ტროპარ-კონდაკი ღირსისა ანტონ მარტყოფელისა
ტროპარ-კონდაკი ღირსისა ანტონ მარტყოფელისა
ტროპარი: ხატად ღმრთისა შექმნილმან, წმიდაო, არა უდებ-ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი თვინიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა განხურვებულმან შურითა საღმრთოთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა და მოუძღუანე ქართველსა ერსა, მოღუაწეთა შუენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი: მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველთა ერსა ათორმეტ რიცხვნი მამანი, მოძღუარნი ყოვლისა სოფლისანი და შუენიერებანი უდაბნოთანი, ხოლო შორის მათსა ბრძენი ანტონი იდიდებოდინ დღესა ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისვენა ხატი წმიდა, ხელითუქმნელი, მფარველად ერისა მორწმუნისა და საცოდ ყოვლისა სოფლისა.
ბეჭდვა
1კ1