ტროპარ-კონდაკი დიდებულისა მოციქულისა და მახარებლისა მათესი
ტროპარ-კონდაკი დიდებულისა მოციქულისა და მახარებლისა მათესი
ტროპარი
მწოდებელსა მას შენსა ქრისტესა მეუფესა, დამტევებელი მეზვერეობისა გულსმოდგინედ შეუდეგ, რომელი გამოუჩნდა კაცთა ქუეყანასა ზედა სახიერებისათვის, და მოციქულად რჩეულად გამოსჩნდი, და ახარე სახარებაი სოფელსა ხმამაღლად; ამისთვის პატივს ვსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, მათე ღმრთისმეტყველო, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი
უღელი იგი მეზვერეობისა განაგდე და უღელსა მას სიმართლისასა შეეყავ და გამოსჩნდი რჩეულად ვაჭრად, სიმდიდრე მოიგე მაღალი იგი სიბრძნე, ვინაიცა ქადაგე სიტყუაი ჭეშმარიტებისა და დახსნილნი სულნი აღადგინენ მოსწრაფედ, და გამოგვიწერე ჩუენ დღე იგი სასჯელისა.
ბეჭდვა
1კ1