სადიდებელ-სავედრებელი
სადიდებელ-სავედრებელი
არსების ხატისა
არსების ხატო უცვალებელო, შეუძვრელო ბეჭედო, უვნებელო, ძეო სიბრძნეო და სიტყვაო, მკლავო მარჯვენეო და ძალო მაღლისაო, შენ თაყვანის-გცემთ მამისა და სულისა თანა.

ღვთისმშობელისა
ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ, რომელ უმაღლეს ხარ ქერუბიმთა და უდიდებულეს უზესთაეს სერაბიმთა, რომელმან იტვირთე სიტყვა ღვთისა ხორცითა, ვითარცა ღვთისმშობელ ხარ, გალობით გადიდებთ.

ჯვარისა
ჯვარსა წმიდასა პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოსნი და ძალნი ზეცათანი, ჩვენცა მათ თანა თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ და ვითხოვთ მისგან ხსნასა ყოველთა ვნებათაგან.

მთავარანგელოსთა
ზეცისა ძალთა ერის მთავარნო, საფარველითა ფრთეთა თქვენთათა შემზღუდენ მვედრებელნი ესე თქვენნი და განსვლასა ამის სულისა ჩვენისა მიხსნენით ბნელთა ჰაერის მცველთა ხელისაგან.

სვეტისა ცხოველისა
სვეტო ღვთივ-აღმართებულო, თაყვანის-გცემთ, კვართო საუფლოო და მირონო წმიდაო, ჯვარო ქრისტეს ღვთისაო, რათა მოსცე ძლევა მეუფესა ჩვენსა, შენ მიერ ცხებით გვირგვინოსანსა.

იოანე ნათლისმცემელისა
ყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ გვეყავ მოსავთა შენთა.

იოანე მახარებელისა
ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯვარისა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი, ღვთისმეტყველო იოანე, მეოხ გვეყავ ჩვენ.

მოციქულთა
თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ, მნათობნი ყოვლისა სოფლისანი: პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღვარი წარმართთა, რათა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.

ანდრია მოციქულისა
ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმიდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყვანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

ნინოსი
უნათლისმცემლე ცხოვართა განბნეულთა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, შეჰკრიბე და მიჰგვარე ქართველნი ღმერთსა მართალსა, დედაო წმიდაო ნინო, ევედრე შვილთა შენთათვის ქრისტესა ღმერთსა.

ნიკოლოზისა
მირონ ქალაქისა ბრწყინვალებაო, ლუკიისა შემამკობელო, გლახაკთა სიმდიდრეო, უბრალოთა სიკვდილისა დამხსნელო, დიდო მღვდელმოძღვარო ნიკოლოზ, მეოხ გვეყავ ჩვენ.

ბასილი დიდისა
ყოველთა სენთა საკურნებელად, შეცოდებულთა სულთა გამომხსნელად გამოსჩნდი, ყოვლად სანატრელო ბასილი, საღვთოისა მღვდელობისა საუნჯეო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

იოანე ოქროპირისა
ხმატკბილად მხმობარეო ორღანო, ოქროისა ნესტო, მდინარეო საღმრთოთა სწავლათაო, მვედრებელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევებაი, იოანე ოქროპირო, მეოხ გვეყავ წინაშე სამებისა.

სვიმეონ მიმრქმელისა
სვიმეონ მოხუცებული ვადიდოთ, რომელმან ახარა ადამს გამოხსნა ბნელისაგან და აღმოყვანებაი კვალად მუნვე სამოთხედ, და ჩვენ, მგალობელთა მისთა, მოგვმადლოს ცოდვათა მოტევება.

იოანე ზედაზნელისა
ჰკამკამებ უდაბნოსა, მნათობ ქართველთა უმეტეს მზის თვალისა, მამაო მამათაო იოანე; მეოხ იქმენ მათთვის, რომელნი პატივს სცემენ დღესასწაულსა შენსა და განათლდებიან.

შიო მღვიმელისა
მღვიმე _ ფრთედ, მიწა მკვეთ ეთერისა ჰქმენ, მთხრებლი _ კიბედ კამარათა ცისათა, ზეშთა ზენასა მყის ამაღლდი სუფევად, მამაო შიო ასურო, სურის ქართველთა შენდა, და მოივლტიან სამარხოდ შენდა, მეოხ გვეყავ ჩვენ.

დავით გარეჯელისა
საზრდელითა პირუტყველითა იზრდებოდი სიბრძნითა და ცხოვრებითა ანგელოზებრ სცხოვრებდი, სანატრელო გარეჯელო დავით; დასცნენ მტერნი ჩვენნი, ვითარცა ვეშაპი იგი.

გრიგოლი ღვთისმეტყველისა
იშვებნ ერნი და განცხრების ეკლესია და იხარებს წმინდა ბრძენთა კრებული, ღვთისა სიტყვისა საუნჯეო გრიგოლი, მეოხ გვეყავ პატივისმცემელთა შენთა.

გიორგისი
ნათელ-ჰყავ შვიდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ, დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი; ამისთვის გევედრებით, გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა.

დიმიტრისი
სამგზის სანატრელო, გვირგვინო მოწამეთაო, დიმიტრი ღმერთშემოსილო, მოგვიხსენე წინაშე სამებისა ქებით მადიდებელნი შენნი და გვითხოვე ქრისტესგან დიდი წყალობა.

ევსტათი მცხეთელისა
ნათლითა ელვარითა შემკულო, მხნეო მხედარო ქრისტესო, მოწამეთა მთავარო ევსტათი, ძით და მეუღლით შენით მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა პატივისმცემელთა შენთა.

თეოდორე ტირონისა
იშვებს ტირონი და განსცხრების ღვაწლითა შენთა სიმრავლესა, მხნეო თეოდორე ღირსო, აღმოდის კურნება სასწაულთა შენთა და ჩვენ, მგალობელთა შენთა, გვითხოვე ქრისტესგან დიდი წყალობა.

პირველმოწამე სტეფანესი
ბრწყინვალეო და დიდო სამკაულო მოწამეთაო, უძლეველო, საჩინოო მნათობო, ახოვნად მოთმინეო სტეფანე სანატრელო, ქრისტეს მხედარო, მეოხ გვეყავ ჩვენ ცოდვილთა.

კოზმა და დამიანესი
სამ სახეობის მსახველნო წმიდისა სამებისანო, ხორციელად ერთხელ საზოგადოდ განცდილნო უვერცხლონო კოზმან და დამიანე, მეოხ გვეყვენით წინაშე ღვთისა.

საბასი
მთიებო ყოვლადბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთა მფარველო და შესავედრებელო მოსავთა და მგალობელთა შენთაო, ნეტარო საბა, დაგვიფარენ განსაცდელთაგან.

სვიმეონ მესუეტისა
მსგავს იქმენ მაცხოვრისა, სვიმეონ, ხელაპყრობით მდგომარე სუეტსა ზედა, ნიშთა და სასწაულთა აღსრულებითა, ჩვენ ყოველთა მოგვმადლე წყალობა შენი, რათა ოხითა შენითა მოვიპოვოთ შენდობა ცოდვათა.

ექვთიმე დიდისა
მადლი ჰპოვა დღეს სოფელმა შობითა შენითა, დიდო სანატრელო ექვთიმე, სულისა წმიდისა ებანო, მამაო მართალთაო, მეოხ გვეყავ ჩვენ ცოდვილთა.

თეკლესი
ჭურო რჩეულო, ჭურისა მისგან რჩეულისა სიწმიდით მდიდრად აღვსებულო, ქალწულთა გვირგვინო, პირველ მოწამეთა შორის დიდებულო თეკლე, მეოხ გვეყავ ჩვენ ცოდვილთა.

ბარბარესი
ქალწულებითა განმშვენებულო, წამებითა გაბრწყინებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, მოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩვენ ცოდვილთა.

მარინესი
ბრწყინვალედ განაშვენე ლამპარი შენი სისხლისა ზეთითა, ბრძენთა მათ თანა ქალწულთა სიძისა მომლოდნელთა, ქალწულთა შორის დიდებულო მოწამეო მარინე, მეოხ გვეყავ ჩვენ.

ქეთევან დედოფლისა
დიდებულებაი საწუთოისა მოიძულე, დედოფალსა ცათა და ქვეყანისასა ეზიარე, დედოფალო ქეთევან, ხორცნი მოიწვენ სიძისა შენისა ქრისტესთვის; მას ევედრე ჩვენ მონათა შენთა ქართველთათვის.

მოსე წინასწარმეტყველისა
მართალო, მშვიდო და გონებაწრფელო, უღვთოთა ძლიერად დამნთქმელო, ურწყულთა მომრწყველო და ღვთისმხილველო, სჯულისა მომცემელო, წინასწარმეტყველთა დასაბამო მოსე, მეოხ გვეყავ ჩვენ.

ელია წინასწარმეტყველისა
წინასწარმეტყველო დიდო და პატიოსანო, რომელმან ლოცვითა შენითა განხმენ ცვარნი წვიმისანი და დასცენ მტერნი წინააღმდგომნი, ელია დიდად სახელოვანო, მეოხ გვეყავ ჩვენ.

დავით წინასწარმეტყველისა
უცხოისა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო, მშვიდო, მგალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მადლობისა ღირს-ქმნილო, მეოხ გვეყავ ჩვენ წინაშე ღვთისა, წინასწარმეტყველო და მეფეო.

ყოველთა წმიდათა
მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, მღვდელთმოძღვარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, მამათმთავარნო და ქალწულნო და ყოველნო წმიდანო ღვთისანო, მეოხ გვეყვენით წინაშე ღვთისა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
07.10.2022
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler