ზიარების წინ და შემდეგ სათქმელი ლოცვები
ზიარების წინ და შემდეგ სათქმელი ლოცვები
ზიარების წინ წასაკითხი ლოცვები
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან; მეუფეო, შეგვინდე უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება აწ და.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდება აწ და.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი. უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე; რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ, რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა და ჰსძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან; რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე; მასხურო მე უსუპითა და განვჰსწმიდნე მე; განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობა და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან, მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა; რამეთუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკვერთხი არა გთნდეს, მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მასინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლადდასაწველი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

ხმა, ბ. გალობა, ა. სძლისპირი
მოვედით, ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა ერი თვისი იხსნა ეგვიპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.

გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

პურ ცხოვრებისა საუკუნოისა მექმენინ ხორცი წმიდა შენი, მოწყალეო უფალო, და პატიოსანი სისხლი შენი, და სენთა მრავალფერთა განსაკურნებლად, ვითარცა მოწყალე ხარ:

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

სისხლსა მას შენსა, მეუფეო, ყოვლადპატიოსანსა და ხორცსა შენსა ყოვლადწმიდასა ღირს-მყავ მე არა ღირსი მოღებად ჭამად და სმად სურვილით და სარწმუნოებით, ვითარცა მოწყალე ხარ: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შევიგინე მე საქმითა ბოროტითა საწყალობელი, და უხრწნელისა ხორცისა და საღმრთოისა სისხლისა შენისა, უღირსი ესე კვალად ზიარებასა ღირს-მყავ, ვითარცა მოწყალე ხარ:

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰოი, ქვეყანაო, კეთილო, კურთხეულო სძალო ღმრთისაო, რომელმან უმუშაკოდ გამოიღე თავ-წარსხმული, ცხოვრებად სოფლისა ღირსმყავ მე ჭამად ამისაგან, რათა ვჰსცხონდე და გადიდებდე.

გალობა, გ. სძლისპირი
კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე, და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა, და ახარე სულსა ჩემსა, რათა ხმა-ვჰყო შენდა მომართ მხოლოო რამეთუ არავინ არს წმიდა, შენსა გარეშე ღმრთისა ჩვენისა.

გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ნაკადულნი ცრემლთანი, ქრისტე, მომმადლენ მე ბილწებათა გულისა ჩემისათა განწმედად, რამთუ წმიდითა სინდისითა განათლებული სარწმუნოებით მოვიდე შიშით მეუფეო, ზიარებად საიდუმლოთა შენთა.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა მექმენინ მე უხრწნელი ხორცი შენი, და საღმრთოი სისხლისულისა წმიდისა ზიარებად და ცხოვრებად საუკუნოდ, კაცთ-მოყვარეო, და ვნებათა და ჭირთაგან გამომხსნელ და მაცხოვარ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ღირს-მყვენ ჩვენ უფალო ხორცსა შენსა ზიარებად დაუსჯელად, და სისხლსა შენსა პატიოსანსა-განწმედად სულთა და ხორცთა. და რათა მექმნეს განმანათლებელ გონებისა და ვადიდებდე, ქრისტე, სახიერებათა შენთა:

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

პურისა ცხოვრებისა ტრაპეზო, ყოვლად-წმიდაო, მოწყალებათათვის ზეცით გარდამოსრულისა და ახლისა ცხოვრებისა სოფლისა მომნიჭებელად ღირს-მყავ მეცა აწ უღირსი შიშით ამისსა გემოს ხილვად, რათა ვჰსცხონდე.

გალობა, დ. სძლისპირი
მოხვედ ჩვენდა ქალწულისაგან არა ანგელოსი, არამედ თვით უფალი განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩვენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ დიდებასა ძალსა შენსა:

გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ინებე რა ჩვენთვის ხორცთ-შესხმაი, მრავალ მოწყალეო უფალო, შეიწირე ვითარცა ცხოვარი ცოდვათათვის კაცთასა, ამისთვის ხოლო გევედრები შენ, ჩემთაცა განქარვებად შეცოდებათა:

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

განკურნენ სულისა ჩემისა წყლულებანი, უფალო, და სრულიად განმწმიდე და ღირს-მყავ, მეუფეო, ზიარებად საიდუმლოთა შენთა საღმრთოსა სერობასა უბადრუკი: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვსდგეთ ყოველნი უკუე შიშით და ძრწოლით და მოწიწებით. თვალნი სულისანი ზე გვაქვდნენ, და მაცხოვარისა მიმართ ვხმობდეთ. დაგვამტკიცენ, და გულისხმიერ გვყვნენ ჩვენ, ღმერთო მოწყალეო, შიშსა შენსა:

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა სახიერი ძე შენი, დედოფალო, და დამიცევ მე, შეუგინებელად, და უბიწოდ მონა შენი, და უვნებელად, რათა შევიწყნარო გონიერი მარგარიტი და წმიდა ვიქმნე.

გალობა, ე. სძლისპირი
ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელსა მცნებათა შენთასა დამამტკიცენ ჩვენ, რამეთუ ჩვენ, შენსა გარეშე, სახიერ, სხვა ღმერთი არა ვიცით:

გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

ვითარცა სთქუ პირველად, ქრისტე, იქმენ აწ ჩემთანა, მდაბლისა ამის მონისა შენისა, და ჩემთანა დაადგერ, ვითარცა აღმითქუ; რამეთუ, აჰა ესერა ვსჭამ ხორცსა შენსა საღმრთოსა, და ვსვამ სისხლსა შენსა:

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან, სიტყვაო ღმრთისაო და ღმერთო, ნაკვერცხალ მექმენინ მე წმიდა ხორცი შენი განმანათლებელ ჩემ დაბნელებულისა ამის, და განმწმედელ მწიკვლევანებასა სულისა ჩემისასა სისხლი შენი:

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შემწიკვლებული სული და ბაგენი მქონან არა წმიდანი. და აწ ვერ ძალმიძს მიახლებად შენდა ქრისტე, და მოღებად ხორცსა შენსა. არამედ შენ გამომაჩინე ღირსად:

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარიამ, დედაო ღმრთისაო, სუნნელებისა შვენიერო სამკვიდრებელო, ლოცვითა შენითა ჭურად რჩეულად გამომაჩინე, რათა ზიარ ვიქმნე სიწმიდეთა საღმრთოსა ძისა შენისათა.

გალობა, ვ. სძლისპირი
ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე, და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვილტვი, აღმომიყვანე სახიერ, დანთქმისაგან ღმერთო ჩემო, გევედრები:

გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

გონება, სული და გული წმიდა ჰყვენ, მაცხოვარ, და ხორცნიცა ჩემნი, და ღირს-მყავ, მეუფეო, დაუსჯელად მიახლებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

რათა უცხო ვიქმნე ვნებათაგან შენითა მადლითა, და ღირს-ვიქმნე ქონებად, მოგებად გონებისა სიმტკიცესა, ზიარებისათვის წმიდათა შენთა საიდუმლოთა:

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შიშით და ძრწოლით მივეახლნეთ ყოველნი საღმრთოთა საიდუმლოთა მეუფისათა, და წმიდა ხორცი მისი მოვიღოთ, წმიდა და ყოვლად პატიოსანი სისხლი მისი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმერთო და სიტყვაო ღმრთისაო, წმიდა-მყავ მე სრულიად აწ მომავალი საღმრთოთა მიმართ შენთა საიდუმლოთა, წმდისა დედისა შენისა ვედრებითა.

კონდაკი, ხმა, ბ. ზენათა ძიებითა
საღმრთოსა ხორცისა და სისხლისა მოღება, ქრისტე, განსაწმედელ მექმენინ ნუ დასასჯელ ამით ზიარება, და ნუ თანა-მდებ, არამედ განსაწმედელ შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ზიარებად ცხოვრებისა საუკუნოისა და უკვდავებისა.

გალობა, ზ. სძლისპირი
ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხყვეს მძლავრისა მის, და შეითხივნეს სახმილსა მას, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო:

გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

წყარო სახიერებისა არს ზიარება, ქრისტე, უკვდავთა შენთა საიდუმლოთა, აწ უკვე მექმენინ მე წყარო სახიერებისა, ნათელ უვნებელობისა, და სათნოებისა მიმართ უწმიდესობა, და წარმართებისა და აღმატებისა მონიჭება, მხოლოო სახიერო, რათა გადიდებდე.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

რათა განვერნეთ ვნებათაგან მტერისათა, იწროებათა და ყოველთაგან სალმობათა შიშით, სიყვარულით და სურვილით, კაცთმოყვარე, მოვივლტვი აწ, შენისა მიმართ უკვდავისა და საღმრთოისა საიდუმლოისა და გიგალობ შენ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სულო ჩემო უბადრუკო, სულო ვნებულო, შეძრწუნდი მხედველი საიდუმლოსა დიდებულსა. სულთქმით ცრემლეოდე მკერდსა ცემით, ხმობდი და იტყოდი-ღმერთო განმწმიდე მე ვითარცა მეძავი ცოდვათა ჩემთაგან ღმერთო მამათა ჩვენთაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მაცხოვარი, ქრისტე, ჰშევ ზესთა ცნობისა, ღვთივ-მიმადლებულო, გევედრები შენ წმიდასა, ლმობიერად მონა შენი არაწმიდა, მნებებელი აწ, ყოვლადწმიდათა მიმართ საიდუმლოთა მიახლებად, განმწმიდე მე, ყოვლისაგან შეგინებისა, ხორცთა და სულისა.

გალობა, ც. სძლისპირი
სახმილად გარდამოსულსა ყრმათა ებრაელთათვის ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცვარად შესცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, და ამაღლებდით მას უკუნისამდე:

გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

წმიდისა ზეციერისა და შესაძრწუნებელისა საიდუმლოისა, და საღმრთოისა სერობისა საიდუმლოდ ზიარებასა ღირს-მყავ აწ სასოწარკვეთილი ესე, ქრისტე ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

მოწყალებისა შენისა მომართ მოვივლტი, სახიერ, და ვხმობ შიშით, ჩემთანა ეგე, მაცხოვარ, და მე შენთანა ვითარცა ვსთქუ, რათა ესერა მინდობითა წყალობათა შენთათა ვსჭამ ხორცსა, და ვსვამ სისხლსა შენსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვძრწი შეწყნარებად ცეცხლისა, ნუ უკვე შემწვას ვითარცა ცვილი, და ვითარცა თივა, ჰოი, საშინელი საიდუმლო, ჰოი, მოწყალება ღმრთისა, თუ ვითარ, საღმრთოსა ხორცსა და სისხლსა მე თიხა ესე ვეზიარო და უკვდავ ვიქმნე:

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საღმრთო პური ცხოვრებისა საშოსა შენსა, ღმრთისა დედაო, ჭეშმარიტად შეიცხო, და დაიცვა უვნებელად, უბიწოო. ამისთვისცა, ვითარცა მზრდელსა ჩვენსა გიგალობთ შენ ყოველნი, უკუნისამდე.

გალობა, თ. სძლისპირი
დაუსაბამოსაგან მამისა ძე ღმრთისა გამოსჩნდა ქალწულისაგან, მხსნელად ჩვენდა განხორციელდა. განგვანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რათა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ:

გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.

განიცადეთ და იხილეთ - ქრისტე არს უფალი, რათა ჩვენთვის მსგავს ჩვენდა, ქმნილი მოვიდა, და კვალად მომავალ არს. და ერთ გზის თავი თვისი შესწირა, ვითარცა მსხვერპლი თვისისა მამისა, და მარადის დაიკვლის განწმედად მიმღებელთა მისთა:

ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.

სული ჩემი ხორცთა თანა განსწმიდე, მეუფეო, და განანათლე შენ საღმრთოდ, რათა იქმნას სახლ შენდა, და ზიარ იქმნას საიდუმლოთა შენთა, სიწმიდით ერთ არსად მამისა თანა, და სულისა შენისა თანა მცნობელი, კეთილისმყოფელო და მრავალმოწყალეო:

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ცეცხლი მექმენინ მე, და ვითარცა ნათელი ხორცი შენი, და სისხლი შენი პატიოსანი, მაცხოვარო ჩემო, შემწველ ცოდვათა ნივთსა და დამწველ ეკალსა ვნებათასა, და ყოვლითურთ განმანათლე მე, თაყვანისმცემელი შენისა ღვთაებისა:

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმერთი განხორციელდა წმიდათა სისხლთა შენთაგან, რომლისათვისცა ყოველი ნათესავი გიგალობს შენ, დედუფალო, და სიმრავლე გონიერთა გადიდებს, ვითარცა შენ მიერ ბრწყინვალედ მხილველნი, ყოველთა მეუფისა ბუნებითა კაცთათა.

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან; მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი, სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება აწ და.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ.

ტროპარი დღისა ან დღესასწაულისა. უკეთუ არს ალლილუია (ე. ი. მარხვა), ტროპარნი ესე:

მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ: მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესავთ; ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად; ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, არამედ მოიხილე ჩვენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩვენ სამართლად რისხვისაგან შენისა; რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, და ჩვენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნილნი ხელთა შენთანი ვართ, და სახელი შენი წოდებულ არს ჩვენზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის და მეტანია, რაოდენიცა გენებოს).

ლოცვა
უბიწოო, შეუგინებელო, უხრწნელო, ღმრთისა სძალო დედოფალო, რომელმან დიდებულითა შობითა შენითა კაცნი ღმერთსა შეაერთენ და განგდებული ბუნება ნათესავისა ჩვენისა ზეცისა ძალთა შეაერთე, უსასოქმნილთა სასოებაო, ბრძოლვილთა შემწეო, განმზადებულო ხელისაღმპყრობელო შენდა მოლტოლვილთაო და ყოველთა ქრისტიანეთა შესავედრებელო, ნუ მომიძაგებ მე ცოდვილსა ამას, რომელმან შეკრებითა ბილწებითა გულისთქმათა, ყოვლითურთ სიტყვით და საქმით თავი ჩემი უცხოვყავ, გემოთა და უდებებასა მეცნიერებით დავემონე, არამედ ვითარცა კაცთმოყვარე და დედათა კაცთმოყვარისა ღმრთისა, მოწყალე იქმენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა; შეიწირე შენ მწიკვლევანთაგან ბაგეთა შეწირული ვედრება ჩემი, მხმეველმან ძისა შენისა მიმართ, მეუფისა და უფლისა ჩვენისა, დედობრივისა კადნიერებისამან, შეიწირე, რათა განმიხვნეს მე ნაწლევნი თვისისა სახიერებისა და კაცთმოყვარებისანი, და უგულებელს-ჰყვნეს ჩემნი აურაცხელნი შეცოდებანი. მომაქციე მე სინანულად, და მცნებათა მისთა მუშაკად გამოცდილად გამომაჩინე მე. და მექმენ მე კეთილისმოყვარე, მარადის თანალმობილ მოწყალე, და აწინდელსა ამას ცხოვრებასა მხურვალე ზედამდგომელ და შემწე, წინააღმდგომთა ძალთა მაოტებელ, და ცხოვრებისა მიმართ წარმმართველ, და ჟამსა განსვლისა ჩემისასა შეეწიენ უბადრუკსა სულსა ჩემსა ჩემსა, და ბნელნი იგი პირნი ბოროტთა ეშმაკთანი შორს განიოტენ ჩემგან, ხოლო საშინელსა მას დღესა განკითხვისასა, საუკუნესა სასჯელისაგან მიხსენ, და გამოუთქმელსა მას დიდებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისასა მკვიდრად გამომაჩინე, რომლისა მი-მცა-მთხვეულ ვართ, დედოფალო ღვთისმშობელო, შეწევნითა შენითა და შუამდგომელობითა შენითა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა თანა მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა, ღმერთსა.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.

მოვედით, თავანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

ფსალმუნი ესე 22
უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს. ადგილსა მწვანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კუერთხმან შენმან და არგანმან შენმან-ამათ ნუგეშინისმცეს მე. განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა; განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე, ვითარცა ურწყულმან. წყალობაი შენი, უფალო, თანა-მავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.

ფსალმუნი 23
უფლისაი არს ქვეყანაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა, რამეთუ მან თავადმან ზღვათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განჰმზადა იგი. ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დასდგეს ადგილსა წმიდასა მისსა? უბრალოი ხელითა და წმიდაი გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკვით მოყვასსა თვისსა. ამან მოიღოს კურთხევაი უფლისაგან და წყალობაი ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა. ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა, აღეხვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი. ვინ არს ესე, მეუფე დიდებისაი? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა. აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაი. ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი? უფალი ძალთაი თავადი არს მეუფე დიდებისაი.

ფსალმუნი 115
მრწმენა, მე, რომლისათვისცა ვიტყოდე, ხოლო მე დავმდაბლდი ფრიად. და ვთქუ განკვირვებასა ჩემსა, რამეთუ: ყოველი კაცი ცრუ არს. რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე? სასუმელი ცხოვრებისაი მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო, ლოცვანი ჩემნი უფალსა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთაი. ჰოი, უფალო, მე მონაი შენი, მე მონაი შენი და ძე მხევლისა შენისაი; განჰხეთქენ საკრველნი ჩემნი. შენდა შევწირო მსხვერპლი ქებისაი და სახელსა უფლისასა ვხადო. ლოცვანი ჩემნი უფლისა მივსცნე წინაშე ყოვლისა ერისა მისისა. ეზოთა სახლისა უფლისათა, შორის შენსა, იერუსალემ!

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია 3-გზის. მეტანია 3-გზის, და ტროპარნი ესე:

ტროპარი. ხმა 3
უსჯულოებანი ჩემნი უგულებელსყვენ, უფალო, ქალწულისაგან შობილო, და გული ჩემი განსწმიდე, და ტაძარ მყავ მე უხრწნელისა ხორცისა და სისხლისა შენისა, ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, მხოლოო, რომელსა გაქვს დიდი წყალობა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზიარებად სიწმიდეთა შენთა ვითარ ვიკადრო არა ღირსმან, ხოლო უკეთუ ვიკადრო შენდა წარდგომად ღირსთა თანა, სამოსელი ჩემი მამხილებს, რამეთუ არა არს სერობისა, დასჯილებაი და მხილებაი, და შეგინებაი მრავალმცოდველისა სულისა ჩემისა განსწმიდე, უფალო, და მაცხოვნე მე, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აურაცხელ არიან სიმრავლენი ცოდვათა ჩემთანი, წმიდაო ღვთისმშობელო, შენდა მოვივლტი, ქალწულო უბიწოო, და ვითხოვ წყალობასა. მოხედენ წყლულებასა ზედა სულისა ჩემისასა. ევედრე ძესა შენსა, და ღმერთსა ჩვენსა, მოტევებად ურიცხვთა მათ ბრალთა ჩემთა, მხოლოო კურთხეულო.

ხოლო წმიდასა და დიდსა ხუთშაბათს სთქუ ესე: ხმა 7
რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვერცხლისმოყვარეობისა სენითა დაბნელდებოდა და უსჯულოთა მსაჯულთა, შენ-მართალსა მსაჯულსა მიგცემდა. იხილეთ, ჰოი, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვერცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა. და ივლტოდით უძღებისა მისგან სენისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესე ვითარი იკადრა. არამედ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე კაცთმოყვარე ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.

უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის და მეტანია, რაოდენიცა გენებოს).

და მუხლე ესე:
ოდეს გენებოს ხორცი სამეუფო მიღებად, ჰოი, კაცო, შიშით მიეახლე რათა არა დაიწვა, რამეთუ ცეცხლი არს. და რაჟამს გენებოს შესმად სისხლი საღმრთო და შერთვა მისთანა, დაეგე პირველ მაწუხებელთა შენთა. და ესრეთ სასოებით მივედ ჭამად, საიდუმლოსა მის. უწინარეს საშინელი მსხვერპლის, ცხოველსმყოფელი სამეუფო ხორცის ზიარებისა, ამგვარად ილოცე შიშით და კრძალვით:

ლოცვა წმიდისა დიდისა ბასილისა, 1
მეუფეო, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, წყაროო ცხოვრებისა და უკვდავებისაო, ყოვლისა დაბადებულისა, ხილულისა და უხილავისა შემოქმედისა, დაუსაბამოისა მამისა თანა სამარადისოო, ძეო და თანა დაუსაბამოო, რომელმან მრავლისა სახიერებისათვის, უკანასკნელთა დღეთა, ხორცნი შეიმოსენ, და ჯვარს ეცვი და დაიკალ, ჩვენ უმადლოთა და ძვირის-მოქმედთათვის, და თვისითა სისხლითა განაახლე გახრწნილი ცოდვითა ბუნება ჩვენი. თვით უკვდაო მეუფეო, შეიწირე ჩემ ცოდვილისა სინანული, და მოყავ ყური შენი ჩემდა და ისმინე სიტყვათა ჩემთა, რამეთუ ვსცოდე, უფალო, ვსცოდე ცად მიმართ, და არა ვარ ღირს აღხილვად სიმაღლედ მიმართ დიდებისა შენისა, რამეთუ განვარისხე სახიერებაი შენი, და მცნებათა შენთა გარდავხედ, არცა ვისმინე ბრძანებათა შენთა, არამედ შენ, უფალო, რომელი ძვირ-უხსენებელ ხარ, სულგრძელ და მრავალმოწყალე, არა მიმეც მე წარწყმედად უსჯულოებათა თანა ჩემთა, მარადის მომლოდნემან ჩემისა მოქცევისამან, რამეთუ შენ სთქვი, კაცთმოყვარეო, წინასწარმეტყველისა შენისა მიერ, ვითარმედ ნებსით არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი რამეთუ არა გნებავს, მეუფეო, ხელთა შენთა დაბადებულისა წარწყმედა, და არცა გთნავს წარწყმედა კაცთა, არამედ გნებავს ყოველთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. ამისთვისცა დაღაცათუ არა ღირს ვარ ცასა და ქვეყანასა, და ამასცა საწუთოსა ცხოვრებასა, ყოვლითურთ თავი ჩემი დავამორჩილე ცოდვასა და გემოთა დავემონე, და ხატი შენი უხმარ ვჰყავ, არამედ ვინაითგან ქმნული და დაბადებული შენი ვარ, არა უმეცარ ვარ თვისსა ცხოვრებასა საწყალობელი, არამედ აურაცხელისა მოწყალებისა შენისა მომართ კადნიერად მოვალ; შემიწყნარე უკვე მეცა, კაცთმოყვარეო უფალო, ვითარცა მეძავი, ვითარცა ავაზაკი, ვითარცა მეზვერე და ვითარცა უძღები, და აღიღე ტვირთი მძიმე ცოდვათა ჩემთა, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, და უძლურებანი კაცთანი განჰკურნენ, და მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა შენდა მოუწოდე განსვენებად; რომელი არა მოხვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად, განმწმიდე მე ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და მასწავე მე სრულყოფად სიწმიდითა შიშსა შინა შენსა, რათა წმიდითა მოწამებითა სვინდისისა ჩემისათა, სიწმიდეთა შენთა ნაწილსა შემწყნარებელი, შევერთო წმიდასა ხორცსა შენსა და სისხლსა, და მაქვნდე შენ დამკვიდრებულად, და ეგო ჩემ-შორის თანა მამით და სულით წმიდითურთ. ჰე, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, რათა არა დასასჯელ მეყოს მე ზიარება ყოვლად წმიდათა და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა შენთა, ნუცა უძლურ ვიქმნე სულით და ხორცით, რომელთაცა უღირსად ვეზიარები, არამედ მომეც მე ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვად ჩემდამდე, დაუსჯელად მოღებად ნაწილი სიწმიდეთა შენთა, სულისა წმიდისა ზიარებად, საგზალ ცხოვრებისა საუკუნოისა, და კეთილ-მითვალულ სიტყვისსაგებელ წინაშე საშინელსა სამსჯავროსა შენსა, რათა მეცა ყოველთა რჩეულთა შენთა თანა, ზიარ ვიქმნე უხრწნელთა კეთილთა შენთა, რომელი განუმზადე მოყვარეთა შენთა, უფალო, რომელი მათთანა დიდებულ ხარ უკუნისამდე, ამინ.

სხვა ლოცვა წმიდისა მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, 2
უფალო ღმერთო ჩემო, უწყი, რამეთუ არა ვარ ღირს, არცა კმა, რათა სართულსა ქვეშე სახლსა სულისა ჩემისასა შემოხვიდე, ამისთვისცა, რამეთუ სრულიად ოხერ და დაცემულ არს, და არა გაქვს ჩემ შორის ადგილი ღირსი, სადა თავი მიიდრიკო, არამედ ვითარცა მაღლით დაიმდაბლე თავი თვისი ჩვენთვის და აწცა მიითვალე სიმდაბლეი ჩემი, და ვითარცა თავს-იდევ ქვაბსა შინა შობა და ბაგასა უსიტყვთასა მიწვენა, ეგრეთვე ღირს-იჩინე ბაგასა უსიტყვსა სულისა ჩემისასა, და შეგინებულთა ხორცთა ჩემთა შემოსვლად, და ვითარცა არა უღირს-იჩინე შესლვად და სერობად ცოდვილთა თანა, სახლსა სიმონ კეთროვნისასა, ეგრეთვე სათნო-იყავ შემოსვლად სახლსა მდაბლისა სულისა ჩემისასა კეთროვანსა და ცოდვილსა, და ვითარცა არა განაგდე მსგავსად ჩემსა მეძავი და ცოდვილი, მოსრული და შემხებელი შენდა, ეგრეთვე შემიწყალე მეცა ცოდვილი, მოსრული და შემხებელი შენი; და ვითარცა არა მოიძაგე მწიკვლევანი იგი პირი მისი, და არა-წმიდა ამბორისმყოფელი შენი, ნუცა ჩემსა მოიძაგებ უმწიკვლევანესსა მისსა პირსა, და უარაწმიდესსა, ნუცა საძაგელთა და უარაწმიდესთა ბაგეთა, და შეგინებულსა და არაწმიდასა ენასა ჩემსა, არამედ მეყავნ მე ნაკვერცხალი ყოვლადწმიდისა ხორცისა, და უხრწნელისა სისხლისა შენისა, განმწმედელ და განმანათლებელ, და სიმრთელე მდაბლისა სულისა და ხორცთა და აღმასუბუქებელ სიმძიმისა მრავალთა ცოდვათა ჩემთასა, და საცოდ ყოვლისა საეშმაკოისა მოქმედებისა, საძლეველ და შესაბრკოლებელ ძვირთა და ბოროტთა ჩვეულებათა ჩემთა, მომაკვდინებელ ვნებათა, დაცვად მცნებათა შენთა, შეძინებად საღმრთოისა მადლისა შენისა და თვისებად სუფევისა შენისა, არა ვითარცა შეურაცხის-მყოფელი მოვალ შენდა, ქრისტე ღმერთო, არამედ ვითარცა მინდობილი გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა, რათა არა მრავალ-ჟამ განშორებული ზიარებისა შენისა, სანადირო ვიქმნე გონიერისა მგელისა, ამისთვის გევედრები შენ, რამეთუ მხოლო ოდენ წმიდა ხარ, მეუფეო, განსწმიდე სული ჩემი და ხორცნი, გონება და გული, თირკმელნი, და ნაწლევნი, და ყოვლითურთ განმაახლე მე, და დანერგე შიში შენი ასოთა შინა ჩემთა, და სიწმიდე შენი მოუკლებელ-ყავ ჩემგან და მექმენ შემწე და ხელის-აღმპყრობელ, წარმართე მშვიდობასა შინა ცხოვრებაი ჩემი, და ღირს-მყავ მე მარჯვენით დგომად წმიდათა შენთა თანა, ოხითა და ვედრებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, უსხეულოთა მსახურთა და უხრწნელთა ძალთა, და ყოველთა წმიდათა, საუკუნითგან სათნო ყოფილთა შენთათა, ამინ.

სხვა ლოცვა წმიდისა სიმეონ მეტაფრასისა, 3
მხოლოო წმიდაო და უბიწოო უფალო, რომელმან გამოუთქმელითა წყალობითა კაცთმოყ-ვარეობისათა, ყოვლითურთ მიიღე თბეი ჩვენი, წმიდათა ქალწულებრივთა სისხლთაგან, და იშევ შენ ზესთა ბუნებისა მოსვლითა საღმრთოსა სულისათა და სათნოყოფითა სამარადისოითა მამისათა, ქრისტე იესო, სიბრძნეო ღვთისაო, მშვიდობაო და ძალო, რომელმან სიმდაბლითა შენითა ცხოველს მყოფელი და საცხოვრებელი ვნება შეიწყნარე, ჯვარი, სამსჭვალნი, ლახვარი და სიკვდილი, მოაკვდინენ სულისაცა ჩემისა განმხრწნელნი ხორცთა ვნებანი; რომელმან დაფლვითა შენითა ჯოჯოხეთისა მეუფება წარმოსტყვენე. დაჰფლენ კეთილისა გულის სიტყვისა მიერ ჩემნიცა ბოროტნი გულისზრახვანი, და ბოროტნი სულნი განაქარვენ, რომელმან მესამისა დღისა ცხოვრებაშემოსილითა აღდგომითა შენითა პირველი მამაი აღადგინე დაცემული, აღმადგინე მეცა, ცოდვისა მიერ შებრკოლებული, სინანულისა სახისა დადებითა, რომელმან დიდებულითა ამაღლებითა შენთა განღმრთობილი ხორცი, რომელ მიიღე, ამას მარჯვენით მამისა ჯდომითა პატივ-ეც, ღირს-მყავ მეცა ზიარებითა წმიდისა შენისა საიდუმლოისაითა, მარჯვენით ნაწილსა ცხოვნებულთასა მიმთხვევად; რომელმან მოსვლითა ნუგეშინისმცემელისა სულისა შენისათა, ჭურჭელ-პატიოსან ჰყვენ სამღვდელონი მოწაფენი შენნი, მეცა მადლისა მათისა შემწყნარებელად და ზიარად გამომაჩინე, რომელსა გეგულვების კვალად მოსვლაი განკითხვად სოფლისა სიმართლით, სათნო-მიყავ მეცა, რათა მიგეგებო ღრუბლითა მსაჯულსა და შემოქმედსა ჩემსა ყოველთა წმიდათა შენთა თანა, რათა მოუკლებელად დიდების-გმეტყველებდე და გიგალობდე შენ, თანა დაუსაბამოთ მამით შენით და ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

მისივე, 4
ვითარცა საშინელისა და პირუთვნელისა სამსჯავროისა შენისა წინაშე მდგომარე ქრისტე ღმერთო, დასჯისასა მომღები, და სიტყვისგებად ბოროტთა საქმეთა ჩემთათვის. ეგრეთ დღეს პირველ მოწევნადმდე დღისა, მის დასჯისა ჩემისასა, წმიდისა საკურთხეველისა მიმართ მდგომარე ვარ წინაშე შენსა, და წინაშე საშინელთა, და წმიდათა ანგელოსთა შენთა, დასჯილი თვისისა სინდისისაგან, მოვიხუამ ბოროტთა, და უსჯულოებისა ჩემისა საქმეთა, განვაცხადებ მათ და განვაქიქებ, იხილე უფალო სიმდაბლეი ჩემი, და მომიტევენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი. იხილე, რამეთუ განმრავლდეს უფროის თმათა თავისა ჩემისათა უსჯულოებანი ჩემნი, რომელი უკუე ბოროტი არა ვქმენ, რომელი ცოდვაი არა ვყავ, რომელი ძვირი არა გამოვისახე სულსა შინა ჩემსა, ხოლო საქმითაცა ვქმენ სიძვაი, მრუშებაი, ამპარტავანებაი, ზვაობაი, ფიცი, გმობაი, უქმის-მეტყველებაი, სიცილი უჯეროი, მთვრალობაი, ნაყროვანებაი, უძღებებაი, სიძულვილი, შური, ვერცხლისმოყვარებაი, სახმართ-მოყვარებაი, ანგარებაი, თავისმოყვარებაი, დიდების მოყვარებაი, ტაცებაი, უსამართლობაი, საძაგლის-შეძინებაი, ხდომაი, წყევაი, უსჯულოებაი, ყოველნი საცნობელნი ჩემნი, და ყოველნი ასონი შევაგინენ, განვჰხრწნენ, უხმარ-ვჰყვენ, და ყოვლითურთ საფარდულ ეშმაკთა ვიქმენ, და უწყი უფალო, რამეთუ უსჯულოებანი აღემატნეს თავსა ჩემსა, არამედ აურაცხელ არს სიმრავლე მოწყალებათა შენთა, და წყალობა გამოუთქმელისა ძვირ-უხსენებელობისა შენისა სახიერებაი, და არა არს ცოდვაი მძლე კაცთ მოყვარებისა შენისა. ამისთვისცა ყოვლად საკვირველო მეუფეო ძვირუხსენებელო უფალო, საკვირველ-ჰყავ წყალობაი შენი ჩემ ცოდვილსა ზედა. მიჩვენე ძალი სიტკბოებისა შენისა, და გამომიცხადე სიმტკიცეი კეთილნაწლეობისა შენისა, და შემიწყნარე მე ცოდვილი მოქცეული, ვითარცა შეიწყნარე უძღები, ავაზაკი, და მეძავი, შემიწყნარე მეცა, რომელმან უზომოდ ვჰსცოდე შენდამი სიტყვით და საქმით, და გულის-თქმითა უჯეროითა, და გულის-სიტყვითა უსიტყურითა. და ვითარცა მეათერთმეტისა ჟამისა მოსრულნი შეიწყნარენ, რომელთა ვერარაი ღირსი სასყიდლისა იმოქმედეს, ეგრეთ შემიწყნარე მეცა ცოდვილი, რამეთუ ფრიად ვსცოდე, და შევიგინე, და შევაწუხე სული შენი წმიდა, და განვამწარენ კაცთმოყვარენი, ნაწლევნი შენნი, და საქმით, და სიტყვით, და გონებით, ღამესა შინა, და დღესა შინა, ცხადად და დაფარულად, ნებსით და უნებლიეთ. და უწყი, რამეთუ წარმოადგენ ცოდვათა ჩემთა ჩემ წინაშე, ეგე ვითართა, რომელნი იქმნენ ჩემ მიერ და მიმხდი სიტყვასა მათთვის, რომელნიცა მეცნიერებით ვსცოდე შეუნდობელად. არამედ უფალო, უფალო, რათა არა მართლითა მსჯავრითა შენითა, არცა გულისწყრომითა შენითა მამხილო მე. მიწყალე მე უფალო, რამეთუ არათუ მხოლო ოდენ უძლურ ვარ, არამედ დაბადებული შენი ვარ. შენ უკვე უფალო დაამტკიცე ჩემ შორის შიში შენი, ხოლო მე ბოროტი შენ წინაშე ვყავ. შენ მხოლოსა შეგცოდე. არამედ გევედრები, ნუ შეხვალ სასჯელსა მონისა შენისა თანა. რამეთუ უკეთუ უსჯულოებათაებრ მომაგებდე უფალო, უფალო ვინმე დაგითმოს, რამეთუ მე ვარ უფსკრული ცოდვათა, და არა ვარ ღირს, არცა კმა აღხილვად, და ხილვად სიმაღლესა ცისასა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩემთასა, რომელთა არა არს რიცხვ. რამეთუ ყოველი ბოროტისმეტყველება, და ხელოვნება საეშმაკო, და განხმრწნელობა, ხდომა, ჩუკენობა, წულთმხრწნელობა, ძვირის ხსენება, წურთა ცოდვისა მიმართ უსიტყვება, და სხვანი რიცხვით ბევრნი ვნებანი, არა მოაკლდეს ჩემგან; რამეთუ რომლითა ცოდვითა არა განვიხრწენ, რომლითა ბოროტითა არა შევიპყარ? ყოველი ცოდვააი ვქმენ, ყოველი არაწმიდებაი დავისახენ სულსა შინა ჩემსა, უხმარ-ვიქმენ, შენ ღმრთისა ჩემისა, და კაცთა. ვინ აღმადგინოს მე ესე ვითართა ბოროტთაგან, ესე ვითარად დაცემული შეცოდებითა? უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გესავ, უკეთუ არსღა ჩემდა სასოებაი ცხოვრებისა. სძლოს კაცთმოყვარებამან შენმან სიმრავლესა უსჯულოებათა ჩემთასა. მეყავნ მე მაცხოვარ, და მოწყალებისაებრ შენისა, და წყალობისა შენისა მილხინე, მომიტევე, შემინდევ მე ყოველი რაოდენი გცოდე შენ, რამეთუ მრავლითა ბოროტითა აღივსო სული ჩემი, და არა არს ჩემ შორის სასოებაი ცხოვრებისა. მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, და ნუ მომიძაგებ მე საქმეთაებრ ჩემთა და ნუ დამსჯი მე მოქმედებათაებრ ჩემთა, არამედ მომაქციე, შემეწიე და იხსენ სული ჩემი, შემთხვევათაგან მათ ბოროტთა, და ძვირთა ცთომათაგან. მაცხოვნე მე წყალობისა შენისათვის, რათა სადაცა განმრავლდეს ცოდვა, მუნ უფრო გარდაემატოს მადლი შენი, და გაქებდე და გადიდებდე შენ ყოვლადვე, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთა, და მაცხოვარი შეცოდებულთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, და სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა წმიდისა მამისა ჩვენისა იოანე დამასკელისა, 5
მეუფეო უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რომელსა მხოლოსა გაქვს ხელმწიფება კაცთა ცოდვათა მოტევებისა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, უგულებელს-ჰყვენ ყოველნი შეცოდებანი ჩემნი მეცნიერებით და უმეცრებითნი, და ღირს მყავ მე დაუსჯელად ზიარებად საღმრთოთა და დიდებულთა, და უხრწნელთა და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა შენთა, ნუ სიმძიმედ, ნუცა სატანჯველად, ნუცა დასართველად ცოდვათა, არამედ სალხინებელად და წმიდა მყოფელად და წინდად მერმისა ცხოვრებისა და სუფევისა, და ზღუდედ და შემწედ, და საძლეველ წინააღმდგომთა და აღსახოცელ მრავალთა შეცოდებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთმოყვარებისა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა დიდისა ბასილისა, 6
უწყი, უფალო, რამეთუ უღირსად მივიღებ უხრწნელსა ხორცსა შენსა და პატიოსანსა სისხლსა შენსა, და თანამდებ ვარ დასასჯელად თავისა ჩემისა, ვსჭამ და ვსვამ, ვერ განმკითხველი ხორცისა და სისხლისა შენ ქრისტესა და ღვთისა ჩემისასა; არამედ წყალობისა შენისა მომართ კადნიერად მოვალ შენდა მეტყველისა: `რომელი ჰსჭამდეს ხორცსა ჩემსა და ჰსმიდეს სისხლსა ჩემსა, ჩემ შორის ჰგიეს და მე მის შორის~. მოწყალე იქმენ უკვე, უფალო, და ნუ მამხილებ მე ცოდვილსა, არამედ ჰყავ ჩემთანა წყალობისაებრ შენისა, რათა მექმნას მე წმიდა ესე საკურნებელ და განმწმედელ და განმანათლებელ, და მცველად და მაცხოვრად, და წმიდამყოფელად სულისა და ხორცთა; საძლეველ ყოვლისა საოცრებისა და ბოროტის მოქმედებისა, და საქმისა საეშმაკოსა საცნაურად ასოთა შინა ჩემთა მოქმედებულისა, კადნიერებად და სიყვარულად შენდა, წარსამართებელად ცხოვრებისა უცთომელად, აღმატებად სათნოებისა და სისრულედ და აღსრულებად მცნებათა, სულისა წმიდისა ზიარებად, საგზლად ცხოვრებისა საუკუნოისა, სიტყვისსაგებელ, კეთილმითვალულ საშინელსა საყდარსა შენსა, ნუ სასჯელად, ნუცა დასასჯელად.

