"ღირს არს"-ის ნაცვლად საკითხავი საგალობელნი სრულიად წელიწადსა შინა
"ღირს არს"-ის ნაცვლად საკითხავი საგალობელნი სრულიად წელიწადსა შინა
ბზობის კვირას
ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩუენ დღეს, განმზადეთ დღესასწაული და მხიარულებით მოვედით და განვადიდოთ ქრისტე ბაიაითია და რტოებითა ქებისმეტყუელთა, კურთხეულ არს მომავალი სახლითა უფლისათა უკუნისამდე.

დიდ ორშაბათს
განადიდე შენ, ქრისტე, მშობელი შენი ღმრთისმშობელი, რომლისა მიერ ქმნისა ჩუენისა თვით მოქმედმან, მჰსგავს ვნებანი, შეისხენ ხორცნი დამხსნელნი უმეცრებათანი, ამას უკუე ჰნატრიან ყოველნი ტომნი და შენ გადიდებენ.

დიდ სამშაბათს
დაუტევნელისა ღმრთისა მუცლითა დამტევნელსა და სოფლის სიხარულის მშობელსა, შენ გადიდებთ, ღმრთისმშობელო ქალწულო.

დიდ ოთხშაბათს
სულთ განწმედითა და ბაგეთა სიმართლითა, მოვედით, განვადიდოთ უქორწინებელი და ყოვლად უბიწო დედა ემმანუილისა, მისგან შობილისა მიმართ ოხის მიმრთმეველი, ულხინე სულთა ჩუენთა, ქრისტე ღმერთო ჩუენო და გვაცხოვნენ ჩუენ.

დიდ ხუთშაბათს
სტუმრობისა საღმრთოსა და უკვდავისა ტაბლისა, ზესთა ადგილთა გრძნობათა, უმაღლესთასა, მორწმუნენო, მოვედით, მოვიღოთ, უზენაესისა სიტყვისა სიტყვითა განსწავლულთა და მას ვადიდებდეთ.

დიდ პარასკევს
უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდ შაბათს
ნუ მტირ მე, დედაო, მხილველი, საფლავსა შინა ძისა, რომელი მუცლად-მიღე, თვინიერ თესლისა, რამეთუ აღვსდგე და ვიდიდო მე ღმრთეებრ და მაღალ ვყვნე დიდებით, სარწმუნოდ და სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.

აღდგომიდან ამაღლებამდე
ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძე შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ.

განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.

ამაღლებიდან სულთმოფენობამდე
ადიდებს სული ჩემი ქუეყანით ზეცას ამაღლებულსა ქრისტესა ცხოვრების მომცემელსა.

ჰშევ, ქალწულო, მიუწთომელი ბუნებათა, უჟამოდ გამოუთქუმელი, ამისთვის უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ.

სულთმოფენობიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე
(სულთმოფენობის შემდგომი შაბათის ჩათვლით)
მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლვა ნუგეშინისმცემელისა, დაუკვირდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათათა გამოჩნდა სულიწმიდა.

გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თვალო, რამეთუ მეტყუელებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთვის სარწმუნოებით გადიდებთ შენ.

ფერისცვალებიდან მის წარგზავნამდე
(6-დან 14 აგვისტომდე, ძველი სტილით)
ადიდე, სულო ჩემო, თაბორს ზედა ფერისცვალება უფლისა.

შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვის ჩუენ შენ, ღმრთისმშობელო, სამართლად ყოველი გადიდებთ.

ღმრთისმშობლის მიძინებიდან მის წარგზავნამდე
(15-დან 25 აგვისტომდე, ძველი სტილით)
ანგელოსთა მიცვალება ყოველადწმიდისა იხილეს და უკვირდათ, ვითარ ქალწული აღვალს ქუეყანით ზეცას.

ძლეულ იქმნეს ბუნებანი მეტყუელნი შენთვის, ქალწულო უბიწოო, ქალწულებრივი შობა და სიკუდილი ცხოვრების მომცემელი და შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე და მოკუდავი ცხოველ ხარ, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ შენ.

ღმრთისმშობლის შობიდან მის წარგზავნამდე
(8-დან 13 სექტემბრამდე, ძველი სტილით)
ადიდებს სული ჩემი ბერწთაგან შობილსა ქალწულსა მარიამს.

განჰკვიდრეს ზესკნელსა ცანი და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოეხცადა და საშო შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოსნი და კაცნი, ვითარცა ღირს-ხარ, გადიდებენ შენ.

ჯუართამაღლებიდან მის წარგზავნამდე
(14-დან 22 სექტემბრამდე, ძველი სტილით)
ადიდებს სული ჩემი ყოვლადპატიოსანსა ჯვარსა უფლისასა.

საიდუმლო სამოთხე ხარ, ღმრთისმშობელო, რომელმან უმუშაკოდ აღზარდე ქრისტე, ხოლო ჩუენ, ჯვარითა ცხოვრებაშემოსილნი, ქუეყანასა ზედა დანერგულსა ძელსა ამისთვის აწ აღვამაღლებთ, თაყუანის-ვსცემთ და შენ გადიდებთ.

ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებიდან მის წარგზავნამდე
(21-დან 26 ნოემბრამდე, ძველი სტილით)
ანგელოზთა რა იხილეს შესლვა ყოვლადწმიდისა, დაუკვირდათ, ვითარ ქალწული შევალს წმიდასა შინა წმიდათასა.

კიდობანსა მას შჯულისასა ვერ შეეხებოდა ხელი ყოველთა, ხოლო აქა დღეს ბაგენი ჩუენ მორწმუნეთანი ხმითა დაუდუმებელითა ესრეთ გაბრიელის თანა ვიტყოდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა.

ქრისტეს შობიდან მის წარგზავნამდე
(25 დეკემბრიდან 1 იანვრამდე, ძველი სტილით)
ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მხედრობათა ქალწული ყოვლადწმიდა ღმრთსმშობელი.

ჯერ არს დუმილი, ვინაითგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავსდუმნეთ შიშისაგან, არამედ მსგავსად შეძლებისა ჩუენისა შევსწიროთ შესხმა, რომლითა გადიდოთ შენ.

წინადაცუეთას
(1 იანვარი, ძველი სტილით)
შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, ანგელოსთა კრებული და კაცთა ნათესავი. ტაძარო სიწმიდასაო, სამოთხეო პირმეტყუელო, ქალწულებისა სიქადულო, რომლისაგან სიტყუა განხორციელდა და ყრმა იშვა პირველ საუკუნეთა ღმერთი ჩუენი, რომელმან საშო შენი საყდრად გამოაჩინა და მუცელი შენი ცათა უვრცელეს ჰყო. შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული, დიდება შენდა.

ნათლისღებას
(6 იანვარს, ძველი სტილით)
ადიდე, სულო ჩემო, უპატიოსნესი და უდიდებულესი მაღლისა მხედრობათა, ქალწული ღმრთისმშობელი ყოვლადწმიდა.

ვერ შემძლებელ ვართ დიდებად შენდა ჯერისაებრ ქუეყანისანი და მოუძლურდებიან ზეცისანი, ღმრთისმშობელო, რამეთუ უზესთაეს იქმენ, შეიწირე სარწმუნოება ჩუენი, უწყით სიყუარული შენი და ვითარცა ნათელსა ქრისტიანობისასა გადიდებთ.

მირქმას
(2 თებერვალი, ძველი სტილით)
ღმრთსმშობელო ქალწულო, სასოებაო ქრისტიანეთაო, დაგვიფარე, დაგვიცევ და გვაცხოვნე, რამეთუ შენ ზედა დაგვიძს სასოება.

წერილთა მიერ შჯულისათა მოგუესწავა ჩუენ მორწმუნეთა, ვითარმედ ყოველი წული პირველ საშოსა განმღებელი წმიდა უფლისა იწოდოს. აჰა, დღეს ვიხილეთ ჩუენ პირმშო ზეცით და ქუეყანით და სარწმუნოებით ვადიდებთ.

ხარებას
(25 მარტი, ძველი სტილით)
აუწყებდით ქუეყანა სიხარულსა დიდსა, აქებდით ზეცისა ღმრთისა დედასა.

კიდობანსა მას შჯულისასა ვერ შეეხებოდა ხელი ყოველთა, ხოლო აქა დღეს ბაგენი, ჩუენ მორწმუნეთანი ხმითა დაუდუმებელითა ესრეთ გაბრიილისა თანა ვიტყოდეთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.08.2022
ტროპარი
ქრისტეს ფერსიცვალებასა მივეგებნეთ სურვილით ბრწყინვალედ მედღესასწაულენი, მორწმუნენო, და ვხმობდეთ:
21.01.2022

ევედრებიან ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ტყვეობისაგან ეშმაკთა და ბოროტთა სულთა მანქანებათაგან თავდასახსნელად, აგრეთვე ვნებათაგან სულიერთა და სენთაგან ხორციელთა განსაკურნებელად
15.01.2022
ტროპარი, ხმა 4.

განემზადე ზაბულონ და მზა - იქმენ შენ ნეფთალემ, იორდანე მდინარეო დასდეგ და შეიწყნარე სიხარულით მეუფე, მომავალი შენდა ნათლისღებად,
05.01.2022
ტროპარი: აღიწერებოდა ოდესმე მოხუცებულისა იოსების თანა, ვითარცა თესლისაგან დავითისა, ბეთლემს შინა მარიამ, მიდგომილი უთესლოთა მით მიდგომილებითა, ხოლო მორაიწია ჟამი შობისა
23.11.2021
ძლევაშემოსილსა საკვირველთმოქმედსა, ბოროტის დამთრგუნველსა, დიდსა მოწამესა, წმიდასა ნათელ გიორგის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის  ი  ლ ი ა  II მოკრძალებული თხოვნა
26.08.2021
დაუჯდომელის ტექსტის შემდგენელი მონაზონი პარასკევა (როსტიაშვილი)

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
11.03.2021
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
25.04.2020
ათონზე დიონისეს მონასტრის წინამძღვარს, მამა ხარალამპეს (+2001) უტკბეს მოგონებად დარჩა წმინდა ანას სკიტის ერთ პატარა ეკლესიაში აღვლენილი წირვები, როცა ცხადად შეიგრძნობდა საღმრთო საიდუმლოებას, მოზღვავებული გრძნობებისგან გულშემუსვრილს ხშირად ლიტურგიის გაგრძელება უჭირდა.
13.01.2020
შენ ხარ ვენახი, ახლადაღყუავებული, მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული, ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თჳსით მზე ხარ გაბრწყინვებული.
14.05.2019
ტროპარი:   სვეტ-იქმენ მართლმადიდებლობისა საღმრთოთა დოღმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლესიისა, მღვდელმთავარო ათანასე,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მოციქულთა სწორი წმინდა კონსტანტინე დიდი (306-337) პირველი იყო რომის იმპერატორთაგან, რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video