წმიდა მოწამე ქრისტინეს ტროპარ-კონდაკი
წმიდა მოწამე ქრისტინეს ტროპარ-კონდაკი
ტროპარი: ტარიგი შენი, იესუ, ქრისტინე ხმობდა ხმითა მაღლითა: შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯუარს-ვეცმი და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა, და მელმის შენთვის, რაითა ვსუფევდე შენთანა, და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რაითა ვიდიდოცა შენთანა, არამედ, ვითარცა მსხუერპლი უბიწო მიმითუალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: ნათლისა სახედ ტრედად იცნობე, მქონებელი ფრთეთა ოქროვანითა, და სიმაღლისა მიმართ ცათასა აღფრინდი, ქრისტინე პატიოსანო; ამისთვისცა დიდებულსა დღესასწაულსა შენსა აღვასრულებთ და სარწმუნოებით თაყუანს ვსცემთ ნაწილთა შენთა ლარნაკსა, რომლისა მიერ აღმოცენებიან ყოველთა მდიდრად კურნებანი საღმრთონი სულთა და ხორცთა.
ბეჭდვა
1კ1