პირველმოწამე, მოციქულთა სწორი თეკლა
პირველმოწამე, მოციქულთა სწორი თეკლა
ტროპარნი
ჭურო რჩეულო, ჭურისა მისგან რჩეულისა სიწმიდით მდიდრად აღვსებულო, ქალწულთა გვირგვინო, პირველმოწამეთა შორის დიდებულო თეკლა, მეოხ-გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.

რომელი დაემოწაფე სიტყუასა პავლესსა, უბიწოო, და დაემტკიცე სარწმუნოებასა ზედა პეტრესსა, ღმრთისწოდებულო, პირველმოწამე იქმენ და პირველმოღუაწე შორის დედათა აღხედ ცეცხლსა ზედა, და არა შეგეხო ალი მისი, მხეცნი და კურონი შენგან შეძრწუნდეს სასწაულითა ჯუარისათა; ქრისტესა ევედრე, ყოვლადქებულო, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

კონდაკი
ქალწულებისა სიკეთითა განბრწყინდი და მარტვილობისა გვირგვინითა შეიმკვე, და მოციქულება გერწმუნა, ქალწულო, ვითარცა დიდებულსა პავლეს, და ცეცხლისა ალი ცვარად გარდააქციე, და კუროსა გულის წყრომა ლოცვითა შენითა დააცხრვე, ვითარცა პირველმოწამემან.
ბეჭდვა
1კ1