ავგაროზი
ავგაროზი
ავგაროზ მთავრის წერილი იესო ქრისტესთან
ეპისტოლე (წერილი) ავგაროზ მთავრისა ქალაქის ედესიისა, რომელი მიუწერა უფალსა ღმერთსა ჩვენსა იესო ქრისტესა და წარსცა (წარგზავნა) ანანიას მიერ მოციქულისა იერუსალიმს:
ავგაროზ მთავარი ქალაქის ედესიისა იესოს მაცხოვარსა სახიერსა მეუფესა გამოჩინებულსა ქალაქსა იერუსალიმსა გახარებ:

მესმა შენთვის და კურნებათა შენთათვის, რამეთუ, ვითარმედ თვინიერ წამალთა და თივათა იქმ კურნებათა და მხოლოდ სიტყვით ოდენ ბრმათა ხედვასა მიმადლებ, მკელობელთა სვლასა და ყრუთა სმენასა და არაწმიდათა ეშმაკთა სიტყვით განასხამ და გრძელთა-მიერ სნეულებათა გვემულთა (ტანჯულთა) განკურნებ და მკვდართა აღადგინებ, და ესე ყოველი რა მესმა შენთვის, უფალო, გონებასა დავიდევ: ვითარმედ ერთი ორთაგანი ხარ, რამეთუ ანუ შენ ხარ ღმერთი და გარდამოხედ ზეცით, და იქმ ამათ, ანუ ვითარმედ ძე ხარ ღვთისა და მოქმედი ამათი; ამისთვის წერით მოქენე ვარ შენდა და გევედრები, რათა ვიდრე ჩემადმდე მოსლვად არა უღირს იჩინო, რათა ვნება ესე, რომელი მაქვს, განკურნო; ხოლო სმენილ არს ჩემდა ესეცა, ვითარმედ ურიანი დრტვინვენ შენთვის და ნებავთ მოკვლა შენი; არს უკვე ჩემდა ქალაქი მცირე და მშვენიერი, რომელი კმა არს ორთათვისვე მშვიდობით დამკვიდრებად მას შინა და მშვიდობა შენდა, უფალო ჩემო.


პასუხი მიწერილი იესოს ქრისტეს მიერ ავგაროზისა მიმართ:
ნეტარ ხარ შენ, ავგაროზ, და ქალაქი შენი, რომელსა ქვიან ედესია. ნეტარ ხარ, რამეთუ გრწმენა ჩემდა მომართ, რომელი არა გიხილავ, რამეთუ წერილ არს ჩემთვის, ვითარმედ: მხილველთა ჩემთა არა რწმენეს ჩემდამი, ხოლო არა მხილველთა ჩემთა რწმენეს ჩემდა მომართ; ვინაიდან უკვე შენ არა გიხილავ და გრწმენა, სიმრთელე განმზადებულ არს შენდა და მაცხოვარება სულისა და ხორცთა, ხოლო რომლისათვის მოსწერე, რათა მოვიდე შენდა, ჯერ არს პირველად, ვინა მოვივლინე აქა, აღსრულებად და შემდგომად სრულყოფისა, აღსლვა ჩემი მამისა მიმართ, მომავლინებელისა ჩემისა; ხოლო შემდგომად ამაღლებისა ჩემისა მოვავლინო შენდა ერთი მოწაფეთა ჩემთაგანი, სახელით თადეოზ და თომა, რომელმან ვნებაიცა შენი განკურნოს და ცხოვრება საუკუნო და სიმრთელე მოგმადლოს შენ. და ქალაქი შენი ჰყოს გამაგრებულ, რომელსა ვერავინ მტერთაგან შეუძლოს ვნებად მისსა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა; და რამეთუ მე მოვდრიკენ ცანი და გარდამოვხედ ნათესავისათვის კაცთასა და დავიმკვიდრე ქალწულებრივი საშო, რათა გარდასვლა იგი პირველ შექმნილისა აღვხოცო; თავი თვისი დავიმდაბლე, რათა თქვენ გადიდნე; ხოლო ეპისტოლე (წერილი) ესე ჩემი, სადაცა იპოოს, გინათუ გზასა ზედა, გინათუ ზღვასა შინა, ანუ სამსჯავროსა შინა, გინათუ ვისმე ახურვებდეს ანუ აძრწოლებდეს, განაკრთობდეს ანუ აშინებდეს, გინა მსგავსი ამისი, ძლიერ არს და მტკიცე ყოველთა მიმართ კურნებად, ხოლო რომელსა ეტვირთოს ეპისტოლე ესე, არსმცა წმიდა, განყენებულ ყოვლისგანვე საქმისა ბოროტისა და რომელსა ჰრწმენეს ესე, იყოს მისსა სიხარულ დიდ, რამეთუ ყოველივე ჩემითა ხელითა დაწერილ არს და შემდგომად ბეჭდისა ჩემისა დავბეჭდე ესე შვიდითა ბეჭდითა, რომელნიცა დაწესებულ არიან:


ფხეირდ
ზღუდე ვარ მე ედესიისა და უტყუველისა მის აღთქმისა სიმტკიცე.

ხოლო ბეჭედთა ახსნა არს ესე: ჯვარი ვიდრე მე ცხად ყოფს, ვითარმედ ნებსით დავემსჭვალე მას ზედა, ხოლო ფ-არი ცხად ყოფს, ვითარმედ წვლილი კაცი არა ვარ მე, არამედ კაცი სრული ჭეშმარიტებით, ხოლო ხ-ანი ცხად ყოფს, ვითარმედ განვისვენებ მე ქერაბინთა ზედა, ხოლო ე-ნი ცხად ყოფს, ვითარმედ მე ვარ ღმერთი პირველი და თვინიერ ჩემსა სხვა არა არს, ხოლო ი-ნი ცხად ყოფს, ვითარმედ მაღალ ვარ მეუფე და ღმერთი ღმერთთა, ხოლო რ-აე ცხად ყოფს, რამეთუ მხსნელ ვეყავ ნათესავსა კაცთასა, ხოლო დ-ონი ცხად ყოფს, ვითარმედ ყოვლითურთ მართალ და სამარადისო და ცხოველ ვარ ვგიე უკუნისამდე.


წმიდისა მანდილისათვის
ხოლო შეიწყნარა რა ავგაროზ ეპისტოლე უფლისა და ურიათა ეუწყა, ვითარმედ მოსწრაფე არიან მოკლვად უფლისა, წარავლინა ავგაროზ მალემსრბოლი და ხელოვანი მხატვარი მოღებად ხატისა და მსგავსებისა იესოსა. და შესლვასა მათსა წინაშე ბჭეთა იერუსალიმისათა, შეემთხვია მათ უფალი და სიტყვა უგო მალემსრბოლსა და მხატვარსა და რქვა მათ: "კაცნო, მსტოვარნი ხართ თქვენ". ხოლო მათ რქვეს: "მოვლინებულნი ვართ ავგაროზისაგან ხილვად იესო ნაზარეველისა და მოღებად მსგავსებასა (ხატისა) მისსა". და უბრძანა მათ იესო მისლვა შესაკრებად.

და ხვალისა დღე დაჯდა იესო შესაკრებელად და ასწავებდა ერსა. ხოლო მალემსრბოლი შევიდა სამხატვროთურთ და დადგა და იწყო გამოხატვად მსგავსებად უფლისასა, და ვითარ ვერ შეუძლებდა გამოსახვად სახესა პირისა მისისასა, შესწუხნა ფრიად. და შეეწყალნეს იგინი უფალსა და რქვა მალემსრბოლსა: "შემოვედ და მომეც ტილო ეგე, რომელი გაქუს ავგაროზისაგან". ხოლო იგი შიშითა მრავლითა შევიდა და მისცა ტილო იგი იესოს. და მოიღო წყალი უფალმან ხელითა თვისითა, დაიბანა პირი თვისი და დაიდვა ტილო იგი პირსა ზედა თვისსა და მეყსეულად გადმოიხატა მას ზედა სახე პირისა მისისა და მისცა იგი მალემსრბოლსა და წარავლინა ავგაროზისა; ხოლო წარვიდეს რა მალემსრბოლი და მხატვარი ავგაროზისა მიმართ, გზასა ზედა დაემთხვია მათ ღამესა შინა ერთსა დადგომა გარეგან ქალაქისა, რომელსა რქვიან იერაპოლი, სავანესა მეკეცისასა, და დამალეს ხატი იგი უფლისა შორის ორთა კეცთა და დაიძინეს. ხოლო ჟამსა ოდენ შუა ღამისასა გამოჩნდა სვეტი ცეცხლისა ზეცით და დაადგრა ადგილსა მას, სადაცა იყო ხატი უფლისა; და ვითარცა იხილეს იგი მკვიდრთა მის ადგილისათა, შეეშინდათ და მოუწოდეს მყოფთა ქალაქისათა. და გან-რა-ვიდეს ქალაქით და იხილეს ხატი იგი. ენებათ წარღება მისი, ხოლო ჰპოვეს იგი გამოხატული ერთსა ზედა მათ კეცთაგანსაცა და აღიღეს კეცი იგი და დადუმნეს.

