წმინდა გრიგოლ ხანცთელის ლოცვა
წმინდა გრიგოლ ხანცთელის ლოცვა
"ჟამსა ამას უცხოებისა და უპოვარებისა ჩუენისასა, ქრისტე, არა შემეშინოს ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩუენ თანა ხარ განმმზადებული ჩუენთჳს ადგილსა ამას კეთილსა განსასუენებელსა ნებისა შენისასა, რომელსა შინა მარადის ვედრებასა შევსწირავთ მოსალოდებელისა მისთჳს დღისა დიდებით მეორედ მოსლვისა შენისასა, ღმერთო! რაჟამს იგი საშინელებათა ზარი და საყჳრისა ოხრაჲ შეაძრწუნებდეს დაბადებულთა ყოველთა, რამეთუ უქადაგებდეს ცოდვილთა სატანჯველთა მათ დაუსრულებელთა, ხოლო მართალთა ახარებდეს ცხორებასა დაუსრულებელსა. მაშინ ეტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი ამისთჳს, რამეთუ მიეცემოდიან ყოველნი ბრალეულნი გუემათა და საარებათა, ხოლო მართალნი მათთჳს იგლოვდენ, რამეთუ არს უბიწოთაცა შეძრწუნება ზარი შენი, რომლისაგან მე ვძრწი, რამეთუ განუმზადებელ ვარ არა თუ უმეცრებისა აჩრდილთა შეყენებული, არამედ უდებებისა მედგრობათაგან ძლეული ვჴმობ სულთქუმით. რაჟამს მოიწიოს დაჴსნაჲ გუამთაჲ და მხილებაჲ ცოდვათაჲ და კუალად განახლებაჲ და შეერთებაჲ სულისა და ჴორცთაჲ, რომელთამე ცხორებად საუკუნოდ და რომელთამე სატანჯველად საუკუნოდ, მაშინ ვინაჲ იყოს ჩემდა ჴსნაჲ ბრალთა პატიჟისაგან? რამეთუ არა მომიგიეს მე საქმჱ, რომლითამცა უბრალო ვიპოვე წინაშე საყდართა შენთა ქრისტე, არამედ ვედრებითა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობლისა მარადის ქალწულისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, უფალო მოწყალეო და სახიერო მეუფეო, წყალობა-ყავ და მაცხოვნენ ჩუენ რჩეულთა შენთა თანა, რაჲთა მათ თანავე მიგცემდეთ შენ საუკუნოდ დიდებასა, ამჱნ".
ბეჭდვა
1კ1