წმინდა მოწამენი, საქართველოს მეფენი არჩილი და ლუარსაბი
წმინდა მოწამენი, საქართველოს მეფენი არჩილი და ლუარსაბი
კონდაკი
აწ განსცხრებოდე, ქუეყანაო ქართველთაო, რამეთუ შენ შორის დაითხია სისხლი მრჩობლ მეფობითა შემკულისა არჩილ ღუაწლისა მძლისა და უძლეველისა, რომელმან დასდვა სული თვისი ერისათვის, მსგავსად მხსნელისა, და აწ წინაშე წმიდისა სამებისა იხარებს, და მეოხ არს დაუცხომელად ჩუენ ყოველთათვის.


კონდაკი
ნათელცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან, ახლად მოწამედ გამოჩინებულად, სპარსთა აღვირ აღმსხმელო და მართლუკუნ მქცეველო, ღუაწლით შემოსილო მეფეო, რომელმან უსჯულოსა მის მეფისა ქადაგებანი არად შერაცხენ და მეოხ ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ბეჭდვა
1კ1