო.

გიხაროდენ, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო.

კონდაკი 12

ღვთივსათნოითა ლოცვითა შენითა მუშაკობით, ტაძრად სამეუფოდ აღაშენენ მორწმუნენი და სადგურად სულისა წმიდისა გამოაჩინე, რათა აღვსილნი საღმრთოითა სიბრძნით მარადის ვადიდებდეთ სამებასა განუყოფელსა, მღაღადებელნი მისდა: ალილუია.

იკოსი 12


ქრისტესმიერითა მოშურნეობითა, მაცდურისა ბელიარისა ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩამგდებელო, რომელ შეიწირე სისხლდათხევითა, წინაშე უფლისა, შეგვეწიენ ნეტარო, სასოებით შენდა მვედრებელთა და მხმობელთა ესრეთ:

გიხაროდენ, საღმრთო სიბრძნის საუნჯეო;

გიხაროდენ, უსასოთა ქრისტეს სიტყვით აღმაშენო;

გიხაროდენ, ხორცმშიერო სულმაძღარო;

გიხაროდენ, ამასოფლის დარდმრავალო ცის ნათელო;

გიხაროდენ, ყოველ სახე ბოროტების დამთრგუნველო;

გიხაროდენ, საღმრთოისა სიყვარულისა შემმოსველო.

გიხაროდენ, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო.

კონდაკი 13

ქრისტეს სიყვარულით აღჭურვილი, შეუბრკოლებლად დაემტკიცე ჯოჯოხეთისაგან მოურევნელსა კლდესა ზედა სარწმუნოებისასა. ღვთის სიღრმისა, სიმდიდრისა, სიბრძნისა და მეცნიერებისა ჯვრისა სახედ დამსახველმან სიყვარულითა სძლიე ბოროტთმთავარსა და არცხვინე ანგელოზთა მისთა, ვინაიცა დაუცხრომელად უგალობ ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა. ალილუია.

კონდაკი 13
(წარმოითქმის 3-გზის. და კვალად იკოსი-1 და კონდაკი-1)

იკოსი 1


უფალმა გამოგირჩია და მოგმადლა ნიჭი საღმრთოისა ცხოვრებისა ანგელოზებრივი სახითა, გამოგაჩინა ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან და გვასწავლა შენდამი გალობა ესრეთ:

გიხაროდენ, დედის მუცლიდანვე გამორჩეულო;

გიხაროდენ, ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიერ შეყვარებულო;

გიხაროდენ, ქვეყანასა ზედა დამცრობითა ზეცათა სოფლად აღწეულო;

გიხაროდენ, სრულო სიკეთეო;

გიხაროდენ, ყოველთა სნეულებათა განმქარვებელო;

გიხაროდენ, ბრძენო მრჩეველო ივერიის წმინდა ეკლესიისა და მფარველო ჩვენი ერისაო.

გიხაროდენ ღირსო მამაო გაბრიელ აღმსარებელო და სალოსო.

კონდაკი 1

გაქებთ შენ, საყვარელო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ზესთამბრძოლო, საკვირველთმომქმედო, და მრავალითა სათნოებითა შემკულო. ყოველთა ჭირთაგან გაგავათავისუფლე ჩვენ. რათა დაუცხრომელად გადიდებდეთ შენ.

ლოცვა მუხლმოყრით სათქმელი


ჰოი მამაო სიყვარულით ცხოვნებულო, მსწრაფლშემწეო და მლოცველო ყოველთა შენდა მთხოვნელთა, შეისმინე, ჩვენ უღირსთაგან სადიდებელი ესრეთ. ევედრე უფალსა, რათა მოგვანიჭოს ჩვენ უძლურთა განმტკიცებაი სარწმუნოებაში და სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. მოგვმადლოს სულით და ხორცით მშვიდობა და სიმრთელე, რათა სიმდაბლითა, სიკეთითა და სიყვარულითა ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, შენის მეოხებითა და მფარველობითა. ამინ.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-ჯერ)


უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
15.10. 2021
natia_badriashvili@hotmail.com
გამარჯობა, მეც გამაჩნია ეს დაუჯდომელი, მაგრამ რამდენადაც ვიციამ დაუდჯომელს არ აქვს კურთხევა საპატრიარქოსი. თუ კურთხევა უკვე არის საპატრიარქოსი, მაშინ გთხოვთ, შეგვატყობინეთ. დიდი მადლობა წინასწარ, ნათია ბადრიაშვილი
სხვა სიახლეები
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
07.10.2022
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler