ლოცვა სინანულისა
ლოცვა სინანულისა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
"წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, უხილავო და მიუწვდომელო, უძლეველო სიყვარულო და სასოებაო ჩვენო, - დიდება შენდა.

ძეო ღვთისაო, უფალო იესო ქრისტე, თანაარსო და თანასწორო მამისაო, სიტყვაო მამისაგან მხოლოდშობილო, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ჯვარცმულო, მკვდრეთით აღმდგარო და ამაღლებულო, სიმართლით განმსჯელო ჩვენო და მონანულთა შემწყნარებელო, - დიდება შენდა.

სულო წმიდაო უფალო, მამისაგან გამომავალო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, უძლურთა მკურნალო და ნაკლულევანთა აღმავსებელო, - დიდება შენდა.

ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, ერთღვთაებობით თაყვანცემულო არსთა განმრიგეო, - დიდება შენდა.

ღმერთო ძლიერო, რომელსა გაქვს ხელმწიფება ცოდვათა მიტევებისა, შეგივრდებით უხმარნი მონანი და მხევალნი შენნი, შვილნი საქართველოისანი, და გევედრებით, მოგვანიჭე განცდაი ცოდვათა ჩვენთა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, წინაშე შენსა მოვიდრეკთ მუხლთა სულისა და ხორცთა ჩვენსათა და აღვიარებთ უსჯულოებათა ჩვენთა და გთხოვთ, მოწყალებითა შენითა შეგვინდე ჩვენ და ჩვენთა წინაპართა ცოდვანი ჩვენნი.

მრევლი - უფალო, შეგვიწყალენ, უფალო, შეგვიწყალენ, უფალო, შეგვიწყალენ.

მოგვიტევე პირველი და უმძიმესი ცოდვა ადამისა - ამპარტავნება. ქედმაღალნი ვიყავით და ვართ ვითარცა ცარიელი თავთავნი პურისანი და მარად ვივიწყებთ სწავლებას ბრძენი სოლომონისა: "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცემს მადლს" (იგავნი 29.23).

მრევლი - ვცოდე, უფალო.

ღმერთო, შეგვინდე და გვაპატიე შენგან განდგომა, ტაძრებისა და მონასტრების ნგრევა, ეკლესიების შეურაცხყოფა და მის მსახურთა დევნა, მართლმადიდებლური სარწმუნოების უარყოფა, უიმედობა, ულოცველობა, აღსარებისა და ზიარების გარეშე ცხოვრება, მკითხავთა დაჯერება, ოთხშაბათ-პარასკევის და სხვა მარხვათა დარღვევა, შაბათ-კვირას და დღესასწაულზე წირვა-ლოცვაზე დაუსწრებლობა, ამაო ცხოვრებით ტკბობა.

მრევლი - შემინდე, უფალო.

გვაპატიე, ღმერთო, უღირსი მსახურება ქვეყნისა, სამშობლოს ღალატი და ორგულობა, კაცთა კვლა, ძმათა სისხლის ღვრა, უზნეო ცხოვრების წესი და შვილთა არასწორი აღზრდა.

მრევლი - ვცოდე, უფალო.

ვცოდეთ, უფალო, მშობლების მიმართ უპატივცემულობით, შეურაცხყოფითა და გულგრილობით და დავივიწყეთ გაფრთხილება ესე შენი: წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი. ვცოდეთ უფროსების დამცირებით, დაუფასებლობითა და განკითხვით, გარდაცვლილთათვის ლოცვის დაკლებით, მათთა ნაშრომთა და ნაღვაწთა დაუცველობითა და დაუფასებლობით, საფლავთა მოუვლელობით.

მრევლი - შემინდე, უფალო.

დიდად გცოდეთ, უფალო, მრუშებით, მეუღლისა და ოჯახის ღალატით, მეძავობით, ბილწებით, თვითმკვლელობაზე ფიქრით, ვცოდეთ არაწმიდა ზრახვებით, ცილისწამებით, შურით, მეგობართა მიმართ ღალატით, სიძულვილით, სიტყვის გატეხით, შფოთით, მრისხანებით, შურისძიებით, სხვისი ქონების მიტაცებით, სიხარბით, ქურდობით, ძალადობით, კაცთმოთნეობითა და მომხვეჭელობით.

მრევლი - ვცოდე, უფალო.

შეგვინდე, უფალო, ლოთობა, ნარკომანია, ბილწსიტყვაობა, მტრობა და ღვარძლი, სხვისი განკითხვა, ეგოიზმი, გემოთმოყვარეობა, განდიდების სურვილი, ქონების და ფულის ფლანგვა, გაჭირვებულთა დაუხმარებლობა, წყევლა, უქმმეტყველება და დაზარება.

მრევლი - შემინდე, უფალო.

ჩვენცა, უფალო, შენთა მდაბალთა მსახურთა, სასულიერო პირთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, შეგვინდე უღირსად მსახურებაი შენი. დაცემულნი აღგვადგინე, შეგვეწიე და გვაცხოვნე ჩვენ. ვცოდე, უფალო. ჰოი, უფალო, მუხლმოდრეკილნი გევედრებით ჩვენთა წინაპართა და ყოველთა ქართველთა სახელით, მკვიდრთა საქართველოისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფთა ჩვენთა თანამემამულეთა სახელით, და შეგთხოვთ, მოიხილე ჩვენზედა დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცენ უსჯულოებანი ჩვენნი, რათა აღსრულდეს ნათქვამი შენი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვანი, თოვლივით განვასპეტაკო, ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით ვაქციო, ნისლივით წარვხოცავ უსჯულოებათა შენთა და ღრუბელივით ცოდვათა შენთა (ისაია 1,18,44,22). მაშ, შეახე ყოვლადწმიდა ხელი შენი სულსა და ხორცსა, გულსა და გონებასა ჩვენსა და განგვწმინდენ ჩვენ.

მრევლი - უფალო, შეგვიწყალენ, უფალო, შეგვიწყალენ, უფალო, შეგვიწყალენ.

შეჭირვებულნი გევედრებით, აღადგინე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, დალოცე მამული ჩვენი და ყოველი მკვიდრი მიწისა ამის, მტერნი და მბრძოლნი ჩვენნი მოყვარედ მოაქციე, მოგვეც, მოწყალეო შეუორგულებელი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მშვიდობა, სიბრძნე, თავმდაბლობა, სიხარული, გული გონიერი, უნარი ცოდვათა მიტევებისა, უნარი კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, შთაგვაცვი სამოსელი სპეტაკი ნათლისღებისა, შეგვაერთე სიყვარულითა და ერთსულოვნებითა, რათა ვიყოთ ერთ სამწყსო და შენ იყო მწყემსი ჩვენი კეთილი.

მრევლი - უფალო, შეგვიწყალენ, უფალო, შეგვიწყალენ, უფალო, შეგვიწყალენ.

უფალო ჩვენო, გულთამხილველო, ისმინე და შეიწირე აღსარება ჩვენი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა და გვაცხოვნენ ჩვენ სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ".
ბეჭდვაელფოსტა
27.02. 2017
ვიქტორია
ამინ.
სხვა სიახლეები
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
07.10.2022
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler