წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელის ტროპარ-კონდაკი
წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელის ტროპარ-კონდაკი
ტროპარი: ნათლითა ელვარითა შემკულო, მხნეო მხედარო ქრისტესო, მოწამეთა მთავარო ევსტათ, ძით და მეუღლით შენით მეოხ-გუეყავნ წინაშე ღმრთისა პატივისმცემელთა შენთა.

კონდაკი: მტკიცედ მოიგო კეთილმდგომარეობისა სახელწოდებაი უძლეველმან მოწამემან ევსტათი, რომლითა სიმხნით ეკვეთა სპარაზენთა უხილავთა მრძოლთასა და ყოვლითურთ შემუსრა სიმტკიცენი მათნი, ეჰა გამოუთქმელთა მათ განაგებისა საღმრთოთა კავშიურთა, რამეთუ ესე ვითარი საფასე სიმხნისა სათნო იყოფის დადებად კეცის ჭურთა შინა მხოლოსა მის მიერ მეცნიერისა დაფარულთასა.
ბეჭდვა
1კ1