სხვა ლოცვა საღმრთოთაგან თქმულთა წმიდისა ზიარებისა, სიმეონ ახლისა ღვთის-მეტყველისა, 7
შეგინებულთაგან ბაგეთა, საძაგელისაგან გულისა, არა-წმიდისაგან ენისა, სულისაგან შემწიკვლებულისა, შეიწირე ვედრება ჩემი ქრისტე ჩემო, და ნუ უგულებელს-ჰყოფ, ნუცა სიტყვათა, ნუცა სახეთა, ნუცა ურცხვინოებათა. მომეც კადნიერებით სიტყვად, რომელიცა მნებავს, ქრისტე ჩემო, უფროისღა მასწავე მე, რაი ჯერ არს ჩემდა ქმნად და სიტყვად. ვჰსცოდე უფროს მეძავისა, და მაუწყე სადა იყოფვი. მირონისა მსყიდველი მოვიდე კადნიერებით ცხებად ფერხთა შენთა, ქრისტეს ჩემისა, მეუფისა და ღვთისა. ვითარცა იგი არა განსდევნე, მოსრული გულითა, ნუცა მე მომიძაგებ სიტყვაო. ფერხნი შენნი მომცენ დალტობად და ამბორისყოფად მდინარითა ცრემლითა. ვითარცა მრავალ სასყიდლითა მირონითა, ესე კადნიერებით გცხო. განმბანე მე ცრემლითა ჩემითა. განმწმიდე მე ამით სიტყვაო. მომიტევენ შეცოდებანი ჩემნი და მომმადლენ მე შენდობაი. უწყი ბოროტთა სიმრავლე, და უწყი წყლულებაცა ჩემნი. და სენთა ჩემთა ჰხედავ, არამედ სარწმუნოებაცა უწყი. და მნებებელობასა ჰხედავ, და სულთქმათა ისმენ. არა დაგეფარვის შენ, ღმერთო ჩემო, შემოქმედო ჩემო, მხსნელო ჩემო, არცა ცუარნი ცრემლთანი, არცა ცუარნი ნაწილთა რომელთამე. რომელნი არა მექმნნეს მე, იხილეს თვალთა შენთა, და წიგნსა შენსა ყოველნივე შთაიწერნეს. იხილე სიმდაბლეი ჩემი, იხილე შრომაი ჩემი რაოდენ, და ცოდვანი ყოველნი, მომიტევენ მე, ღმერთო, ყოველივე, რათა განწმედილითა გულითა, მძრწოლვარითა გონებითა, და სულითა შემუსრვილითა, უხრწნელთა და ყოვლად-წმიდათა შენთა საიდუმლოთა ვეზიარო. რომლითა განღმრთდების, და განცხოველდების ყოველი მჭამელი, და მსმელი გულითა წმიდითა, რამეთუ შენ სთქუ, მეუფეო ჩემო, ყოველი მჭამელი ხორცისა ჩემისა, და მსმელი სისხლისა ჩემისა, ჩემთანა ჰგიეს, და მე მისთანა. ჭეშმარიტ-არს ყოვლადვე სიტყვა მეუფისა, და ღვთისა ჩემისა. ხოლო საღმრთოთა და ღვთივ-მყოფელთა, მადლთა მიმთხვეული. არა თავით თვისით ვარ, არამედ შენ მიერ, ქრისტე ჩემო. ნათლითა სამ-ბრწყინვალითა განმანათლებელო სოფლისაო, რათა არა მხოლოდ ვიყო, თვინიერ შენსა, ცხოვრების-მომცემელისა, სულ-თქმისა ჩემისა, ცხოვრებისა ჩემისა. სოფლის-მაცხოვრისა, ამისთვის შენდა მოსრულ ვარ, ვითარცა ჰხედავ ცრემლითა, და სულითა შემუსვრილითა. დახსნასა შეცოდებათასა ვითხოვ მოღებად ჩემდა, და შენთა ცხოვრების-მომცემელთა, უბიწოთა საიდუმლოთა დაუსჯელად ზიარებად, რათა დაადგრე ვიცართა სთქვი ჩემთანა სამგზის საწყალობელისა, რათა არა თვინიერ მადლისა შენისა, მპოვოს მე მზაკვარმან მან, და წარმიტაცოს მე ზაკვით. მაცთუნოს, და განმაშოროს ღვთივ-ქმნულთა სიტყვათა შენთა. ამისთვის შეგივრდები, და მხურვალედ გიხმობ შენ. ვითარცა უძღები შეიწყნარე და მეძავი მოსრული შენდა, ეგრეთ შემიწყნარე მეცა მეძავი და უძღები, მოწყალეო. სულითა შემუსრვილითა აწ მომავალი შენდა. უწყი მაცხოვარო, რამეთუ სხვამან არავინ შეგცოდა, ვითარცა მე. არცა ჰქმნა საქმე, რომელ მე ვჰქმენ, არამედ ესე უწყი, ვითარმედ არა სიდიდე შეცოდებათა, არცა ცოდვათა სიმრავლე აღემატების ღმრთისა ჩემისა, მრავალსა სულგრძელებასა, და კაცთმოყვარებასა. არამედ წყალობითა, და თანალმობითა მხურვალედ შემნანებელთა, განჰსწმედ, და განანათლებ, და ნათელ-ჰყოფ ზიარებითა. ზიარად ღვთაებისა შენისა იქმ მათ უხრწნელად და უცხოდ, ანგელოსთა, და კაცთა ცნობისა თანა-ექცევი მათ მრავალ-გზის, ვითარცა მოყვასთა შენთა საკუთართა. ესენი კადნიერ-მყოფენ მე, ესენი ფრთოვან-მყოფენ ქრისტე ჩემო. და ვესავ სიმდიდრესა ქველისმოქმედებისა შენისა ჩემდა მომართ, მოხარული და შეძრწუნებული, ერთბამად, ცეცხლსა ვეზიარები, თივა ესე. და უცხო საკვირველი, შევიცრები შეუწველად. ვითარ უკვე მაყვალი ძველად შეუწველად მგზნებარე. აწ მადლობისა ცნობით, მადლობისა გულით, მადლობისა ასოთ და სულითა ხორცით ჩემით, თაყვანის-გცემ და გადიდებ, და დიდების გმეტყველებ, ღმერთო ჩემო, რამეთუ კურთხეულ ხარ აწ და უკუნისამდე, ამინ.

სხვა ლოცვა ოქროპირისა, 8
ღმერთო მილხინე, მომიტევე, შემინდევ მე შეცოდებანი ჩემნი. რაოდენიცა გცოდე შენ, საქმით, ანუ სიტყვით, ანუ გონებით, ნებსით, ანუ უნებლიეთ, ცნობით ანუ უმეცრებით. ყოველივე შემინდევ ვითარცა სახიერმან, და კაცთმოყვარემან. მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა შენისათა, გონიერთა შენთა მსახურთა, და წმიდათა ძალთათა, და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნო-ყოფილთა შენთათა. დაუსჯელად სათნო-მიყავ მე შეწყნარებად, წმიდასა და უხრწნელსა ხორცსა შენსა, და პატიოსანსა სისხლსა შენსა, საკურნებელად სულისა და ხორცთა, და აღსახოცელად ბოროტთა გულის-სიტყვათა ჩემთა, რამეთუ შენი არს სუფევა, და ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მისივე, 9
არა ვარ კმა, მეუფეო უფალო, რათა შემოხვიდე სართულსა ქვეშე სულისა ჩემისასა, არამედ უფროისღა ინებე შენ, ვითარცა კაცთ-მოყვარემან, დამკვიდრებად ჩემს-შორის. კადნიერებით მოვალ. ჰბრძანე, რათა განმეღოს კარი, რომელი მხოლო დამბადებელი ხარ, და შემოხვიდე, ვითარცა კაცთ-მოყვარე ხარ. შემოვედ უკვე, და განანათლე დაბნელებული გონება ჩემი. მრწამს, ვითარმედ ესე ჰყო. რამეთუ მეძავი, ცრემლით მოსრული, არა განსდევნე, არცა მეზვერე მონანული განაგდე, არცა ავაზაკი განარე, რომელმან იცნა მეუფება შენი. არცა რომელი მდევარ იყო დაუტევე, შეინანა რა. არამედ სინანულით მოსრულნი შენდა ყოველნი, გუნდსა მოყვარეთა შენთასა დააწესენ, რომელი მხოლო კურთხეულ ხარ ყოვლადვე აწ და დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ.

მისივე, 10
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მილხინე, მომიტევე, შემიწყალე და შემინდევ მე ცოდვილსა, და უხმარსა, და უღირსსა მონასა შენსა შეცოდებანი, და ცოდვანი ჩემნი, და ცოდვით დაცემანი. რაოდენიცა სიყრმით ჩემითგან, დღეინდელად დღედ, და ჟამადმდე გცოდე. უკეთუ ცნობით, ანუ უმეცრებით, უკეთუ სიტყვით, და საქმით. ანუ გულის-თქმით, და გონებით, და დაწყებით, და ყოვლით საცნობელით ჩემით. მეოხებითა უთესლოდ მშობელისა შენისა, ყოვლად უხრწნელისა, და მარადის ქალწულისა მარიამ დედისა შენისათა, მხოლოისა ურცხვენელისა სასოებისა, და შუამდგომელისა, და მაცხოვრისა ჩვენისათა, ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად ყოვლადწმიდათა, უკვდავთა ცხოველმყოფელთა და საშინელთა საიდუმლოთა შენთა მოსატევებელად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ, განსაწმედელად, სიმტკიცედ, საკურნებელად, და სიმრთელედ სულისა ხოლო და ხორცთა, და აღსახოცელად, და სრულიად უჩინო-მყოფელად ბოროტთა გულისსიტყვათა, და გულის-თქმათა ჩემთა, პირველითგანვე მოღებულთა, და ღამის საოცრებათა, ბნელთა და ბოროტთა სულთა, რამეთუ შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, თანა მამით და სულით შენით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სხვა ლოცვა იოანე დამასკელისა, 11
წინაშე კარსა ტაძრისა შენისასა წარდგომილ ვარ, და ბოროტთა გულისსიტყვათაგან არა განვეშორები. არამედ შენ, ქრისტე ღმერთო, მეზვერე განამართლე, ქანანელი შეიწყალე, და ავაზაკსა სამოთხისა ბჭენი განუხვენ, განმიხვენ მეცა ნაწლევნი კაცთ-მოყვარებისა შენისანი. შემიწყნარე მეცა მოსრული, და შემხებელი შენი, ვითარცა მეძავი, და სისხლმდინარე. რამეთუ ერთი იგი, რომელი ფესვსა სამოსლისა შენისასა შეეხო, სენთა კურნება მიიღო, ხოლო რომელმან უხრწნელი ფერხნი შენი შეიპყრა, განხსნა ცოდვისა წარიღო. ხოლო მე უბადრუკი ყოვლითურთ მრთელსა ხორცსა შენსა ვიკადრებ შეწყნარებად, რათა არა დავიწვა. არამედ შემიწყნარე მე, ვითარცა იგინი, და განანათლენ სულისა ჩემისა საცნობელნი. დაჰსწვენ ჩემნი ცოდვისა მიმართ მიდრეკილებანი. მეოხებითა უთესლოდ მშობელისა შენისა და ზეცისა ძალთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სხვა ლოცვა თქმული წმიდისა დიდისა ბასილისა, 12
გმადლობ შენ, უფალო, მამაო მოწყალებისაო და ღმერთო ყოვლისა ნუგეშინისცემისაო. გიგალობ შენ, იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისაო, რომელი განჰკაცენ ხსნისათვის ნათესავისა კაცთასა. გადიდებ შენ, მეუფეო ზეცათაო, სულო წმიდაო, ცხოველს-მყოფელო, განმწმედელო სულთა და ხორცთა ჩვენთაო, ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო, სამებაო სრულო, მოუკლებელო, მიუწვდომელო, გამოუთქმელო, დაუსაბამოო ღმერთო ჩვენო, რომელმან ღირს-მყავ მე უღირსი ესე წარდგომად წმიდასა საკურთხეველსა შენსა, ჟამსა ამას საშინელსა. წმიდისა ამის და შესაძრწუნებელისა მსხვერპლისა შენისა შეწირვისასა. გევედრები, უფალო, კაცთ-მოყვარეო, ღირს-მყავ მე გლახაკი ესე, ყოვლად-უღირსი და ცოდვილი მონაი შენი, ღირსებით და სიწმიდით ზიარებად უხრწნელთა მათ და ყოვლად-წმიდათა შენთა საიდუმლოთა. ნუ სატანჯველად და დასასჯელად ჩემდა, ნუცა დასართველად ცოდვათა ჩემთა, არამედ განსაწმედელად სულისა და ხორცთა. წინდად საუკუნოისა სასუფეველისა შენისა. აღსახოცელად ჩემდა ცოდვათა, ზღუდედ ჩემდა და გარემისაქცეველად ყოველთა წინა-აღმდგომთა უხილავთა მტერთა ჩემთა, მომხედენ მე, უფალო მაღლით წმიდით შენით და აკურთხენ და წმიდა ჰყვენ ყოველნი ასონი სულთა და ხორცთა ჩემთანი, ძალითა შენითა წმიდითა. ვიცი უფალო, ვიცი და არა უარ-ვჰყოფ, ვითარმედ ფრიად შეგცოდე და განგარისხე და არა ღირს ვარ ყოვლადვე ზე აღხილვად ზეცად მიმართ. ანუ თუ მიხედვად წმიდასა დიდებულსა საკურთხეველსა შენსა. მიხსენ მე ძეო ღვთისაო, მიხსენ და ნუ მრისხავ, უსასყიდლოდ შემიწყალე, და ნუ გამოეძიებ საქმეთა ჩემთა რამეთუ ბოროტ არიან, და ნუ აღრაცხავ ცოდვათა ჩემთა, რამეთუ მრავალ და ურიცხვ არიან. და ნუ განიკითხავ გულის-სიტყვათა ჩემთა, რამეთუ არაწმიდა არიან. და ნუ იხილავ განზრახვათა ჩემთა, რამეთუ შესვარულ არიან. მე ამათ ვიტყვი და აღვიარებ და დავსწერ, შენ შემინდევ, მომიტევენ და აღხოცენ. მიხსენ მე უფალო, მიხსენ მე, რამეთუ ყოვლადვე შეგივრდები. დაღაცათუ მრავალ არიან შეცოდებანი ჩემნი შენდამი მეუფეო, არამედ უფროს და უმრავლეს წყალობანი შენნი ჩემდა მომართ სახიერო, რამეთუ შენ მარადის მწყალობ, და მე განგარისხებ. შენ სინანულად მომიწოდებ და მე ურჩ გექმნები. შენ სიწმიდით ცხოვრებასა მიბრძანებ და მე მცნებათა შენთა გარდავალ. შენ მხადი და მე გელტვი. ესრეთ ყოვლითურთ წინა აღმდგომ შენდა არს ცხოვრებაი ჩემი. ჰოი, უფალო კაცთმოყვარეო რომელმან სისხლი შენი პატიოსანი მიეც სახსრად მონათა შენთათვის. მიხსენ მე უსჯულოებათა ჩემთაგან, რომელმან განჰსწმიდე წიდოვანი იგი, განჰსწმიდე მწიკვლევანებაცა ვნებათა ჩემთა. და ურიცხვთა მათ ცოდვათა ჩემთა სიმრავლე უგულებელს-ჰყავ. რომელმან შეიწყალე ქანანელი იგი, შემიწყალე მეცა ძეო ღვთისაო. რამეთუ არა თუ ასული ჩემი, არამედ სული ჩემი საწყალობელი იგვემების ეშმაკთაგან ბოროტთა. განჰსწმიდე გული ჩემი გულის-სიტყვათაგან შეგინებულთა და გვამი ჩემი საქმეთაგან ბოროტთა. ყოვლადვე განმწმიდე მე უფალო, რამეთუ სრულიად შეგინებულ ვიქმენ. უფალო რომელმან ბაბილოვნისა მძაფრი იგი სახმილი დაშრიტე, დაშრიტე მხურვალებაცა ესე გულისა ჩემისა და მდუღარება უბადრუკთა ამათ ხორცთა ჩემთა. უწყი, რამეთუ კაცი მდაბალი და უძლურ-ვარ, კაცი გლახაკი და უდებ ვარ მე. ჰე უფალო, ნუმცა წარვწყმდები ბოროტად, და ურვეულად. ეწყი უფალო, რამეთუ კაცი ამაოებასა მიემსგავსა, და თიხაი თვით განწმენდად ვერ შემძლებელ არს. ამისთვის ვითარცა უწყი და ვითარცა გნებავს, განმწმიდე და მაცხოვნე მე, რათა არა იქადოს მტერმან ჩემმან ჩემ ზედა ნუ ჰსძლევენ, უფალო, ცოდვანი ჩემნი წყალობასა შენსა, არამედ წყალობით შემიწყალე მე, და პირველ სიკვდილისა მომმადლე ნაკადული და წყარო ცრემლთა. რამეთუ შეგინებულ არიან თვალნი ჩემნი და უნაყოფო არს სული ჩემი. ნუ მომსწყვედ, მეუფეო, უნანელად. უფალო, უფალო შემინდევ, უფალო შემიწყალე, ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას, უფალო მიხსენ და განმარინე მე. და ყოველნი მოყვარენი ჩემნი და მტერნი ჩემნი. რამეთუ ჩვენ ვითარცა კაცთა შეგცოდეთ, ხოლო შენ ვითარცა ღმერთ-ხარ შეგვინდევ და განგვწმიდენ ჩვენ ყოვლისაგან ძვირის ხსენებისა. უფალო, შენ უწყი, ვითარცა გულთ მეცნიერმან, რამეთუ არა ვითარცა შეურაცხებით მოუხდები წმიდათა და უხრწნელთა შენთა საიდუმლოთა, დაღაცათუ უღირს ვარ მოღებად მათდა, არამედ სარწმუნოებითა მხურვალითა, შიშით და ძრწოლით ვიკადრებ, რამეთუ უკეთუ სრულიად განვეშორო მათგან, სრულიადცა წარვჰსწყმდე მდაბალი ესე და გლახაკი, და თუ მპოოს მტერმან ჩემმან შიშველი შორს უფლისა ჩემისაგან, სრულიად შთამნთქას და წარმწყმიდოს მე. მიხსენ მე, უფალო, მწარისა მისგან გველისა, გარე-მიაქციენ ისარნი მისნი, და განსდევნენ ჩემგან ბოროტნი გულის-სიტყვანი, მსწრაფლ-განმრყვნელნი და დამაბნელებელნი ლოცვათა ჩემთანი. დამიფარე უფალო ყოვლისაგან ბოროტისა. დამიცევ მე უფალო ყოვლისაგან ცთომისა. მიხსენ მე უფალო ყოვლისაგან წვალებისა, და ღირს-მყვენ უფალო მართლმადიდებლობისა სიტყვითა წარდგომად წინაშე შენსა, დღესა მას სიტყვის გებისა ჩემისასა. ოდეს იგი მიაგებდე თითოეულსა საქმეთა მათთაებრ. მოიხსენე, უფალო, ყოველნი მამანი და ძმანი ჩვენნი, სულიერნი და ხორციელნი, რომელნი ჭირსა შინა და იწროებასა და ტანჯვასა შინა არიან. გევედრები, უფალო, განუსვენე პირველ-გარდაცვალებულთა მამათა და ძმათა ჩვენთა სულიერთა და ხორციელთა, რომელნი ტყვეობასა შინა არიან. უფალო, გამოიხსნენ და რომელნი სულთაგან არა-წმიდათა იტანჯებიან, განათავისუფლენ, რომელთაგან პირველი მე ვარ. უცხონი, უფალო, დაიცვენ; შეცოდებულთა უფალო, სინანული მოჰმადლე; სნეულნი უფალო, განკურნენ, და ჩვენ, ყოველნი, უფალო, შეგვიწყალენ და შეგვინდვენ. და მარჯვენით შენსა მდგომარეთა თანა ღირს-მყვენ. მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა და უმეტესად კურთხეულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა. ძლიერებისა ცხოველსმყოფელისა პატიოსნისა ჯვარისათა. ვედრებითა წმიდათა ანგელოსთა და მთავარანგელოსთა. და დიდებულთა ქერუბიმთა და სერაბიმთასა. მეოხებითა წმიდისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა და წინამორბედისა შენისა იოანესითა და იოანე ქალ-წულ-მახარებლისათა. მეოხებითა წმიდათა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესითა და პავლესითა, და სხვათა წმიდათა მოციქულთათა. მეოხებითა წმიდისა სტეფანე პირველ-დიაკონისა და პირველმოწამისათა. და სხვათა მათ წმიდათა მოციქულთა შენთათა. და წმიდათა მთავარმოწამეთა გიორგი, თეოდორე, დიმიტრი, მერკური, პროკოპი, პანტელეიმონ, კვირიკე და არტემისათა. მეოხებითა ერთობით ყოველთა წმიდათა შენთა. მოციქულთა, წინასწარ-მეტყველთა, მღვდელმთავართა, მახარებელთა, მოწამეთა, მამათა, მოღვაწეთა, და რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყვნეს შენ; რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სხვა ლოცვა იოანე ოქროპირისა
მრწამს უფალო, და აღვიარებ რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა. მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი, და ესე არს თვით პატიოსანი, სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, და შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყვით და საქმით, ცნობით და უმეცრებით, და ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ.

ხოლო მირახვიდე ზიარებად, ჰსთქვი თავსა შორის თვისსა:

სხვანი ესე მეტაფრასისანი
ესერა მივეახლები, საღმრთოისა ზიარებასა. შემოქმედო, ნუ დამწვავ ზიარებითა, რამეთუ ცეცხლი ხარ უღირსთა შემწველი. არამედ უკვე განმწმიდე ყოვლისაგან მწიკვლისა.

ხოლო შემდგომად სთქვი:

სერობასა საიდუმლოისა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი, არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა, არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა.

კვალად სხვანი ესე:

ღმერთ-მყოფელისა სისხლისაგან შეძრწუნდი, კაცო, ჰხედვიდე რა, რამეთუ ცეცხლი არს უღირსთა შემწველი. ხორცი ღვთისა განმაღმრთობს მე და მზრდის, განაღმრთობს სულსა და ჰზრდის გონებასა უცხოდ.

შემდგომ ტროპარი ესე:
დამატკბე სიყვარულითა, ქრისტე, და შემცვალე საღმრთოითა სურვილითა შენითა. დაჰსწვენ ცეცხლითა უნივთოითა ცოდვანი ჩემნი, და აღმავსე საშვებელითა შენითა, და ღირს-მყავ, რათა სიხარულით ვადიდებდე სახიერ მრჩობლსა მოსვლასა შენსა;

ბრწყინვალებასა წმიდათა შენთასა, ვითარ შევიდე არა-ღირსი, რამეთუ უკეთუ ვიკადრო შესვლად სასძლოსა, სამოსელი ჩემი მამხილებს მე, რამეთუ არა არს საქორწინე, და შეკრული, განვიგდები ანგელოზთა მიერ. განწმიდე, უფალო, მწიკვლი სულისა ჩემისა, და მაცხოვნე ვითარცა კაცთმოყვარემან.

მერმე ლოცვა ესე:
მეუფეო კაცთ-მოყვარეო, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, ნუცა დასასჯელ-მექმნების მე სიწმიდენი ესე უღირსებისათვის ჩემისა, არამედ განსაწმედელად, და წმიდა-მყოფელად სულისა და ხორცისა, და წინდად მერმისა ცხოვრებისა და სუფევისა.

ხოლო მიახლება ჩემი ღვთისა კეთილ-არს, და დადებაი უფლისა მიმართ სასოებისა ცხოვრებისა ჩემისა.

და კვალად: სერობასა საიდუმლოსა შენისასა...



ზიარების შემდგომი ლოცვები

ხოლო ოდეს მიემთხვიო ზიარებასა ცხოველს-მყოფელსა საიდუმლოსა ნიჭსა, აქებდე მეყვსეულად, და ჰმადლობდე ფრიად, და ამას მხურვალითა სულითა იტყოდე ღვთისა მიმართ:

დიდება შენდა, ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო.

ზიარების შემდეგ ესრეთ ლოცვა სამადლობელი
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ არა განმაგდე მე ცოდვილი, არამედ ზიარ-ყოფად მე სიწმიდეთა შენთა ღირს-მყავ. გმადლობთ შენ, რამეთუ მე არა ღირსი ზიარებად ყოვლად-წმიდათა შენთა და ზეცისა ნიჭთა ღირს-მყავ. არამედ მეუფეო კაცთმოყვარეო, ჩვენთვის მომკვდარო, და აღდგომილო, და მომნიჭებელო ჩვენდა საშინელთა ამათ, და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა, კეთილის საქმედ, და განსაწმედელად სულთა, და ხორცთა ჩვენთა, მომეც ყოფად ამისა მეცა საკურნებელად სულისა და ხორცთა, განსადევნელად ყოველთა წინააღმდგომთა, განსანათლებელად თვალთა გულისა ჩემისათა. სიმშვიდედ სულიერთა ძალთა ჩემთა. სარწმუნოებად ურცხვენელად, სიყვარულად შეუორგულებელად, აღმავსებელად სიბრძნითა, დამარხვად მცნებათა შენთა, შეძინებად საღმრთოთა მადლთა შენთა. შენისა სასუფეველისა თვისებად. რათა სიწმიდითა შენითა დაცული, მადლსა შენსა მოვიხსენებდე მარადის და არავინ თავით თვისით ცხოველ არს, არამედ შენდამი, მეუფისა ჩემისა, და ქველისმოქმედისა. და ეგრეთვე ამის ცხოვრებისაგან განსრული სასოებითა ცხოვრებისა საუკუნოისათა, მარადის მყოფსა განსვენებასა მივიწიო, სადა მედღესასწაულეთა ხმაი დაუსრულებელ არს, და წარუვალი სიტკბოება მათ, რომელნი ჰხედვენ პირისა შენისა სიკეთესა გამოუთქმელსა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი სასურველი და გამოუთქმელი სიხარული, მოყვარეთა შენთა ქრისტე, ღმერთო ჩვენო, და შენ გიგალობს ყოველი დაბადებული უკუნისამდე.

სხვა ლოცვა დიდისა ბასილისა
მეუფე, ქრისტე ღმერთო, მეუფეო საუკუნეთაო, და შემოქმედო ყოველთაო, გმადლობთ შენ ყოველთათვის, რომელნი მომცენ მე კეთილნი, ზიარებისათვის უხრწნელთა და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა შენთა. გევედრები უკვე სახიერო, და კაცთმოყვარეო. დამიცევ მე საფარველსა ქვეშე შენსა, და საგრილსა ფრთეთა შენთასა. და მომანიჭე მე სიწმიდით ზრახვად, ვიდრე უკანასკნელად აღმოფშვინვად ჩემდამდე, ღირსებით ზიარებად სიწმიდეთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ. ამინ. რამეთუ შენ ხარ პური ცხოვრებისა, და წყარო სიწმიდისა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლოცვა სიმეონისა
მომცემელო საზრდელად ხორცისა შენისა ნებსით, რომელი ცეცხლ არს და შეწვავს უღირსთა, ნუ დამწვავ მე, შემოქმედო ჩემო, უფროისღა შემოვედ ასოთა შინა ჩემთა, ყოველთა ნასხამთა, თირკმელთა, და გულსა. დაჰსწვენ ეკალნი ყოველთა შეცოდებათა ჩემთანი. სული განსწმიდე. წმიდა-ჰყვენ საცნობელნი. ნასხამნი დაამტკიცენ ძვალთა თანა ერთბამად. საცნობელნი განმინათლენ. ყოვლითურთ შემმსჭვალე შიშსა შენსა. მარადის დამიფარე, დამიცევ და დამიმარხე მე. ყოვლისაგან საქმისა, და სიტყვისა სულთა განმხრწნელისა. წმიდა-მყავ, განმწმიდე, და განმბანე. წარმიმართე, და გულისხმა-მიყავ, და განმანათლე მე. გამომაჩინე საყოფელად სულისა შენისა, რათა სადგურ მისდა ვიქმნე და არა ცოდვისა. და რათა ტაძარსა შენსა შემოსვლითა ზიარებისათა, ვითარცა ცეცხლითა დაიწვას ყოველი ძვირის-საქმე და ვნება. სავედრებელად შენდა შევსწირავ, უხორცოთა წესთ-მთავართა, წინა-მორბედსა შენსა, და ყოვლად ბრძენთა მოციქულთა. მათ-თანა უხრწნელსა, უბიწოსა დედასა შენსა. მათითა ვედრებითა შეიწირე მოწყალეო ქრისტე ჩემო. მსახურ-მქმენ, და ძე ნათლისა. რამეთუ შენ ხარ განმწმედელი, და მხოლო სახიერი, და სულთა ჩვენთა განმანათლებელი და შენდა, ვითარცა ჰშვენის ღვთისა და მეუფისა, დიდებასა აღვავლენთ ყოველნი ყოველსა დღესა.

სხვა ლოცვა
ხორცი შენი წმიდა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, მექმენინ მე ცხოვრებად საუკუნოდ, და სისხლი შენი პატიოსანი მოსატევებელად ცოდვათა მეყავნ მე, ხოლო სამადლობელი ესე სიხარულად, სიმრთელედ და მხიარულებად; და საშინელსა მეორედ მოსვლასა შენსა ღირს-მყავ მე ცოდვილი დადგომად, მარჯვენით დიდებისა შენისა, მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედისა შენისათა, და ყოველთა წმიდათათა.

სხვა ლოცვა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთის-მშობელო, ნათელო დაბნელებულისა სულისა ჩემისაო, სასოებაო, საფარველო, შესავედრებელო, ნუგეშინისმცემელო, სიხარულო ჩემო, გმადლობთ შენ, რამეთუ ღირს-მყავ მე არა-ღირსი ზიარყოფად უხრწნელისა ხორცისა, და პატიოსანსა სისხლსა ძისა შენისასა, არამედ, მშობელო ჭეშმარიტისა ნათლისაო, განანათლენ საცნაურნი თვალნი გულისა ჩემისანი, რომელმან ჰშევ წყარო უკვდავებისა, ცხოველმყავ მე, მომკვდარი ცოდვითა. წყალობის მოყვარეო მოწყალისა ღვთისა დედაო, შემიწყალე მე. და მოეც ლმობიერება და შემუსვრილება გულსა ჩემსა, და სიმდაბლე ზრახვათა ჩემთა, დაჰხსნა ტყვეობისაგან გულის-სიტყვათა ჩემთასა და ღირს მყავ მე ვიდრე უკანასკნელ აღმოფშვინვადმდე, დაუსჯელად მიღებად ყოვლადწმიდათა საიდუმლოთა, განსაწმედელად, საკურნებელად სულისა და ხორცისა, და მომმადლენ მე ცრემლნი სინანულისა და აღსარებისანი, გალობად და დიდებად შენდა, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. რამეთუ კურთხეულ ხარ და დიდებულ უკუნისამდე, ამინ.

ესრეთ:

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-ჯერ).

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება. აწ და.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

ვკითხულობთ იმ წმინდანის ტროპარს და კონდაკს, რომლის ლიტურგიაც აღესრულა მიმდინარე დღეს*

ტროპარი ოქროპირისა
პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა და სოფელი განანათლა, უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩვენა ჩვენ, არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმსწავლენ ჩვენ, ეგრეთვე სიტყვასა, ქრისტესა ღმერთსა, ევედრე, მამაო იოანე ოქროპირო, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

დიდება.

კონდაკი
ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე პატივის-ცემა სამებისა მხოლოისა ღვთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლად სანატრელო, ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღვარი, ვითარცა საღრმთოდ გამოჩინებული.

აწ და.

სასოო და შესავედრებელო ქრისტიანეთაო, ურცხვენელო და შუამდგომელო, დამბადებელისა მიმართ მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელსჰყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა. არამედ ისწრაფე შეწევნად ჩვენდა, ვითარცა სახიერ ხარ, რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ, მხოლოო კურთხეულო, და მოსწრაფე ექმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ხელის-აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივისმცემელთა შენთა, ღვთისმშობელო.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ). დიდება. აწდა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა. დიდება. აწდა. უფალო, შეგვიწყალენ (3-ჯერ). გვაკურთხენ.


უკეთუ არს ლიტურღია დიდისა ბასილისა, ითქმის ტროპარი და კონდაკი ბასილისა:

ტროპარი:
ყოველთა ქვეყანასა განჰხდა ხმა შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყვაი შენი, რომლითა ღვთივ-შვენიერად ჰქადაგე სარწმუნოება, ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ, წესნი კაცთანი განაბრწყინვენ, და სამეუფო იგი მღვდელობაი განაშვენე. წმიდაო მღვდელმთავარო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

დიდება.

კონდაკი:
გამოსჩნდი შეუძვრელად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა, და მიანიჭებ ყოველთა კაცთა მადლთა საღმრთოთა, რამეთუ განფინენ სწავლანი საღმრთონი ყოველსა ქვეყანასა ზედა, და ჰბრწყინავ ზეცათა შინა, ყოვლად-პატიოსანო მნათობო სოფლისაო, ღირსო ბასილი.

აწ და

უკეთუ არის ლიტურგია პირველ-შეწირულისა, ჰსთქვი ესე ტროპარი და კონდაკი წმიდისა გრიგორი დიოლოღოსისა:

ტროპარი:
რომელმან ღვთისა მიერ ზეგარდამო საღმრთო მადლი მოიღე, დიდებულო გრიგორი, და მის ძლით განძლიერდი და სახარებისაებრ სლვაი თავს-იდევ ვინაცა ქრისტესგან შესაძინელი მას შინა ჰპოვე, ყოვლად ნეტარო, რომელსაცა ევედრე, რათა აცხოვნნეს სულნი ჩვენნი.

დიდება.

კონდაკი:
წინასწარ მთავრობად გამოსჩნდი, მწყემსმთავრად განმაწესებელ ქრისტეს სამწყსოსა, მამაო გრიგორი, და შეზღუდე მოძღვრებითა ზეციერითა, და მჰსგავსად მმარხველთა გამოაჩინენ მიერითგან და სახითა ასწავე სამწყსოსა ქრისტესსა მცნებანი მისნი, აწ მათ-თანა იხარებ, და იშვებ ზეცათა შინა.

აწ და.



* "უნდა ვიცოდეთ, რომ წლის განმავლობაში აღესრულება სამი სახის ლიტურგია - წმინდა იოანე ოქროპირისა, წმინდა ბასილი დიდისა და წმინდა გრიგოლ დიოლოღოსისა (ანუ პირველშეწირული). წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია აღესრულება წელიწადში 10-ჯერ: დიდმარხვის I, II, III, IV და V კვირას, დიდ ხუთშაბათს, დიდ შაბათს, 1/14 იანვარს (წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე), ქრისტეშობის ან მის წინა დღეს, ნათლისღებას ან მის წინა დღეს (როგორც საეკლესიო კალენდარი გვიჩვენებს). წმინდა გრიგოლ დიოლოღოსის ლიტურგია აღესრულება დიდმარხვის ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, ვნების კვირის (აღდგომის წინა კვირა) ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს, აგრეთვე დიდმარხვაში ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს დამთხვეულ დღესასწაულებზე. წელიწადის ყველა სხვა დანარჩენ დღეებში აღესრულება წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგია. თუ ვისი ლიტურგიაა, ასევე შეგიძლიათ გაარკვიოთ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარში.


ბეჭდვაელფოსტა
08.07. 2018
...
ეს ლოცვა მთლიანად იკითხება წელიწადის ნებისმიერ დროს, თუ შეიძლება ბასილი დიდის ლოცვების გამოტოვება ზრდასრული ადამიანისთვის? ვინ როგორ კითხულობს?
სხვა სიახლეები
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
07.10.2022
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler