სრულიად საქართველოს აღსარება დღესა მას სინანულისასა
სრულიად საქართველოს აღსარება დღესა მას სინანულისასა
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სრულიად საქართველოს აღსარება დღესა მას სინანულისასა

დაუსაბამოო და დაუსრულებელო, უხილავო და მიუწვდომელო, უძლეველო და მოწყალეო, სიყვარულო და სასოებაო ჩვენო, წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, - დიდება შენდა.

ძეო ღვთისაო, უფალო იესო ქრისტე, თანაარსო და თანასწორო მამისაო, სიტყვაო მამისაგან მხოლოდშობილო, ჩვენთვის განკაცებულო, ჯვარცმულო, მკვდრეთით აღმდგარო და ამაღლებულო, მეორეს მოსვლისას წყალობით განმკითხველო და შემწყნარებელო მონანულთაო, - დიდება შენდა.

სულო წმიდაო, უფალო, მამისაგან გამომავალო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, უძლურთა მკურნალო და ნაკლულევანთა აღმავსებელო, - დიდება შენდა.

ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, ერთღვთაებობით თაყვანისცემულო, არსთაგანმრიგეო, - დიდება შენდა.

"შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ, უფალო და გევედრებით, შენ ღმერთო ჩვენო".

ყოვლადწმიდაო სამებაო, რომელსა გაქუს ხელმწიფება ცოდვათა მიტევებისა, შეგივრდებით უხმარნი ჩვენ მონანი და მხევალნი შენნი სრულიად საქართველო, ყოველნი ქართველნი და ჩვენთა წინაპართა სახელით გევედრებით, მოგვანიჭე განცდაი ცოდვათა ჩვენთა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, წინაშე შენსა მოვიდრეკთ მუხლთა სულისა და ხორცთა ჩვენთასა, აღგიარებთ უსჯულოებათა ჩვენთა და გთხოვთ, მოწყალებით შეგვინდე ჩვენ და ჩვენთა წინაპართა მრავალნი ცოდვანი ჩვენნი.

მიუტევე ერსა ჩვენსა პირველი და უმძიმესი ცოდვა ადამისა - ამპარტავნება. ქედმაღალნი ვიყავით და ვართ, ვითარცა ცარიელნი თავთავნი პურისანი და მარად ვივიწყებთ სწავლებასა ბრძენისა სოლომონისა: "ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცეს მადლი" (იგავნი 29,23). "დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა" (იგავნი, 16,18).

უფალო, განგვკურნე ჩვენ ამ სენისაგან და შეგვიწყალენ ჩვენ.

უფალო შეგვინდე და გვაპატიე შენგან განდგომა და ურწმუნოება, ტაძრებისა და მონასტრების ნგრევა, ეკლესიის შეურაცხყოფა, მართლმადიდებელი სარწმუნოების უარყოფა, შეგვინდე უფალო სასულერო პირთა და ბერ-მონაზონთა დევნა და დამცირება.

გვაპატიე, ღმერთო, სამშობლოს ღალატი და ორგულება, კაცთა კვლა, ძმათა სისხლის ღვრა, დედათა მიერ ჩვილთა მუცლად მოწყვეტა.

დიდად გცოდეთ უფალო მრუშებით, მეუღლისა და ოჯახის ღალატით, მეძაობით.

გცოდეთ, უფალო, მშობლების მიმართ უპატივცემულობით, შეურაცხყოფითა და გულგრილობით და დავივიწყეთ გაფრთხილება ესე შენი: "წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი" (მეორე სჯული 27,16), - როგორც ბრძანებს მეფე სოლომონი.

ვცოდეთ, უფროსების დამცირებით, განკითხვით, გარდაცვლილთა ულოცველობით, მათთა ნაშრომთა და ნაღვაწთა დაუცველობით და დაუფასებლობით.

ვცოდეთ არაწმიდა ფიქრით, ცილისწამებით, შურით, მეგობართა მიმართ ღალატით, შფოთით, მრისხანებით, შურისძიებით, სხვისი ქონების მიტაცებით, სიხარბით, ქურდობით, ძალადობით, სიმდიდრის სიყვარულით და მასზე იმედის დამყარებით;

შეგვინდე და გვაპატიე, უფალო: ლოთობა, ნარკომანია, მტრობა და ღვარძლი, სხვისი ნაკლისა და ცოდვების განკითხვა, ეგოიზმი, გემოთმოყვარება, პატივმოყვარეობა, ქონებისა და ფულის უაზროდ ფლანგვა, მომხვეჭელობა, გაჭირვებულთა დაუხმარებლობა, პირადი განდიდების სურვილი.

ღმერთო მოწყალეო, ვცოდეთ უსაქმურობით, დაზარებით, უიმედობით, აღსარებისა და ზიარების გარეშე ცხოვრებით, მკითხავთა დაჯერებით, ოთხშაბათ-პარაკსევს და სხვათა მარხვათა დარღვევით, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე წირვაზე დაუსწრებლობით, თვითმკვლელობაზე ფიქრით, შვილების, ახლობლებისა და სხვა ადამიანების წყევლით, ჭეშმარიტი რწმენისა და სულიერების გარეშე შვილთა აღზრდით, არაეკლესიური, ამაო ცხოვრებით და მრავალი სხვა ცოდვით.

ჩვენცა უფალო, შენთა მდაბალთა მსახურთა - სასულიერო პირთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა შეგვინდევ უღირსად მსახურება შენი, შეგვეწიე, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ.

ჰოი, უფალო, მუხლმოდრეკილნი გევედრებით ჩვენთა წინაპართა, სრულიად საქართველოსა და ყოველთა ქართველთა სახელით, მკვიდრთა საქართველოისათა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფთა ჩვენთა თანამემამულეთა სახელით, და შეგთხოვთ, მოიხილე ჩვენ ზედა დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებანი და ცოდვანი ჩვენნი. გვასხურე ჩვენ უსუპითა და განვსპეტაკნეთ. შეახე ყოვლადწმიდა ხელი შენი სულსა და ხორცსა, გულსა და გონებასა ჩვენსა და განგვწმიდენ ჩვენ.

მწყემსო კეთილო, რომელმან გვზარდე, და გვწურთნე წელნი ათასეულნი და მრავალთა განსაცდელთაგან საკვირველად გვიხსენ, აწცა მოგვხედე მოწყალებითა.

შეჭირვებულნი გევედრებით, აღადგინე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, დალოცე მამული ჩვენი და ყოველი მკვიდრი მიწისა ამის, მტერნი და მებრძოლნი ჩვენნი მოყვარედ მოაქციენ, მოგვეც, მოწყალეო, შეუორგულებელი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მშვიდობა, სიბრძნე, თავმდაბლობა, სიხარული, გული გონიერი, უნარი ცოდვათა მიტევებისა, უნარი კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, შთაგვაცვი სამოსელი სპეტაკი ნათლისღებისა და შეგვაერთე სიყვარულითა, რათა ვიყოთ ერთ სამწყსო და შენ იყო მწყემსი ჩვენი კეთილი.

ცოდვათა ჩვენთა ზღვა აღძრულ-არს და დანთქმასა გვიქადის, მაგრამ შენზედა მონდობილნი, უფალო, ვსასოებთ, რათა აღსრულდეს ნათქვამი შენი: "მეწამულიც რომ იყვეს თქვენი ცოდვები, თოვლივით განვასპეტაკო; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით ვაქციო. ნისლივით წარვხოცავ უსჯულოებათა შენთა და ღრუბელივით ცოდვათა შენთა; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე შენ" (ისაია 1,18, 44,22).

მკვიდრნო ყოვლისა საქართველოისა და ყოველნო ქართველნო. "განღებულ არს კარი სინანულისაი, შევიდეთ მას შინა, ძმანო შევინანოთ შეცოდებანი ჩვენნი, რათა მიერ გამოვიდეთ წმიდანი ხორცითა და განათლებულნი სულითა" (იოანე მინჩხი).

უფალო ჩვენო, გულთა მხილველო ისმინე და შეიწირე აღსარებაი ჩვენი მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა. გვაცხოვნენ ჩვენ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ.

2003 წლის 9 მარტი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
07.10.2022
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler