გალობანი წმიდისა ანგელოსისა მიმართ, მცველისა სულთა და ხორცთა ჩვენთასა
გალობანი წმიდისა ანგელოსისა მიმართ, მცველისა სულთა და ხორცთა ჩვენთასა
ხმა 8
გალობა 1
ძლისპირი: უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თვისი ზღვასა მას მეწამულსა. მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, შემიწყალე მე.

გალობად და ქებად, მაცხოვარო ჩემო, მონა ესე შენი ღირსად გამომაჩინე უხორცოსა მის ანგელოზისა, წინამძღვარისა და მცველისა ჩემისა.

წმიდაო ანგელოსო ღვთისაო, მცველო ჩემო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის.

შემიწყალე მე, რამეთუ მხოლო უდებებით და უგულისხმოებით მდებარე ვარ, წინამძღვარო ჩემო, მცველო ანგელოსო, ნუ დამიტევებ მე წარწყმედილსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გონებაი ჩემი წარმართე ვედრებითა შენითა, ყოფად ბრძანებათა ღვთისათა, რათა მივემთხვიო მისგან მოტევებასა ცოდვათასა, და მოძულებად ძვირთა წარმიძეღუ, გევედრები შენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ევედრე, ქალწულო, ჩემ, მონისა შენისათვის, სახიერსა ღმერთსა, მცველისა მის ჩემისა თანა და მიძღოდე მე ყოფად მცნებათა ძისა შენისათა.


გალობა 3
ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთა, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთა, და გადიდებს სული ჩემი.

წმიდაო ანგელოსო.

ყოველი გონებაი ჩემი და სული შენდამი დამიძს, მცველო ჩემო ანგელოსო, და ყოვლისაგან განსაცდელისა მტერთასა განვერები.

წმიდაო ანგელოსო.

მაჭირვებს მე მტერი და მსწავლის მარადის ყოფად თვისისა ნებისა, არამედ შენ, წინამძღვარო ჩემო, ნუ დამიტევებ მე წარწყმედილსა.

დიდება.

ღირს-მყავ მე შესხმად ქებისა ღვთისა და შენ, მცველისა ჩემისა ანგელოსისა; და გამომიხსენ მე მტერთაგან, ჭირვეული ესე.

აწ და.

განჰკურნე, ყოვლადწმიდაო, ფრიად სნეული ესე სული ჩემი და სულიერნი იგი მტერნი ჩემნი იოტენ, რომელნი ეგე მარადის მბრძვანან.


წარდგომა, ხმა 2
სულიერითა მით სურვილითა გიგალობ შენ, მცველო სულისა ჩემისაო წმიდაო ანგელოსო: დამიცევ და დამიფარე საფრთხეთაგან ბოროტთა, და ცხოვრებისა მიმართ წარმართებად გულისხმა-მიყავ, და განმწმიდე და განმაძლიერე მე.

დიდება, აწ და.

ღვთისმშობელო სძალო, ყოვლადუთესლოდ მშობელო ყოველთა მეუფისაო, მას ევედრე ანგელოსისა ჩემისა მცველისა თანა, რათა გამომიხსნეს მე ყოვლისაგანვე უგულისხმოებისა და მოსცეს ლმობიერებაი და ნათელი სულსა ჩემსა, და მოტევებაი მომმადლოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ მსწრაფლშემწე.


გალობა 4
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღვთაება შენი.

წმიდაო ანგელოსო.

ევედრე კაცთმოყვარესა ღმერთსა, მცველო ჩემო, და ნუ დამიტევებ, არამედ ცხოვრებაი ჩემი მშვიდობით დაიცევ და მომეც მე ცხოვრება უძლეველი.

წმიდაო ანგელოსო.

შემწედ და მცველად ცხოვრებისა მომიგიე შენ ღვთისა მიერ, ანგელოსო, და გევედრები შენ, წმიდაო, ყოველთა ჭირთაგან თავისუფალ-მყავ.

დიდება.

მწიკულევანება ესე ჩემი სიწმიდითა შენითა წმიდა-ჰყავ, მცველო ჩემო, რათა ნაწილსა მარცხენასა განვერე მე ვედრებითა შენითა.

აწ და.

უმეცარ ვიქმენ მე ფრიად გარემოდგომილთა ძვირთაგან, ყოვლადწმიდაო ქალწულო, არამედ მსწრაფლ მიხსენ, რამეთუ შენდა მხოლოსა მოვივლტი.


გალობა 5
ძლისპირი: აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გვაცხოვნენ ჩვენ, ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხვა ღმერთი არა ვიცით.

წმიდაო ანგელოსო.

გაქვს შენ კადნიერება ღვთისა მიმართ, მცველო ჩემო წმიდაო, და ევედრე მას, რათა მიხსნეს ჭირთაგან და მაცხოვნოს მე.

წმიდაო ანგელოსო.

ნათელო ნათლისაო, ნათლად გამოაბრწყინვე სული ჩემი, წინამძღვარო და მცველო ჩემო, ღვთისა მიერ მოცემულო.

დიდება.

ძილსაცა შინა დამიცევ მე, ანგელოსო ღვთისაო, ვითარცა რა მღვიძარე, და აღმადგინე ვედრებად შენდა.

აწ და.

მარიამ ღვთისმშობელო, სასოო მორწმუნეთაო, მტერთა სილაღე დაამხვე და შემსხმელნი შენნი მხიარულ-ჰყვენ.


გალობა 6
ძლისპირი: მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსელად, ღმერთო, მეოხებითა მოწამეთათა.

წმიდაო ანგელოსო.

ყოველთავე განსაცდელთა მიერ განმათავისუფლე მე და ზრუნვისაგან მიხსენ, გევედრები შენ, წმიდაო ანგელოსო, და დამამტკიცე გონიერებასა ზედა კეთილსა.

წმიდაო ანგელოსო.

წმიდა-ჰყავ გონებაი ჩემი, ნეტარო, და განმანათლე მე, გევედრები შენ, წმიდაო ანგელოსო, და ცნობა ჩემი ყოვლადვე უმჯობესისა მიმართ წარმართე.

დიდება.

განარინე გული ჩემი ბოროტთაგან აღძვრათა გულის-თქმისათა და მღვიძარებად განმაძლიერე მე კეთილთა შინა, მცველო ჩემო, და მიმიძეღუ მყუდროსა ცხოვრებისა მიმართ.

აწ და.

სიტყვა ღვთისა დაემკვიდრა შენ შორის, ღვთისმშობელო დედოფალო, და გიჩინა შენ კაცთათვის ზეცისა კიბედ, რამეთუ შენ მიერ გარდამოხდა მაღლით ჩვენდა მომართ.


კონდაკი, ხმა 4
გამომიცხადე მე მოწყალებაი შენი, წმიდაო ანგელოსო ღვთისაო, მცველო ჩემო, და ნუ განმეშორები მე, მწიკულევანსა ამას. არამედ განმანათლე მე ნათლითა მიუახლებელითა და მყავ ღირს ზეცისა სასუფეველისა.


იკოსი
შეურაცხი ესე სული ჩემი მრავლითა მით ცთუნებითა, წმიდაო წინამდგომელო, ღირს-ჰყავ გამოუთქმელისა მის ზეცისა დიდებისა, გალობად გუნდსა თანა უხორცოთა ძალთასა, და შემიწყალე მე, და დამიცევ გონებითა მით კეთილითა, და სული ჩემი განანათლე, ანგელოსო ჩემო, რათა დიდებითა მით შენითა განვმდიდრდე, და უკუნ-აქციე მტერი იგი, რომელი აზმნობს ჩემდა მომართ ძვირსა და ღირს-მყავ მე ზეცისა სუფევასა.


გალობა 7
ძლისპირი: ყრმათა ღვთისმსახურთა ბაბილონს შინა არა მსახურეს ხატსა ოქროისასა და მით სახმილსა შეითხივნეს და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.

წმიდაო ანგელოსო.

მოწყალე მექმენ და ევედრე უფალსა, ღვთისა ანგელოსო ჩემო, რამეთუ მაქუ შენ ყოველთა ცხოვრებასა ჩემსა წინამძღვრად და მცველად, ღვთისა მიერ მოცემულო ჩემდა უკუნისამდე.

წმიდაო ანგელოსო.

ნუ დაუტეობ გზასა შინა სლვად სულსა ჩემსა უბადრუკსა, რათა არა მოიკლას ავაზაკთა მიერ, წმიდაო ანგელოსო, რამეთუ შენ მოცემულ ხარ ღვთისა მიერ მცველად, არამედ წარუძეღუ მას გზასა სინანულისასა.

დიდება.

