პირველმოწამე რაჟდენი - სოფელ წრომს წამებული
პირველმოწამე რაჟდენი - სოფელ წრომს წამებული
ტროპარი: ხენეშისა სარკინოზობისა დამტევებელსა და ჭეშმარიტებისა გზასა მავალსა, ქრისტესთვის მრავალთა ჭირთა მიმთვალველსა, მოწამეთა შორის საჩინოსა, საქართველოს მნათობსა, დიდსა მოწამესა რაჟდენს შევასხმიდეთ, მორწმუნენო, ძნობითა საღმრთოითა, რაითა მეოხებითა მისითა ვიხსნეთ განსაცდელთაგან.

კონდაკი:
მწყემსისა ჭეშმარიტისა შედგომილო და სუფევისა მისისა საღმრთოსა ზიარო, მონაო სარწმუნოო, და მსგავსად მთიებისა საჩინოო მნათობო, სასურველისა შენისა ქრისტესა შეწირულო, დიდო მოწამეო რაჟდენ, გვიოხენ ჩუენ მაქებელთა შენთა.
ბეჭდვა
1კ1