დაუჯდომელი საგალობელი დედოფლად წოდებულისა ივერიის ღმრთისმშობლის ხატისა სიხარულის მომნიჭებელისა
დაუჯდომელი საგალობელი დედოფლად წოდებულისა ივერიის ღმრთისმშობლის ხატისა სიხარულის მომნიჭებელისა
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12 ჯერ)

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

ფსალმუნი 50
მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდადა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია ( 3 გზის)

ტროპარი
ყოვლადწმიდაო და მარადის ქალწულო, უბიწოო და შეუგინებელო, უფროსად დიდებულო, მშობელო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, რომელმან დიდითა წყალობითა შენითა მოგვმადლე ჩუენ დედოფლად წოდებული პირი ივერიის ღვთისმშობლის ხატისაჲ, მომნიჭებელი სიხარულისაჲ, აწ ჩუენცა განგვამტკიცე სარწმუნოებასა შინა და მოგვანიჭე სიყვარული ღვთისა და მოყვასისა რაჲთა მხილველნი ურიცხვთა სასწაულთა ხატისა მიერ შენისა აღსრულებულთა, სიხარულითა შეგასხამთ და ვადიდებთ ღმერთსა.

კონდაკი 1

წარდგომილნი წინაშე წმიდისა ხატისა შენისა, წყალობასა მოველით შენგან, ყოვლადწმიდაო დედოფალო, რამეთუ შენ მიერ მოგვეცემის სიხარული ყოველთა, რომელნი ესე მოსრულ ვართ თაყვანისცემად სიწმიდისა შენისა, წადიერად და სურვილით ვხადით სახელსა შენსა წმიდასა და გიგალობთ ესერეთ, გიხაროდენ დედოფალო მომნიჭებელო სიხარულისაო.

იკოსი 1
მეოხო მხურვალეო, დედაო ღმრთისა მაღლისაო, ქერუბიმთა უბრწყინვალესო, სერაფიმთა უპატიოსნესო მხოლოო, და აწ ყოვლადსაგალობელო ღვთისმშობელო ქალწულო გევედრებით ვითარცა მქონებელსა უბრძოლველისა ძლიერებისასა გჳჴხსენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან, რაითა ვხმობდეთ შენდა მომართ:
გიხაროდენ დედოფალო, სამკჳიდრებელო მიუწვდომელისა ღმრთეებისაო;
გიხაროდენ დედოფალო, კიბეო ზეცისაო, რომლისა მიერ გარდამოხდა ღმერთი;
გიხაროდენ დედოფალო, შემმოსუელო ჩუენდა საუკუნოისა სიხარულისაო;
გიხაროდენ დედოფალო, დაუჭნობელო ყვავილო ქალწულებისაო;
გიხაროდენ დედოფალო, ნუგეშინისმცემელო ჩუენო;
გიხროდენ დედოფალო, საუნჯეო სიწმიდისაო;
გიხაროდენ დედოფალო; მომნიჭებელო სიხარულისაო!

კონდაკი 2
საუკუნითგან დაფარული საიდუმლოჲ განგიცხადა, დედოფალო ღვთისმშობელო, გაბრიელ მთავარანგელოზმან, რომელი გარდამოხდა ზეცით და გიღაღადა: გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ კურთხეულო შორის დედათაო, რამეთუ მუცლად იღებ შემოქმედსა საუკუნეთასა. ალილუია.

იკოსი 2
ყოვლადსახიერო დედაო ღმრთისაო, რომელმან ჭეშმარიტად
გვიშევ ჩუენ ღმერთი ხორცითა, კრავჲ უმანკოჲ და გზაი ცხოვნებისაჲ, განმქარვებელი სიკუდილისაჲ და მომნიჭებელი საუკუნოისა ცხოვრებისაჲ, ამისთვისცა სიყვარულით გიღაღადებთ შენ:
გიხაროდენ დედოფალო, დადგინებულო ღმრთისა მიერ უაღმატებულესო ზეციურთა ძალთაო;
გიხაროდენ დედოფალო, ჩუენდა მომართ მარადის დედობრივისა სიყუარულისა გამომვლენელო;
გიხაროდენ დედოფალო, სასწაულთმოქმედითა ხატითა შენითა გარდამომვლენელო ჩუენ ზედა შენისა მოწყალებისაო;
გიხაროდენ დედოფალო, სიხარულო ყოველთა მწუხარეთაო;
გიხაროდენ დედოფალო, ერთგულთა შენთა მცველო და ნავთსაყუდელო;
გიხაროდენ დედოფალო, ხორციელთა სნეულებათა ჩუენთა მკურნალო;
გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

კონდაკი 3
შემდგომად დიდებით ამაღლებისა უფლისა ჩუენისა იესოჲ ქრისტჱსა, რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა, მაშინ ქუეყანაჲ ესე ჩუენი საქართველო წილად ხვდა მოქცევად ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, ხოლო უფალმან მოუვლინა ანგელოზი ზეცით დედასა თჳისსა რქმად: ნუ განეშორები იერუსალჱმით, არამედ წარავლინე წილხვედრსა შენსა ივერიას მოციქული ანდრია ხარებად სახარებისა და სადიდებელად უფლისა: ალილუია.

იკოსი 3
მთისა მის წმიდისა ათონისა განმანათლებელო, სადაცა იქადაგე სახარებაჲ ქრისტჱსი და კერპნი წარმართთა შემუსრენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ამა საწუთროჲსა ღელვათაგან განრინებულნი ათონის მოსაგრენი მამანი გადიდებენ დღისით და ღამით:
გიხაროდენ დედოფალო, იოაკიმესა და ანას მორჩო წმიდაო;
გიხაროდენ დედოფალო, მშობელო ღმრთეებრივისა კრავისაო;
გიხაროდენ დედოფალო, უბიწოდ დამმარხველო ქალწულებისაო;
გიხაროდენ დედოფალო, წმიდათა წმიდათასა ზედა აღმატებულო;
გიხაროდენ დედოფალო, ამა ქუეყანასა ზედა გულითა წმიდათა სიხარულითა აღმავსებელო;
გიხაროდენ დედოფალო, შემწეო განსაცდელთა შინა მყოფთაო;
გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

კონდაკი 4
ღმრთისმშობლის ხატისა მის მქონებელი დედაკაცი ქურივი შეშფოთნა, ჰხედვიდა რაჲ მხედარსა ხატმებრძოლსა, რომელმან იხადა მახვილი და სცა ხატსა მისსა, წმიდასა და ყოვლადპატიოსანსა. ეჰა საკვირჳელებათა შენთა, ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ გარდამოხდა სისხლი ხატისაგან, ვითარცა ცხოველისაგან, ხოლო ქურივმან შეპყრობილმან შიშისაგან, რაჲთა არა შეგინებულ იქმნეს წმიდაჲ ხატი, ცრემლითა და ვედრებითა შთაასვენა ზღვად, გარნა იხილა რაჲ წყალთა ზედა აღმართული და მავალი დასავლეთად, სიხარულითა გმადლობდა და ადიდებდა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 4
სუეტი ნათლისაჲ ყოვლადბრწყინვალჱ ზღვითგან ვიდრე ცამდე
დაადგრა წმიდასა ხატსა შენსა, ოდეს მოსცურა მთად ათონისად, მახლობლად ივერთა სავანისა, ხოლო მონაზონთა წმიდისა მის მთისათა მიისწრაფეს ზღვის კიდედ და იხილეს რაჲ წმიდაჲ ხატი ღმრთისმშობლისაჲ ზღუასა ზედა მიმომსვლელი ძალითა ზეგარდმოჲთა ღაღად-ყვეს წადიერად:
გიხაროდენ დედოფალო, უაღმატებულესო საუნჯეო ყოვლისა სოფლისაო;
გიხაროდენ დედოფალო, სუეტო ქალწულებისაო;
გიხაროდენ დედოფალო, სიხარულო და დიდებაო მორწმუნეთაო;
გიხაროდენ დედოფალო, მთისა ათონის მოსაგრეთა ხელმწიფებაო და სკიპტრაო;
გიხაროდენ დედოფალო, აღმომაცენებელო ცხოვრებისა პურისაო;
გიხროდენ დედოფალო, ხატებაო ზეციურისა სიწმინდისა და სახარებისაო;
გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

კონდაკი 5
დაღაცა-თუ ილოცეს მამათა მათ ათონელთა, რაჲთამცა ღირს-ქმნილიყო ათონისა მთაჲ ხატისა მის დავანებისა, გარნა ვერვინ მიეახლა წმიდასა ხატსა შენსა, ხოლო იწყეს რაჲ ლოცვაჲ და ღამისთევაჲ ცრემლთა დამთხეველთა, აუწყე ბერძენთა : " გაბრიელ ქართველმან მიიქუას ხატი ჩემი, რამეთუ მხოლოჲ იგი არს ღირს შეხებად მისა", მაშინ გაბრიელ სარწმუნოებითა, სიმდაბლითა და სიყუარულითა შევიდა ზღვად და მისწვდა რაჲ სხუათაგან მიუწვდომელსა საუნჯესა, გამოიყვანა ქუეყანად და დიდითა პატივითა დაასუენა ეკლესიასა შინა მონასტერსა ივერიელთასა და აქებდა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 5
სასწაულმოქმედი ხატინ შენი ღმრთისმშობელო მარიამ, მცველად და მფარველად მოუვლინე რაჲ ბერ-მონაზონთა ივერთა სავანისასა, დიდითა პატივითა დაასუენეს საკურთხეველსა შინა ტაძრისასა, გარნა მიეფარა და შემდგომად ძიებისა იპოვეს კარიბჭესა ზედა ივერთა მონასტრისასა, მაშინ მუნ აღუშენეს ეკუდერი შუენიერი და უწოდეს საკვირჳელსა მას ხატსა ღმრთისმშობელი კარიბჭისაი, რომელსაცა შევამკობთ ძალისაებრ ჩუენისა:
გიხაროდენ დედოფალო, უმაღლესო განმგებელო მთისა ათონისაო;
გიხაროდენ დედოფალო, საკჳირველად შემაერთებელო ქალწულებისა და შობისაო;
გიხაროდენ დედოფალო, შუენიერებაო ეკლესიისაო;
გიხაროდენ დედოფალო, ყოველთა შენდა მოლტოლვილთა დამფარველო მადლითაო;
გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ ვედრებითა შენითა მსწრაფლ განაქარვებ ჩვენზედა მართლად მოწევნადსა რისხვასა;
გიხაროდენ დედოფალო, ათონის მთის მეუდაბნოეთა მფარველო და ზღუდეო;
გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

კონდაკი 6
ყოვლადწმიდასა ხატსა ივერიის ღმრთისმშობლისასა, რომლისა მიერ მრავალნი სასწაულნი და საკჳირველებანი მოედინებიან, წმიდისა მის მთის ათონისა მკვიდრნი ჰჴმობენ მფარველად თჴისად და სიხარულით მადლობენ და ადიდებენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 6
ჵ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დედოფალო ზეცისა და ქვეყანისაო, მსასოებელნი წმიდისა ამის ხატისა შენისანი, გევედრებით წადიერად: მეოხ გვეყავ ჩუენ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რომელი მოწყალე არს და მიუწვდომელ ძლიერებითა, რაჲთა რისხუასა შინა წყალობითა მოგვიხსენოს და ღირს გვყოს შესხმად და შემკობად სიწმიდისა ამისა შენისა:
გიხაროდენ დედოფალო, სიხარულად გარდამაქცეველო მწუხარებათა ჩუენთაო;
გიხაროდენ დედოფალო, ვარსკულავო წყვდიადსა შინა მაჩუენებელო გზისაო;
გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ ჭეშმარიტად შეგვიყუარენ ჩუენ სიყუარულითა დედობრივითა;
გიხაროდენ დედოფალო, წინაშე წმიდისა ხატისა შენისა მვედრებელთათჳის მომნიჭებელო კეთილთაო;
გიხაროდენ დედოფალო, წყაროო დაულევნელო მოწყალებისა უხუებისაო;
გიხაროდენ დედოფალო, აღსრულებაო ყოველთა კეთილთა სურვილთაო;
გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელოს სიხარულისაო!

კონდაკი 7
გაქებთ შენ ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, რომელმან გამოცხადებითა საკჳირველითა, ერთსა კეთილმორწმუნესა მას ქართველსა სახიდ თჳისად მოუვლინე ათონითგან მოსრული ხატი კარიბჭისაჲ, და შთააგონე რაჲ პირისა მისისა დაწერაჲ და წაბრძანებაჲ მთად ათონისად, სიხარულით გმადლობდა და ადიდებდა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 7
შენ რომელმან მცვლეთა ყოვლადპატიოსნისა ხატისა შენისასა მეოხად და მფარველად მოუვლინე წმიდაჲ მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი, რომელი უძღოდა მათ გზასა წრფელსა, მშვიდობით შესვლად მთად ათონისად ამისთვისცა შვილნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი შეგამკობთ ხმითა მაღლითა:
გიხაროდენ დედოფალო, კაცობრივისა ცნობისა მიერ გამოუკვლეველო სიმაღლეო;
გიხაროდენ დედოფალო, ანგელოსთაცა უწმინდესო;
გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ ხილულ იქმნა უხილავი შორის შენსა;
გიხაროდენ დედოფალო, რომლისა მიერ შევიმეცნებთ ქრისტეს;
გიხაროდენ დედოფალო, მანათობელო დილაო ჩუენისა ცხოვრებისაო;
გიხაროდენ დედოფალო, სასოებაო მოგზაურთაო;
გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

კონდაკი 8
ურიცხვთა ათონურთა მათ სასწაულთმოქმედთა ხატთა თანა დაბრძანებული და წმიდათა ნაწილთა ზედა დასუენებული, "დედოფლად" წოდებული ხატი შენი ღმრთისმშობელო, იმოსებოდა მადლითა და ძლიერებითა, ხოლო ჩუენ მხილველნი და მსმენელნი წმიდისა ხატისა შენისაგან მომდინარეთა მრავალთა სასწაულთა, სიხარულითა შეგამკობთ და უღაღადებთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 8
მთისა მის წმიდისა ათონისა მოსაგრენი მამანი ოდეს ჰხედავდნენ პირსა კარიბჭის ღვთისმშობლისასა, კრძალვითა თაყუანს სცემდენ და სახელდებენ ვითარცა დედოფალსა, რამეთუ დიდითა პატივითა დაასუენებდენ საკურთხეველსა ტაძართა თჳისთა მონასტერთასა და ესრეთ უგალობდენ ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა:
გიხაროდე დედოფალო, რამეთუ ლოცვითა შენითა მოველით სასუფეველსა ცათასა;
გიხაროდენ დედოფალო, მეოხო ჩუენო წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისაო;
გიხაროდენ დედოფალო, მანათობელო ცისკარო ცხორებისა ჩუენისაო;
გიხაროდენ დედოფალო, ყოველთათჳის მომაგებელო აღურაცხელისა უხუებისაო;
გიხაროდენ დედოფალო, მეოხებითა შენითა შენმდობელო ჩუენთა ცოდვათაო;
გიხაროდენ დედოფალო, განმღებელო ჩუენდა საუკუნოისა სიხარულისა ბჭეთაო;
გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

კონდაკი 9
ვითარცა მფარველი მოევლინე მცველთა ხატისა შენისათა დედოფალო ღვთისმშბელო და გამოუჩინე მეგზური გზად ივერონისად, რომელნი ვიდოდეს უვალთა ღელეთა და უდაბურთა შინა ათონისათა, ეგრეთცა დაგვიფარენ ჩუენ და გვიძღოდე ყოველთა სულიერ და ხორციელ განსაცდელთა შინა მყოფთა, რაითა მადლიერებითა აღვსილნი გნატრიდეთ და მარადის უგალობდეთ უკუდავსა მეუფესა და ღმერთსა: ალილუია

კონდაკი 9
შეწევნითა შენითა და ნებითა ღმრთისაითა, ათონად წარგზავნილნი მტჳირთველნი ხატისანი მიეახლნენ რაჲ ხატსა შენსა ყოვლადპატიოსანსა "პორტაიტისად" წოდებულსა, მცველმან მონასტრის ეკუდერისამან მიიქუა რაჲ ახლადგამოწერილი ხატი ეგე შენი, ლოცვითა და გადასახვითა ჯუარისაითა პირისპირ დაასუენა ხატსა მას კარიბჭის ღმრთისმშობლისასა, რაჲთა მოეღო მადლი სიწმიდისაგან მისისა და გაქებდა წადიერებითა:
გიხაროდენ დედოფალო, განსაცდელთა შინა მყოფთათვის გზისა მაჩვენებელო;
გიხაროდენ დედოფალო, რომელი დაუძინებელად ევედრები ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა მოსდრიკო იგი ჩუენდა მოწყალებითა თვისითა;
გიხაროდენ დედოფალო, განმადიდებელო შენდა განმადიდებელთაო;
გიხაროდენ დედოფალო, განმღებელო ჩუენდა დახშულთა მათ კართაო;
გიხაროდენ დედოფალო, დედაო უმანკოებისაო;
გიხაროდენ დედოფალო, მეოხო ჩუენო მხურვალეო;
გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

კონდაკი 10
მსასოებელმან ივერიის ღვთისმშობლის ხატისამან პატრიარქმან საქართველოჲსამან იხილა რაი ათონითგან კუალად მობრძანებული " დედოფლად " წოდებული ხატი ეგე შენი, განიხარა სიხარულითა დიდითა, თაყუანი სცა და უწოდა ხატსა მას "მომნიჭებელი სიხარულისაჲ", რაჲთა ყოველნი შეუვრდენ სასოებითა და სარწმუნოებითა, და ჰმადლობდნენ უფალსა : ალილუია.

იკოსი 10
ყოვლადპატიოსანი ხატი შენი, ღმრთისმშობელო, აღმოგვიბრწყინდა, ვითარცა დედოფალი საქართველოჲსა და წილხვდომილისა ერისა შენისა, რომელი მსწრაფლ შეეწევის სარწმუნოებითა და სასოებითა წინაშე მისსა მლოცველთა და ესრეთ მღაღადებელთა:
გიხაროდენ დედოფალო, ჩუენთვის გამღებელო მოწყალებისა კარისაო;
გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ კურთხეულისა ხატისა შენისაგან სასწაულნი მოგვეცემიან;
გიხაროდენ დედოფალო, ყოველთა კეთილთა თხოვნათა ჩუენთა აღმასრულებელო;
გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ შენითა მეოხებითა მოვიღებთ ჩუენ წყალობასა ღმრთისასა;
გიხაროდენ დედოფალო, მოკლებულისა სარწმუნოებისა ამაღორძინებელო;
გიხაროდენ დედოფალო, სძალო უსძლოო;
გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

კონდაკი 11
ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, სიქადულო ივერიისა წმიდისა ეკლესიისა და მფარველო ჩუენისა ერისაო, გევედრებით გარდამოგვივლინე მადლმოსილი შეწევნაჲ შენი, დაგვიფარე ჩუენ ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და მოგვანიჭე სიხარული ზეციერი ქრისტეს მადიდებელთა: ალილუია.

იკოსი 11
უფროჲსად კურთხეულო დედაო ღმრთისაო, რომელმან მოგუმადლე ჩუენ "დედოფლად" წოდებული ხატი ივერიის ღვთისმშობლისაჲ, რომლისა თანა არს მადლი და ძლიერებაჲ შენი, გევედრებით, დიდითა წყალობითა შენითა მოგვხედო ჩუენ მოსავთა შენთა, რაითა ღირს ვიქმნნეთ შევრდომად კურთხეულისაცა ამის საუნჯისა, რაითა შენ მიერითა სიმხნითა შეჭურვილნი გნატრიდეთ მადლიერებითა და ვიტყოდეთ ქებასა:
გიხაროდენ დედოფალო, გამოჩინებითა ხატისა შენისაჲთა განმანათლებელო ყოველთა კაცთაო;
გიხაროდენ დედოფალო, ხელითა შენითა მიმრთმეველო ღმრთისა მიმართ თხოვნათა ჩუენთაო;
გიზაროდენ დედოფალო, ხატისა შენისა მიერ აღმომადინებელო ყოველგან სასწაულთა წყაროთაო;
გიხაროდენ დედოფალო, მსგავსად ღრუბლისა, ხატისა შენისა ქუეყანასა ზედა განმავრცობელო;
გიხაროდენ დედოფალო, ვენახო ახლად აყვავებულო;
გიხაროდენ დედოფალო, სიწმინდეო მიუწვდომელო და სიმდაბლეო გამოუთქმელო;
გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

კონდაკი 12
ვერ შემძლებელ არს კნინი ენაჲ ჩვენი საკადრისად შესხმად
შენდა ღვთისმშობელისო ქალწულო, რომლისაგან უთესლოდ განხორციელდა სიტყვაი ღმრთისაი, და მომცემელმან ძუელისა აღთქუმისამან აღთქუმაი ახალი მოგუმადლა, და საიდუმლოი ახალი გუიჩვენა რაჟამს აღასრულა სერობაი მოციქულთა თანა და სიკუდილითა თვისითა სიკუდილი მოაკვდინა და აღდგომითა ცხოვრებაჲ მოგვანჭა მღაღადებელთა მისთა: ალილუია.

იკოსი 12
ყოველთა მორწმუნეთა სიხარულითა აღავსებს, "დედოფლად" წოდებული ხატი შენი დედაო ღვთისა, და უშურველად აღმოაცენებს მადლსა და წყალობასა, ხოლო ყოველნი სარწმუნოებითა მილტოლვილნი ამბორისყოფად მისდა, მიემთხვევიან სათხოვართა კეთილად აღსრულებასა, წადიერებით შეგამკობენ და გიგალობენ:
გიხაროდენ დედოფალო, საფარველო და სასოებაო ჩუენო;
გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ ღვთისადმი სათნოყოფ ჩვენთა ლოცვათა;
გიხაროდენ დედოფალო, განდიდებულო სიმდაბლითა შენითაო;
გიხაროდენ დედოფალო, სიხარულო და დიდებაო მორწმუნეთაო;
გიხაროდენ დედოფალო, მსწრაფლშემსმენელო ხმათა მათ მვედრებელთაო;
გიხაროდენ დედოფალო გამოჩინებითა ხატისა შენისაითა განმაბრწყინველებელო ეკლესიისაო;
გიხაროდენ დედოფალო, მომნიჭებელო სიხარულისაო!

კონდაკი 13
ყოველსა სასოებასა დავსდებთ შენ ზედა, ღმრთისა დედაო, წყალობისა შენისა მეძიებელნი სიხარულით მოვილტვით წმიდისა ხატისა შენისა მომართ, დედოფალო, და სავედრებელსა ამას აკათისტოსა მოგართუამთ სამადლობელად; გევედებით მიიღე ესე და მეოხ გვეყავ ჩუენ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა რათა გვიხსნას გეენისაგან, ბნელისა და საუკუნოჲსა სატანჯველისაგან და ოხითა შენითა დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა და წმიდათა თანა ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.

კონდაკი 13 წარმოითქმის 3 - გზის და შემდგომ იკოსი-1 და კონდაკი-1

სავედრებელი ლოცვა
ჵ, ყოვლადმოწყალეო ღმრთისმშობელო, დედოფალო ყოველთაო, მიიღე სავედრებელი ესე და ისმინე ჩუენი წინაშე სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა ქვეშე შევრდომილთა ვედრებაჲ, გარდამოიხილე ზეცით და მოხედე სამკვიდრებელსა ქართველთასა და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩვენსა და განამტკიცე იგი. დაიცევ წმიდა ეკლესიაი ივერიისა და ყოველნი შვილნი მისნი, უწმინდესი და უნეტარესი მამამთავარი ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი სრულიად საქართველოისა, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.
ჵ დედოფალო ზეცისა და ქვეყანისაო, გარდამოავლინე დედობრივი კურთხევაჲ ეგე შენი ქალაქთა, სოფელთა და ყოველსა სახლსა ზედა ქრისტიანეთასა, გაამთლიანე მრავალჭირნახული წილხვდომილი ქუეყანაჲ ესე შენი, დედაო ღმრთისაო, გევედრებით: განკურნენ უძლურნი, გამოიხსენ განსაცდელთა შინა მყოფნი, განარინენ ზღვასა შინა მავალნი და უცხოეთს მცხოვრებნი ყოველნი ქართველნი მშვიდობით დაუბრუნე სამშობლოს თჳისთა.
ჵ ყოვლადსაგალობელო ღმრთისმშობელო, დაიცევ ერი შენი ყოვლისაგან ჭირისა, სნეულებისა, სიყმილისა, სვრისა, ძვრისა, კვლისა, სეტყვისა, ცეცხლისა და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან. შენ გევედრებით ყოვლადწმიდაო დედოფალო, შევრდომილნი წინაშე წმიდასა ხატსა შენსა, მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა და შეგვიწყალენ და საშინელსა დღესა მას განკითხვისასა შუამდგომლობითა და მეოხებითა შენითა ღირს გვყვენ დადგომით მარჯუენით ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რონელსა შუენის ყოველი დიდება და თაყუანისცემაჲ, თანადაუსაბამოით მამით მისით და სახიერით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
ბეჭდვა
1კ1