ხოლო ვითარცა მიიწია მალემსრბოლი ვითარ სტადიონ ერთ ქალაქად ედესად, განრღვეული ვინმე იპოვა ზედა, და შე-რა-ეხო ხატსა მას. მეყსეულად ახლდნა და ვიდოდა, და შევიდა სრბით ქალაქად, ხოლო ვითარცა იხილეს იგი მრავალთა, ურწმუნონი იყვნეს, ვითარმედ იგი არს, რომელი პირველად ორით კოჭლი იყო, ქვრივისა მის ძე, ვიდრეღა მიიყვანეს იგი მთავრისა ავგაროზისა და ჰკითხა მას ავგაროზ: "ვითარ განიკურნე?" და რქუა: "ვითარ სტადიონ ერთ ქალაქისაგან განსრულ ვიყავ თხოვად, და მგზავრმან ვინმე შემახო მე და მეყსეულად განვიკურნე". ხოლო შე-რა-ვიდა მალემსრბოლი იგი წინაშე ავგაროზისა და მისცა ხატი უფლისა, თაყვანი-სცა მას ავგაროზ და ამბორს-უყო, და დაიდვა ზედა კერძო მისსა და მეყსეულად აღსუბუქნა სენისა მისგან, და იმყოფებოდა მხიარულებით და მოელოდა მოციქულსა უფლისასა.

ხოლო შემდგომად ამაღლებისა უფლისა და ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტესსა ზეცად, მოივლინა მის მიერ თადეოზ ედესია ქალაქად განკურნებად ყოვლისა სენისა და ყოვლისა უძლურებისა ავგაროზისა; მოვიდა უკვე და უთხრა მას სიტყვანი უფლისანი: "შთავიდეს წყაროდ, რომელსა ეწოდების ვერასსან". და ნათელ-სცა მას ყოვლითურთ სახლეულით მისით, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, და მეყსეულად განსწმიდა იგი კეთროვნებისაგან და მხიარულებითა ადიდებდა და აკურთხევდა ღმერთსა, ამინ.

ხოლო შემდგომად მისა ავგაროზმან დაადგინა ხატი ესე ბჭესა ზედა ედესია ქალაქისასა ზედა წერილითა ამით: "ქრისტე ღმერთო, რომელი გესვიდეს შენ, არასადა დავარდეს". და ბრძანება ჰყო, რათა ყოველნი შემავალნი და გამომავალნი ქალაქით თაყვანის-სცემდიან საღმრთოსა მას ხატსა ქრისტესსა და ესრეთ აღასრულიან ბრძანება ესე პატივითა ჟამსა მთავრობისა ავგაროზისასა და შვილისა მისისა და შვილის-შვილისა მისისა; გარნა ძე შვილის შვილისა მისისა განდრკა რა და იქმნა კერპთ-მსახურ და ენება აღმოფხვრა საღმრთოისა მის ხატისა და ნაცვლად მისსა დადგინება კერპისა. მაშინ ეპისკოპოსმან ედესისამან გამოცხადებითა ღვთისათა აღანთო სანთელი წინაშე ხატისა მის და გარე მოზღუდა იგი, რათა არა სჩანდეს და შემდგომად მრავალთა წელთა, ჟამსა მეფობისა იუსტინიანესასა, ოდეს მოვიდა ხვასრო მეფე სპარსეთისა და ენება წარტყვენა ქალაქისა მის, მაშინ ეპისკოპოსი ედესიისა ევლავიოს მწუხარე იქმნა ხატისა მისთვის, რამეთუ იყო იგი დაფარულ და არავისადმი უწყებულ, თუ სადა არს; ხოლო გამოცხადებითა ღვთისათა კეთილ-მსახურმან ვინმე დედაკაცმან აუწყა მას ადგილი იგი, სადა იყო მოზღუდვილი, რათა განახვნეს იგი. და მან მსწრაფლ განახვნა და პოვეს და იხილა სასწაული საკვირველი, რამეთუ ვიდრე აქამომდე წინაშე მისსა სანთელი იგი მნათებარე იყო და შთამოასვენეს და გარე მოვლეს ქალაქი იგი და ხატითა მით საღმრთოითა, რომლითა იძლევნიეს მტერნი და უკუ იქცეს ძალითა ღვთისათა. ხოლო ოდეს დაიუფლა სრულიად სირია და ქალაქი ედესია მთავარმან სარაცინისამან ამირიმ, მაშინ მეფემან რომანოზმა გამოითხოვა მისგან, მიუძღვნა რა მას საფასე ფრიადი წმიდისა მის ხატისათვის და მოასვენა კონსტანტინეპოლედ მრავლითა პატივითა და სასწაულთმოქმედებითა და დაასვენა ეკლესიასა შინა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისასა, რომელსა ეწოდების ფარე, წელსა ქრისტესით 944, თვესა აგვისტოსა 16.

ბერძნის მეფეთა ლეონ ისავროელმა და კოპრონინომ დაიწყეს დევნა ხატებისა. აი, ამ დროს პირი-ღვთის ხატი საიდუმლოდ გადმოასვენეს კაბადოკიის ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში, მდინარე ჭოროხის ხეობაში. 1194 წელს თამარ დედოფალმა ანჩის ეპისკოპოსს იოანეს რკნაელს უბოძა საჭირო ნივთეულობა და უბრძანეს ხატის საუკეთესო ხელოვნებით მოჭედა. ამ დროინდელი ხუცური ასომთავრული წარწერა დღესაც კარგად იკითხება ხატის არშიაზე.

ანჩიდან წაასვენეს ახალციხეს, გორში, სოფელ ჭალაში, ამილახვარის იოთამის სახლში. ხატზე დღემდე კარგად დაცულია მშვენიერი წარწერა ღვთისმოყვარე გივი ამილახვარისა.

მას კარები განუახლებია და ჩამოუკიდნია კუბოზედ, როგორც დღეს არის (1686 წ.).

ჭალის სოფლიდან გადმოუსვენებიათ ქალაქ თფილისში და დაუსვენებიათ ანჩისხატის ეკლესიაში, სადაც დღესაც ასვენია.

ხელით უქმნელი პირი-ღვთის ხატი სიმაღლით არის ალაბ-ნახევარი, სიგანით - ერთი ალაბი. ჩასმულია კუბოში, რომლის სიმაღლე არის ორი ალაბი და ერთი გოჯი და სიგანე - ერთი ალაბი და ორი გოჯი. თვით სახე მაცხოვრისა ტილოზედ არის გამოხატული და კაკლის ფიცარზედ დაკრული. გარშემო ტილო შემოცვეთილია. შეხედულება სრულიად იუდიანთა სახისა აქვს და კარგად ეტყობა, მხოლოდ დიდი ხნის გამო თითქოს შებოლილია და გაშავებული. ტილოს გარშემო ორი თითის დადება ფიცარი სჩანს ირგვლივ და შემდეგ შემოვლებული აქვს გვირგვინი ძვირფასი თვალ-მარგალიტით შემკობილი.


ხელთუქმნელი ხატის ტროპარი
უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის-ვსცემთ, ქველის-მოქმედ, და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა, ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნნე, რომელნი შექმენ, მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ, სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

კონდაკი
გამოუთქმელსა შენსა ღვთაებასა და კაცთა მომართსა განგებულებასა, გარე შემოუწერელო სიტყვაო მამისაო, ხატსა გამოუწერელსა და ღვთის გამოხატულსა განხორციელებისა შენი­სასა საძლეველად შეუორგულებელად ვიცნობთ ჩვენ და პატივს ვსცემთ მას და ამბორს უყოფთ.


ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი
ევედრე კაცთმოყვარესა ღმერთსა, მცველო ჩემო, და ნუ დამიტევებ, არამედ ცხოვრება ჩემი მშვიდობით დაიცევ, და მომეც მე ცხოვრება უძლეველი.

