წმინდა წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელი
წმინდა წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელი
ტროპარი: წინასწარმეტყველო დიდო და პატიოსანო, რომელმან ლოცვითა შენითა განახმენ ცუარნი წვიმისანი და დასცენ მტერნი წინა-აღმდგომნი, ილია, დიდად სახელოვანო, მეოხ-გვეყავ ჩუენ.

ტროპარი: ხორცითა ანგელოზმან და წინასწარმეტყველთა თავმან, ქრისტეს მოსლვისა მეორემან წინამორბედმან, ილია ყოვლადდიდებულმან, ზეგარდმო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთროვანთა განწმედად, და პატივისმცემელთა მისთა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობასა.

კონდაკი: წინასწარმეტყუელო და წინასწარმხილველო დიდებულთა საქმეთა ღმრთისა ჩუენისათა, ილია დიდად სახელოვანო, რომელმან სიტყვითა შენითა დააყენე წყალ მდინარე იგი ღრუბელი, მეოხ გუეყავ ჩუენ მხოლოსა მიმართ კაცთმოყუარისა.
ბეჭდვა
1კ1