ლოცვა მგზავრობის მნებებელთა
ლოცვა მგზავრობის მნებებელთა
გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ, ქრისტე, მოგზაური ანგელოსი აწ მოუვლინე მონასა (ანუ მხევალსა) შენსა (სახელი) მფარველად, ვითარცა ოდესმე ტობიას და ყოვლისაგან ბოროტისა და ყოველსა კეთილ-მითვალულებასა შინა უვნებელად დამცუელი სადიდებელად შენდა, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ლუკას და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი, მაცხოვარ, თანამავალ ექმენ აწ მონასაცა (ანუ მხევალსაცა) ამას შენსა (სახელი) მგზავრობისა მნებებელსა, და იხსენ იგი ყოვლისა ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, რაოდენიცა გენებოს, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეჭდვა
1კ1