შემწედ და მცველად ცხოვრებისა მომიგიე შ­ენ ღვთისა მიერ, ანგელოზო, და გევედრები შენ, წმიდაო, ყოველთა ჭირთაგან თავისუფალ-მ­ყავ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გაქვს შენ კადნიერება ღვთისა მიმართ, მცველო ჩემო წმიდაო, და ევედრე მას, რათა მიხსნეს ჭირთაგან და მაცხოვნეს მე.


ლოცვა ჯადოქრობისაგან თავის დასაცავად და ეშმაკეულთა განსაკურნებლად
წმინდისა მღვდელმოწამისა კვიპრიანესა და წმინდისა მოწამისა იუსტინა ქალწულისა მიმართ
კონდაკი: ხელოვნებისა მისგან მოგვობისა მოისწრაფე შენ, ღვთივგონიერო, საღმრთოსა მეცნიერებისა მიმართ, და აჩვენე სოფელსა სიბრძნეი შენი, ყოვლად ბრძენო, და პატივისმცემელთა შენთა კურნებასა მიანიჭებ. კვიპარიანე იუსტინას თანა, მეოხ გვეყვენით წინაშე კაცთმოყვარისა მეუფისა, რათა ვედრებითა თქვენითა შეიწყალნეს სულნი ჩვენნი.


ლოცვა გასაჭირში შეწევნისათვის
წმინდათა მოწამეთა ევსტრატის, ავქსენტის, ევგენის, მარდარისა და ორესტის მიმართ
წმინდანო ღვაწლისმძლენო მოწამენო და მხურვალენო შუამდგომელნო წინაშე საღმრთოსა საყდრისა, მოჰხედეთ ჭირთა და იწროებათა ჩვენ ზედა მოწევნულთა და გვიხსენით მოსწრაფებით, სარწმუნოებით და სურვილით პატივის-მცემელნი თქვენნი.


ლოცვა ბედნიერ ქორწინებაზე
მოციქულისა სვიმეონ ზილოტისა მიმართ
ტროპარი: მოციქულო წმიდაო სვიმეონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაი.

ღვთისმშობლისა
ღვთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩვენ, ცოდვილნი ესე და გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღად-ვყოთ სიღრმით გულისათ: ჰოი, დედოფალო, წყალობით შემწე მეყავ ჩვენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლ გვეწიენ, რამეთუ წარვსწყმდებით ჩვენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩვენთასა, ნუ გარე მიმაქცევ მონათა შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩვენი წინაშე ძისა შენისა და ღვთისა ჩვენისა.

წმიდისა ხატისა შენისა, ჰოი, დედოფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებით და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა. ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.


ლოცვა ქალიშვილთა გათხოვებაზე
წმინდისა საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის მიმართ
კონდაკი: მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერება აღასრულე და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან. ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.


ლოცვა უშვილობისას
წმინდათა მართალთა იოაკიმესა და ანას მიმართ
ტროპარი: რომელი სჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს და ყრმა ღვთივ-მონიჭებული გვიშვეს ჩვენ, იოაკიმ და ანა, ამისთვისცა დღეს ბრწყინვალედ განცხრების სოფელი და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა ხსენებასა მათსა და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩვენ რქა ცხოვრებისა სახლსა დავითისსა.

კონდაკი: იხარებს აწ ანა, ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი, და ზრდის ყოვლად-უხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოით მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცდელი.


ლოცვა ყრმათა მფარველობისთვის
წმინდისა ქალწულმოწამისა ბარბარესი
ბარბარეს წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრთხენი შემუსრა და, ვითარცა სირი, განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.

წმინდისა მართლისა სვიმონ ღვთისმიმრქმელისა
კონდაკი: მოხუცებული დღეს განხსნასა ევედრების საკრველთაგან ამის ხორციელისა ცხოვრებისათა და ქრისტესა მიიქვამს მკლავთა ზედა, შემოქმედსა და უფალსა.


ლოცვა მშობიარეთათვის
წმინდისა დიდმოწამისა ანასტასიასი
ტროპარი: ტარიგი შენი, იესო, ანასტასია, ხმობდა ხმითა მაღლითა: "შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯვარს ვეცმი და თანა დავეფლვი შენდა ნათლისღებითა, და მელმის შენთვის, რათა ვიდიდოცა შენ-თანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო, მიმითვალე, რომელი სურვილით მოვილტვი შენდა". მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი.

წმინდისა დიდმოწამისა ეკატერინესი
ჰოი, წმიდაო ეკატერინე, ქალწულო და მოწამეო, ჭეშმარიტო სძალო ქრისტესო! გევედრებით შენ, საკვირველითა მადლითა შენითა, რომლითაცა წინაგიძღოდა სიძე შენი, ტკბილი იესო, რაითამცა არცხვინე საცთურნი მტანჯველთანი სიბრძნითა შენითა, ორმეოცდაათი რიტორი სძლიე და დაარწყულე ზეციურითა მოძღვრებითა, ნათელსა ჭეშმარიტისა სარწმუნოებისასა შინა წარუძეღ მათ, ესრეთვე ითხოვე ჩვენთვისაცა საღმრთოი იგი სიბრძნე, ამინ.

ღირსისა მელანია რომაელისა
ტროპარი: შენს შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდექ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვაწლსა სულისასა - ვითარცა უკვდავსა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო მელანია.

მართლისა ზაქარიასი და ელისაბედისა
ტროპარი: მღვდელობისა სამკაულთა ბრწყინვალედ გარეშერტყმულმან, სჯულისაებრ ყოვლადდასაწველნი შეწყნარებულნი ღმრთისა მღვდელმშვენიერად შესწირნენ, ზაქარია, და იქმენ მნათობ და მხილველ საიდუმლოთა და მოსწავებათა მადლისათა შენ შორის მქონებელად გამოჩნდა, ყოვლად ბრძენო, და მახვილითა მოიკალ ტაძარსა შინა ღმრთისასა, ქრისტეს წინას­წარმეტყველო, წინამორბედისა თანა მეოხ გვეყავ ცხოვრებად სულთა ჩვენთათვის.


ლოცვა სნეულთათვის
შენ მხოლო ხარ, ქრისტე, მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა (სახელი) ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან, და აღადგინენ მაქებელად შენდა და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა, ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, აგრეთვე აწცა, მოწყალეო, ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა, და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღმხმელი და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკინისამდე. ამინ.

მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩვენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი ჰსწყლავ და კვალად განჰკურნავ; ძმასა ამას ჩვენსა სნეულსა ზედა მოჰხედე მოწყალებითა შენითა, მოჰყავ მარჯვენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნე მონაი ესე შენი (სახელი) და აღადგინე ესე ცხედრისაგან სნეულებისა მისისა, და შეჰრისხენ სულსა ამას უძლურებისასა და განაშორე ამისგან ყოველივე წყლულებაი და ყოველივე სალმობაი, ყოველივე გვემაი და ყოველივე მხურვალებაი, გინა ცხრო და რაოდენი რაი არს ამის თანა ბრალი, გინა უშჯულოება, მიუტევე, ულხინე, შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის. ჰე, უფალო, შეიწყალე დაბადებული ესე შენი ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


ლოცვა მგზავრობის მნებებელთა
გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ, ქრისტე, მოგზაური ანგელოსი აწ მოუვლინე მონასა შენსა (სახელი) მფარველად, ვითარცა ოდესმე ტობიას ყოვლისაგან ბოროტისა კეთილ-მითვალულებასა შინა უვნებლად დამცველი სადიდებელად შენდა, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა ლუკას და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი, მაცხოვარ, თანამავალ ექმენ აწ მონასაცა ამას შენსა, მგზავრობისა მნებებელსა, და იხსენ იგი ყოვლისა ბოროტისა გარემოდგომილებისაგან: რამეთუ ყოველივე ძალგიძს, რაოდენიცა გენებოს, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკინისამდე. ამინ.


დედის ლოცვა
ჰოი, სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, მამაო, ძეო და წმიდაო სულო!

გევედრები შენ უფალო, დაიცევ შვილნი ჩემნი (სახელები) ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა და უცნაურისა სიკვდილისაგან და ღირს-ჰყავ ისინი ზეცისასა შენსა სასუფეველსა. დაუსაბამოისა მამისა, თანადაუსაბამოით შენით ძითურთ და ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, თაყვანის-გცემ არსობით და გევედრები, ნუ დახშავ საუნჯეთა შენთა შვილთა ჩემთათვის (სახელები). ნუ მოიძულებ, მეუფეო, რამეთუ ხელთა შენთა ქმნილნი არიან. დაიცევ შვილნი ჩემნი (სახელები) ამა სოფლის ამაოებათა ხიბლისაგან, არამედ სრულიად აღავსე გულნი მათნი სულითა შენითა წმიდითა, რაითა ყოველნი მათნი საქმენი წარემართონ სულიერთა შენთა კეთილთა და საუკუნო ცხოვრებისაკენ. ამინ.

ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ!

შეეწიე შვილთა ჩემთა (სახელები), დაიცევ ისინი ყოვლისაგან ძრვისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ქარისაგან მომსრველისა და ყოვლისაგან ბოროტისა და სიკვდილშემოსილისა წყლულებისა, დაიცევ ისინი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, მხედართმთავარო უფლისაო, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო!

იხსენ და დაიცევ შვილნი ჩემნი (სახელები) ცილისწამებისაგან, ყოვლისაგან ჭირისა და უეცარი სიკვდილისაგან. შეიწყალენ შვილნი ჩემნი ჟამთა დღისათა, განთიადისა და მწუხრისა და ყოველთა ჟამთა შინა, მძინარენი დაიცევ, დაიფარე და შეზღუდე. დაიცევ შვილნი ჩემნი, დედუფალო, ყოველთაგან მტერთა ხილულთა და არახილულთა, ყოველთა ჟამთა და საქმეთა ექმენ შვილთა ჩემთა, დედაო, გადაულახავ კედლად და მტკიცე შემწედ, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


ლოცვა ოჯახის სიმტკიცისათვის
წმინდათა მოწამეთა ადრიანესა და ნატალიასი
ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღვთისა ჩვენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი.


ლოცვა სიყვარულის გასავრცობად
ტროპარი, ხმა 4
მოციქულთა შენთა სიყვარულის კავშირით შემაერთებელო ქრისტე, შეგვაერთენ ჩვენ, ერთგულნი მონანი შენნი, მით შენთან მჭიდროდ, რათა აღვასრულებდეთ მცნებათა შენთა და სიყვარულითა შენითა და სიყვარულითა წრფელითა ვიყუარებოდეთ ურთიერთას, ლოცვითა ღმრთისმშობელისათა, მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

კონდაკი, ხმა 5.
სიყვარულის ცეცხლით გაათბე შენდამი გულნი ჩვენნი, ქრისტე ღმერთო, რათა მით აღნთებულთა გულით, გონებითა და მთელი არსებით შეგიყვაროთ წრფელად, მცნებათა შენთა დამმარხველნი გადიდებდეთ შენ, ყოველთა კეთილთა ჩვენდა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.


ლოცვა ბოროტისაგან დასახსნელად
(ანტიქრისტეს მახეთა და ბეჭდისაგან)
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, გვიხსენ ჩვენ მოახლოებულისა ღმრთივშერისხულისა და ბოროტისა ეშმაკისა ანტიქრისტეს ხიბლისაგან და ყოველთა მისთა მაცდურებათაგან. დაიფარე ჩვენი სულიერი მამა, მოძღვარი (სახელი) და ჩვენ ყოველნი სულიერნი შვილნი მისნი და ყოველნი მახლობელნი ქრისტიანენი ყოვლისაგან ვერაგისა ანტიქრისტეს და ყოველთა მისთა საცთურთაგან და ნუ მოგვცემ ჩვენ, უფალო, რათა გვეშინოდეს ეშმაკის ჩვენზედა მოწევნულისა ამაოისა შიშისაგან უმეტეს შიშისა ღმრთისა, რათა არა განგიდგეთ შენ და წმიდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა. მოგვეც ჩვენ, უფალო, ძალა წამებად და სიკვდილად სახელისათვის შენისა, და წმიდისა შენისა მართლმადიდებელისა ეკლესიისათვის, და არა მივიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყვანი-ვსცეთ მას. არამედ მოგვეც ჩვენ, უფალო, დღე და ღამე ცრემლნი ცოდვათა ჩვენთათვის და შეგვიწყალენ ჩვენ დღესა მას საშინელისა სამსჯავროსა შენისასა, ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
11.06. 2014
n
Me maqvs es avgarozi dzveli rogoratac weria is daxlorbit 2 saukunisa
სხვა სიახლეები
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
07.10.2022
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler