ლოცვა დაბადების დღეს წასაკითხი
ლოცვა დაბადების დღეს წასაკითხი
უფალო ღმერთო, მეუფეო ყოვლისა სოფლისა, ხილულისა და უხილავისაო! შენსა წმიდასა ნებასა ზედა დამოკიდებულ არიან ყოველნი დღენი და წელნი ცხორებისა ჩემისანი. გმადლობ შენ, ყოვლადმოწყალეო მამაო, რამეთუ ჯერ-იჩინე ჩემთვის განგრძობაი ცხორებისა ჩემისაი კუალად წელიწად ერთ. რამეთუ ცოდვათათვის ჩემთა არა ღირს ვარ ესევითარსა წყალობასა, არამედ შენ ხარ, რომელი გამოაჩინებ ამას ჩემ ზედა გამოუთქმელითა კაცთმოყვარებითა შენითა. განმიგრძნე მოწყალებანი შენნი მე, ცოდვილსა, განმიგრძე ცხორებაი ჩემი სათნოებათა შინა, სიყუარულსა, სიმრთელესა, სიმშვიდესა შინა ერთხმობითა და ერთსულობითა ყოველთა თანა ნათესავთა ჩემთა და ყოველთა მოყუასთა. მომიბოძე მე უხუებაი ქვეყნიერთა ნაყოფთაი და ყოველი, რაიცა კეთილად სახმარ არს ჩემთვის. უფროისად განწმიდე სვინიდისი ჩემი და განმამტკიცე მე გზასა ზედა ცხოვნებისასა, რაითა მეცა, დადგრომილი მას ზედა, შემდგომად მრავალჟამიერისა ცხორებისა ჩემისა გარდავიცვალო საუკუნოდ ცხორებად და ღირს ვიქმნე დამკვიდრებასა ზეციერისა შენისა სასუფეველისასა. შენ, უფალო, აკურთხე დასაბამი წელიწადისა ამის ჩემისაი და ყოველნი დღენი ცხორებისა ჩემისანი. ამინ.
ბეჭდვა
1კ1