ყოვლითურთ ისწრაფვის სული ჩემი სირცხვილეული მიყვანებად ბოროტთა ზედა გონებისა ჩემისა; არამედ უსწრვე, წინამძღვარო ჩემო, და მომეც კურნებაი და გონებაი კეთილი, რათა მივიდრიკო ყოვლადვე სიმართლისა მას გზასა.

აწ და.

სიბრძნით აღავსე ყოველივე და ძლიერებითა ღვთაებისათა, გვამოვანისა მაღლისა სიბრძნეო, გულისხმის-ყოფით ღვთისმშობლისა მიერ სარწმუნოებით ვხმობთ: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.


გალობა 8
ძლისპირი: მეუფესა ცათასა, რომელსა მსახურებენ გუნდნი ანგელოსთანი, უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო ანგელოსო.

ღვთისა მიერ მოვლინებულო ყოვლდასახიერო ანგელოსო, დაამტკიცე ცხოვრებაი ჩემი, მონისა შენისა, და ნუ დამიტევებ მე უკუნისამდე.

წმიდაო ანგელოსო.

ანგელოსო სახიერო, სულისა ჩემისა წინამძღვარო და მცველო, ყოვლადსანატრელო, გიგალობთ შენ უკუნისამდე.

დიდება.

მეყავ მე მფარველ დღესა მას განკითხვისასა ყოველთა კაცთასა, რომელსა შინა ცეცხლითა გამოიცდებიან საქმენი კეთილნი და ბოროტნი.

აწ და.

მეყავ მე შემწე მყუდრო, ღვთისმშობელო, მარადის ქალწულო, მონასა შენსა და ნუ მყოფ დაკლებულ სასუფეველისაგან.


გალობა 9
ძლისპირი: ჭეშმარიტად ღვთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიხსნენით, ქალწულო უბიწოო, და გუნდსა თანა უხორცოთასა შენ დაუცხრომელად გადიდებით.

უფალო იესო ქრისტე.

იესო, შემიწყალე მე, მხოლოო მაცხოვარო ჩემო, და მართალთა მათ კრებულისა თანა ღირს-მყავ მე თანა-ზიარებად, რათა გადიდებდე.

წმიდაო ანგელსო.

გონებითა ჩემითა მარადის-ყოფაი კეთილისა მის და სარგებელისა მომანიჭე, წმიდაო ანგელოსო, და უძლურებასა შინა ძლიერად გამომაჩინე და უბიწოდ.

დიდება.

რამეთუ გაქვს კადნიერებაი მეუფისა მიმართ ზეცათასა, მას ევედრე, სხვათა მათ უხორცოთა თანა, შეწევნად ჩემდა უბადრუკისა.

აწ და.

დიდი კადნიერება გაქვს შენგან შობილისა მიმართ, ქალწულო, მე, შეკრული ცოდვითა, განმხსენ და მომეც შეწევნაი შენი, რათა გიგალობდე.


ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი
წმიდაო ანგელოსო, უბადრუკისა სულისა ჩემისა და ვნებულისა ცხოვრებისა ჩემისა შემწეო, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუმცა განმეშორები მე უძღებებისა ჩემისათვის, ნუ აცლი ბოროტსა ეშმაკსა, რათა დამიპყრას მე მოძულეობითა მოკვდავისა ამის ხორცისათა. განაძლიერე საწყალობელი და უძლური სული ჩემი და მასწავე მე გზაი ცხოვრებისა. ჰოი, ანგელოსო წმიდაო, მომეც მე სინანული პეტრესი, ცრემლნი მაგდალინელისაი, აღსარებაი ავაზაკისა მის ჯვარცმულისა, მომიტევენ ცოდვანი ჩემნი აქამომდე ქმნილნი. ჰოი, წმიდაო ანგელოსო ღვთისაო, მცველო და მფარველო უნდოისა სულისა და ხორცისა ჩემისაო, მომიტევე მე ყოველივე, რაოდენთა მიერ განგარისხე და მწუხარე-გყავ ყოველთა დღეთა ცოხვრებისა ჩემისათა. და უკეთუ რაიმე შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა, დამიფარე აწინდელსა ამა ღამესა და მიხსენ მე ყოვლისაგან განსაცდელისა წინააღმდგომისა, რათა არცა ერთითა რაითამე ცოდვითა განვარისხო ღმერთი, და ევედრე ჩემთვის უფალსა, რათა განმამტკიცოს მე შიშსა შინა თვისსა და გამომაჩინოს მე მონად ღირსად მადლისა მისისა. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
07.10.2022
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler