ლოცვები საღამოს 6 საათზე
ლოცვები საღამოს 6 საათზე
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა , პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.



ფსალმუნი 69

1. ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. 2. ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მართლ-უკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა. 3. მიიქცენ მუნთქუესვე სირცხვილეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა! 4. გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი. 5. ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

წმიდა გიორგის ტროპარი

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ამინ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.05.2019
ტროპარი:   სვეტ-იქმენ მართლმადიდებლობისა საღმრთოთა დოღმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლესიისა, მღვდელმთავარო ათანასე,
15.08.2017
ეს არის წმინდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა, რომელიც სულის სიღრმემდე შეგძრავთ. ეს უდიდესი წმინდანი უფალს მადლობას სწირავს იმ მოთმინებისთვის, რაც წამების ჟამს მომადლა
01.07.2016
კონდაკი 1

კრავისა მიერ უბიწოჲსა აღრჩეულნო ქადაგნო, რომლისთჳსცა დაიკლვენით, ქრისტეს ღმრთისა ყოვლადდიდებულნო მოციქულნო პეტრე და პავლე!
08.06.2016
ტროპარი: ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
07.06.2016
ტროპარი: ვითარცა საღმრთო საუნჯე დაფარული ქვეყანასა ზედა, ქრისტემან გვიჩუენა ჩუენ თავი შენი, წინამორბედო და ნათლისმცემელო,
16.04.2016
აღსარების წინ საკითხავი ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ. ამინ.
07.04.2016

"ღირს არს"-ის ნაცვლად საკითხავი საგალობელნი სრულიად წელიწადსა შინა

ბზობის კვირას
ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩუენ დღეს,
22.03.2016
უფალო, შეიწყალენ სულიერი მამა, მოძღვარი და მასწავლელი ჩემი (სახელი), იჴსენ იგი ყოვლისაგან ბოროტისა, განსწმიდე იგი ყოვლისაგან ბიწისა და მოჰმადლე მას ჴორციელი და სულიერი სიმრთელე და დაიფარე ლოცვითა წმიდათა ანგელოზთათა და ნუ დასჯი ცოდვათა ჩემთათჳს.
21.03.2016
ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთჳს თავს ისხნეს,
20.02.2016
მეზვერისა და ფარისევლის კვირა

კონდაკი: ვევლტოდეთ ფარისევლისა მის სიმაღლესა და ვისწავოთ მეზვერისა იგი სიმდაბლე
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
14 აგვისტოდან იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის მადლით იყო გაბრწყინებული. მოციქულთა მსგავსად, იგი სიტყვითა და ლოცვით განამტკიცებდა ქრისტიანულ ეკლესიას.