ღირსმოწამე ანდრია კრიტელი - დიდი კანონი
ღირსმოწამე ანდრია კრიტელი - დიდი კანონი
ორშაბათი
გალობა ა
ძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე, მაცხოვარებად ჩემდა, ესე ღმერთი ჩემი, და ვადიდო ესე უფალი მამისა ჩემისა და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ-არს (ყველა ძლისპირი იკითხება ორგზის).

მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე
(ჩასართავი იკითხება ყოველი მუხლის შემდეგ).

ვინა ვიწყო მე გლოვად საქმეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ანუ რომელი დასაბამი-ვყო ქრისტე გოდებისა ამის; არამედ, ვითარცა ტკბილმან, მომცენ ცრემლნი ლმობიერნი.

მოვედ, სულო მდაბალო, ხორცთა თანა და დამბადებელსა აღუარენ და იჯმენ პირველისა მის უსიტყვებისაგან და შესწირენ შენ უფალსა ცრემლნი სინანულისანი.

პირველ-შექმნილსა ადამს გარდასვლითა ვებაძვე და ვაგრძენ სიშიშვლე ჩემი ღვთისაგან და მაღლისა მის მეფობისა და წმიდისა ფუფუნებისა, დაცემათა ჩემთათვის.

ჰოი, უბადრუკო სულო, რასა ემსგავსე პირველსა ევას; რამეთუ მიხედე და იწყალ შენ მწარედ, და შეეხე ხესა და სჭამე ყოვლადწარმდებად ჭამადი მაკვდინებელი.

გრძნობადისა ევას წილ საცნაური ევა, ხორცთა ჩემთა ვნებული აღძვრა მიჩვენებდა მე ტკბილთა, რომელთა გემო რა ვიხილე, დავაკლდი შენსა მას მეცნიერებასა.

სამართლად განიხადა ედემით ადამ, რამეთუ არა დაიმარხა ერთი მცნება შენი, ხოლო მე რა ვყო, რომელი სამარადისოდ უდებ-ვყოფ სიტყვათა შენთა, მაცხოვარ!
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზესთარსო სამებაო, ერთღვთაებით თაყვანის-ცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლე ცრემლნი სინანულისანი.


გალობა ბ
ძლისპირი: მოიხილე, ცაო, და ვიტყოდე აწ, და ვაქებდე ქრისტესა, ქალწულისაგან მოსრულსა ჩვენთვის.

მოიხილე, ცაო, და ვიტყოდე აწ, ქვეყანაო, ისმინე სინანულით ღვთისმგალობელისა.

მომხედენ მე მოწყალითა თვალითა ვითარცა სახიერმან და მიითვალე აღსარება ჩემი.

შეგცოდე შენ უფროს ყოველთა კაცთა, მხოლომან განგარისხე, არამედ ღვთაებრ მაცხოვნე ქმნილი შენი.

გამოვსახენ უკეთურნი ვნებანი გემოს-ხილვითა ურჩებისათა და წარვსწყმიდე გონებისა შვენიერება.

გარდამეცნეს ღელვანი ვნებათანი, მოწყალეო უფალო, არამედ, ვითარ პეტრეს, ხელი აღმიპყარ.

ბიწიან-ვყავ ტაძარი ხორცთა ჩემთა, დავაბნელე ხატება და მსგავსება, რომლითა პატივ-მეცა.

დავაშავე ბრწყინვალება სულისა გემოთა ვნებათათა და მიწად გამოვაჩინე გონება.

განვბძარე მე პირველი სამოსელი, რომელი პირველითგან მიქსოვა ღმერთმან და ვსძე მე შიშველი.

მმოსიეს მე ხენეში კვართი, რომელი მიქსოვა გველმან ედემს განზრახვითა და კდემულ ვარ შენგან.

მეძავისა მის ცრემლთა მეცა შევსწირავ, მაცხოვნე, ვითარ იგი, მაცხოვარ, წყალობითა შენითა.

წარვსწყმიდე მე პირველ-ქმნილი სიკეთე, შვენიერება ჩემი, და მდებარე ვარ შიშველი და კდემული.

ბეჭთა ჩემთა მცემდეს მწარედ ვნებათა წინამძღვარნი და მათნი ძმაცვანი განაგრძვნეს ჩემზედა.
დიდება

სამებასა ერთსა სამპირებით ვაქებ ყოველთა ღმერთსა, მამასა, ძესა, და სულსა წმიდასა.
აწ და

უბიწოო დედოფალო ქალწულო, ყოვლად-საგალობელო, ევედრე გულსმოდგინედ, რათა გვაცხოვნნეს.


გალობა გ
ძლისპირი: შეურყეველსა ზედა კლდესა ბრძანებათა შენთასა დაამტკიცე, ქრისტე, გული ჩემი.

ცეცხლი უფლისა მიერ, სულო, უფალმან აწვიმა პირველ, და დასწვნა ქალაქნი სოდომურნი.

მთად აღისწრაფე შენ, ჰოი სულო, ვითარ-იგი პირველ ლოთ, და სეგორს შეესწარ დაქცევასა.

ევლტოდე შენ, ევლტოდე, ჰოი სულო, სოდომურსა დაწვასა, ევლტოდე რისხვასა ღვთივაღძრულსა.

მე მხოლომან ვსცოდე შენდამი, მე ვსცოდე უფროს კაცთა, ქრისტე მაცხოვარ, ნუ დამაგდებ მე.

ჰოი, მწყემსო სახიერო, ქრისტე, მომიძიე ცხოვარი და ცთომილსა ნუ უგულებელს-მყოფ.

შენ ხარ დამბადებელი ჩემი, შენ ხარ ტკბილი იესო, და შენ მიერ განვმართლდები, მხსნელო.

აღგიარებ შენ, მაცხოვარ, შეგცოდე, შენ შეგცოდე, არამედ მილხინე და მაცხოვნე, სახიერ.
დიდება

ერთო ღმერთო სამგვამოვანო, მაცხოვნე მე ცოდვილი და ხრწნილებისაგან განმარინე.
აწ და

გიხაროდენ შენ, ღვთისმშობელო, გიხაროდენ, საყდარო უფლისაო და დედაო ღვთისაო.


გალობა დ
ძლისპირი: ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად-ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ და ხმობდა: უფალო, მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა.

ქმნულსა შენსა ნუ უდებ-მყოფ, დაბადებულსა ნუ შეურაცხ-მყოფ, მსაჯულო, დაღათუ მხოლომან ვსცოდე, ვითარცა კაცმან, უფროს ყოველთასა, ჰოი კაცთმოყვარეო, არამედ გაქუს, ვითარცა უფალსა ყოველთასა, ხელმწიფება მოტევებად.

ახლოს არს, სულო, სიკვდილი, ახლოს არს, არა ზრუნავ, არცა მზაიქმნები, ჟამი შემოკლებულ-არს, აღიმსთვე შენ, ახლოს და კართა ზედა სდგას მსაჯული: სიზმრებრ და ყვავილებრ წარვლენ ჟამნი შენნი, რასა ამაოდ ვშფოთებ.

განიფრთხვენ შენ, სულო ჩემო, მოიხსენენ საქმენი, რომელნი გიქმნიან, და მათი შენანება მოართვ ღმერთსა, და ცვარნი ცრემლთანი გამოადინენ, კადნიერად მიუთხრენ საქმენი მოგონებითურთ ქრისტესა და განმართლდი.

არა არს სოფელსა შინა ცოდვა, არცა დაცემა, არცა სიბოროტე, მხსნელო, რომელი მე არა მიცოდავს, გონებით და სიტყვით და მოგონებით, ნებებით და ჯერ-ჩინებით და ქმნით, ვითარ სხუასა არცა ერთსა ვის სადა.

ამისგან მხილებულ-ვიქმენ, ამისგან დავისაჯე მე საწყალობელი თვით სვინიდისისა თვისისაგან, რომლისა არა რა უმკვეთლეს არს, მაცხოვარო და მსაჯულო ჩემო, გამომიხსენ და მაცხოვნე მონა შენი.

კიბე, რომელი იხილა მამათმთავართა შორის დიდმან, სულო ჩემო, სახე იყო საქმისა აღსავალთა, და მეცნიერებისა მის ხარისხთა: გნებავს თუ საქმით და ხედვით და მეცნიერებით ცხოვრება, განახლდი შენ.

სიცხე დღისა დაითმინა რუდუნებითურთ დიდმა მამათმთავარმან, და ყინელი ღამისა მოითმინა, დღითიდღე ჭირთა შემატებითა, მწყსითა, ცვითა და მრწემობითა, რათა ორნი მეუღლენი მიიყვანეს.

ორ-მეუღლედ გულისხმა ყვენ საქმე და მხედველი ცნობად: ლია, ვითარცა შვილ-მრავალი - საქმედ და რაქილ, ვითარცა ჭირ-მრავალი - ცნობად; რამეთუ თვინიერ შრომისა არცა საქმე, არცა ხედვა და ცნობა წარემართების, სულო.
დიდება

განუყოფლად არსებითა, შეურევნელად პირებითა ღვთისგმეტყველებ, სამხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამწმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა.
აწ და

შობ და ქალწულებ, უხრწნელო, და ჰგიე ორ-კერძოვე ბუნებით ქალწულად. შობილი განაახლებს ბუნებისა სჯულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად, რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი და ჰყოფს მას, რაიცა ენებოს.


გალობა ე
ძლისპირი: ღამითგან ვიმსთობ შენდა, კაცთმოყვარე, განმანათლე მოქენე და მიძღოდე მე, ტკბილო, მცნებათა შინა შენთა და მასწავე, სახიერ, ქმნა ნებისა შენისა.

ცხოვრება ჩემი ბნელსა შინა წარვვლე, რამეთუ არმურ წყვდიად, და უკუნ-მომცველ მექმნა ღამე ცოდვათა ჩემთა, არამედ ძედ ნათლისად გამომაჩინე, მხსნელო.

მსგავს ვიქმენ რუბენისსა მე დახსნილი და ყოვლად-უსამართლო და უსჯულო განზრახვა-ვყავ ღვთისათვის მაღლისა, და ვმძლავრე საწოლსა ჩემსა, ვითარცა მან მამისასა.

აღგიარებ შენ, ქრისტე, ღმერთისა კრავო, შეგცოდე, შეგცოდე შენ, და ვითარცა იოსებ ძმათა, მეცა განვყიდე ნაყოფი სიწმინდისა და უბიწოებისა.

შეკრული განისყიდა ღირსი სული ძმათა თვისთა მიერ და მონა იქმნა მართალი, სახედ ქრისტეს მხსნელისა, ხოლო შენ, სულო ჩემო, მიესყიდე ცოდვასა.

მიემსგავსე, ჰოი სულო უბადრუკო, იოსებ ბრძნისასა მას საღმრთოსა გონებასა და ნუ უძღებ-იქმნები უსიტყურთა კრთომათა მიყოლითა მარადის.

დაიმკვიდრა იოსებ მღვიმე სახედ საცხოვრებელთა შენთა ვნებათა, მეუფეო, ხოლო მე უბადრუკმან რა შევწირო ოდესცა შენდა ესე-ვითარი.
დიდება

შენ, სამებასა ერთსა ღმერთსა, გაქებ სამწმიდითა ქებითა: მამასა უშობელსა, ძესა შობილსა მისგან და სულსა გამოსრულსა, მარტივსა არსებითა.
აწ და

შენგან მიიღო ჩემი შემოქმედმან თბე, უხრწნელო ქალწულო და დედაო, რომელმან შექმნა საუკუნენი და შეაყო ღვთაება ბუნებასა კაცთასა.


გალობა ვ
ძლისპირი: ღაღად-ვყავ მე სიღრმით გულისათ მოწყალისა მიმართ ღვთისა და ისმინა ჩემი ჯოჯოხეთით ქვესკნელით, და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი.

ცრემლთა თვალთა ჩემთასა, მხსნელო ჩემო, და სიღრმით-გამო სულთქმათა მოსწრაფედ შევსწირავ, და ვხმობ ესრეთ გულითა: შეგცოდე, ღმერთო, მილხინე მე წყალობით.

განუდეგ შენ, სულო, უფალსა შენსა, დათან და აბირონისებრ, გარნა ხმობდი: მიხსენ ჯოჯოხეთით ქვესკნელით, - ნუუკვე ღრმამან დანახეთქმან დაგფაროს.

ველურ-ქმნილსა დიაკეულსა, სულო, მიემსგავსა პირველ ეფრემ, ხოლო შენ ქურციკებრ იხსენ საფრხით ცხოვრება, ფრთოვან-ქმნილმან საქმით და ხედვით და გონებით.

მოსეს ხელმან გარწმუნენ, სულო, ვითარ ძალუძს ღმერთსა კეთროვნისა ცხოვრებისა კუალად განწმენდად და შემკობად, და ნუ უდებ-ხარ, დაღათუ განკეთროვნდე.
დიდება

სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა და ერთობა ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე და სული ღმერთმთავარი.
აწ და

ღმერთი გვიშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა, ვითარცა მიზეზსა ყოველთასა, ცხოვრებად ჩვენდა ევედრე, ღვთისმშობელო.

კონდაკი
სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს: აღსასრული მოახლებულ-არს და გეგულვების აღშფოთება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს, და ყოველსავე აღავსებს.


გალობა ზ
ძლისპირი: ვსცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ და არცა ვყავთ, მეუფეო, ვითარ იგი შენ მამცნენ ჩვენ, გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, მაღალო, მამათა ჩვენთა ღმერთო.

ვსცოდე და უსჯულო ვიქმენ მე და შეურაცხვყვენ მცნებანი შენნი, და ცოდვათა შინა ჩემთა ვიშევ და წყლულთა ზედა შევსძინენ წყლულნი, არამედ შენ შემიწყალე ვითარცა მოწყალემან მამათა ჩვენთა ღმერთმან.

დაფარულთა გონებისათა აღგიარებ შენ, მსაჯულსა ჩემსა; იხილე სიმდაბლე ჩემი, იხილე ჭირი ჩემი და მოჰხედენ სჯასა ჩემსა და მილხინე ვითარ კაცთმოყვარემან მამათა ჩვენთა ღმერთმან.

წარსწყმიდნა რა ოდესმე საულ კარაულნი მამისანი, სულო, გარეწარ საქმედ მეფობა ჰპოვა ძებნასა შინა. ხოლო შენ ჰრიდე, ანუ სადა აღირჩივნე სუფევასა ქრისტესსა უსიტყურნი კრთომანი.

დაღათუ სცოდა, სულო ჩემო, დავით ღვთისა მამამან ოდესმე და განიგმირა ისრითა მრუშებისათა, და კვალად ბოროტის მკვლელობისათა, გარნა უძვირესთა ჰყოფ საქმეთა წურთითა გონებისათა.

შეაერთა ოდესმე დავით უსჯულოება უსჯულოებასა და კაცის კლვა მრუშებასა, ხოლო სინანულიცა მრჩობლი აჩვენა მეყვსეულად, არამედ შენ უძვირესმცოდველი, სულო, მას ბაძევდ მოქცევითა.

განაქიქა ოდესმე დავით, ვითარცა ძეგლსა ზედა წარწერით გალობასა შინა თვისსა, და მხილებულ-ჰყო ცოდვა, სთქვა რა ესრეთ: მიწყალე მე, მხოლოსა შეგცოდე ყოველთა ღმერთსა, შენ განმწმიდე, უფალო.
დიდება

მარტივი და განუყოფელი თანაარსად თაყვანის-ცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნათელნი, სამწმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი ადიდენ, სულო, და ერთღვთაებად ჰმონე.
აწ და

გიგალობთ შენ, თაყვანის-გცემთ შენ და გაკურთხებთ შენ, ღვთისა დედაო, რამეთუ ერთი წმიდისა სამებისა შევ ქრისტე ღმერთი, სრული ჭეშმარიტი, და შენ განმიხვენ ჩვენ ქვეყანისათა შესავალნი ცათანი.


გალობა ც
ძლისპირი: რომელსა ძალნი ცათანი აქებენ, და სძრწიან მისგან ქერუბიმ-სერაფიმნი, ყოველი აღგებული, ყოვლით სულითურთ სძნობდით და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

შეცოდებული შემიწყნარე, მხსნელო, და წადიერ-ჰყავ გული ჩემი მოქცევად, მონანული მაცხოვნე და მომხედენ, რომელი ვხმობ: შეგცოდე, შემიწყალე და წარწყმედული მპოვე.

ეტლთა მფლობელი ილია ეტლითა სათნოებათათა აღსხდა რეცა ზეცად და მიწიერი კაცი ზესთა-ექმნა ჰაერსა, აღსლვასა მას მისსა იხსენებდი შენ, სულო ჩემო.

ელისე, ოდესმე შემწყნარებელმან ილიას ხალენისამან, მიიღო მრჩობლი მადლი უფლისა მიერ, ხოლო შენ, სულო ჩემო, არა ზიარ იქმენ მადლისა მის უწესოდ სლვითა.

იორდანისა იგი დინება პირველ, ილიას ხალენითა ელისეს მიერ, განიკვეთა და დასდგა, ხოლო შენ, სულო ჩემო, მადლისა მის ვერ ზიარ იქმენ უწესოდ სლვითა.

სომანიტელმა ოდესმე, ჰოი სულო, მოწმედ შეიწყნარა წინასწარმეტყველი, ხოლო შენ არცა უცხო, არცა მგზავრი ისტუმრე, რომლისათვის სასძლოთ გარე განვარდები მტირალი.

გეეზისა ემსგავსე, უბადრუკო, საძაგელსა და ბილწსა ნებასა, სულო, რომლისა ანგარება აწღათუ სიბერესა განაგდე შენ შიშითა ცეცხლისათა და იჯმენ მისგან.
დიდება

ღმერთო მამაო და თანა-ღმერთო ძეო და ნუგეშინის-მცემელო სულო წრფელო, უშობელო მამაო და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო, გამოსრულო სამობით ერთო, მაცხოვნე.
აწ და

სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი, ღვთივ-გვამოვანთა ხორცთა მეუფისათა, მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენსა, ამისთვისცა საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებთ შენ.


გალობა თ
ძლისპირი: უთესლოდ მიდგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღვთისა შობა ჰსცვალებს ბუნებისა წესთა, ამისთვის შენ ყოველნი ტომნი, ღვთისა სძალო და დედაო, დაუდუმებლად გადიდებთ.

გონება მწარედ წყლულ-არს, ხორცნი - დახსნილ და განკაფულ, სნეულ-არს სული, მოუძლურებულ - სიტყვა, წარწირულ-არს ცხოვრება, და სიკვდილი კართა ზედა, ვინაცა, უბადრუკო სულო, რამე ჰყო, ოდეს მოვიდეს მსაჯული დიდი განსჯად შენდა.

მიგითხარ შენ მოსესი სოფლის შესაქმე, ჰოი სულო, რომლისა მიერ ყოველივე სჯულისა წერილი გვაუწყე შენ, მართალთა თანა ცრუნი; ხოლო შენ შემდგომთა ბაძავ, უდებო, არა პირველთა მათ, ღვთისა მიერ უგუნურ-ქმნითა.

სჯული მოუძლურდა და ურგებ-იქმნა სახარება, ხოლო წერილნი ყოველნივე - ცუდმაშვრალ, წინასწარმეტყველნი - უქმ და ურგებ - სწავლისა სიტყვა, რამეთუ წყლულნი შენნი, სულო, გამრავლდეს არა-ყოფითა კურნებად შემძლებელისათა.

ახლისა წიგნისათა მოგართვამ კვალად სახეთა, მომყვანებელთა შენთა ლმობიერად, მართალთა ბაძევდ, სულო და ცოდვილთა თანაწარხედ, და მოწყალე-ჰყავ ქრისტე ღმერთი მარხვითა და ვედრებითა, განკრძალვითა და სიწმიდითა.

ქრისტე განკაცნა, სულო, და სინანულად უწოდდა ავაზაკთა და მეძავთა, ინანდი აწ, განხმულ-არიან კარნი სასუფევლისანი და, შევლენ მას შინა ყოველნივე მეზვერენი და ცოდვილნი, და მემრუშენი მონანულნი.

ქრისტე განკაცნა, სულო, და ხორცითა გვეზრახა ჩვენ და ყოველნივე ბუნებისა საქმენი სრულებით აღასრულნა, თვინიერ ხოლო ცოდვისა, და ხატი და სახე გიჩვენა დამდაბლებისა თვისისა, რათა განგაახლოს წყალობით.

ქრისტე აცხოვნნა მოგუნი, მწყემსთა უწოდა და ჩვილთა ბანაკი წმიდა მოწამედ შეიწყნარა, მართალსა ქურივსა-თანა მოხუცებული ადიდა, რომელთა არა ბაძავ, სულო, არცა საქმით, არცა ქცევით და ვაი შენდა, რაჟამს დაგსჯიდენ.

იმარხა მაცხოვარმან ორმეოცი დღე და მერმე შეემშია მას, რათა აჩვენოს კაცთა ბუნებისა ქონება, და შენცა ნუვე დახსნები, სულო, მოგიხდეს თუ მაცდური, რამეთუ მარხვა და ლოცვა გქონან საჭურველად მის ზედა.
დიდება

მამასა თაყვანის-ვცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთა, და ცხოველსა და ცხოველთა, ცხოველს-მყოფელსა ყოველთასა.
აწ და

უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე შენ მიერ მეფობს საღმრთოდ, შენ მიერ მოაქვს ძალი და შენ მიერვე სძლევს მტერთა, ზესთა ექმნების განსაცდელთა, მბრძოლთა გარე მიაქცევს და მართებს განსაგებელთა თვისთა.

ლოცვა ანდრიასი
ანდრია, სამ-გზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის ევედრე, რომელნი მხურვალედ გიგალობთ შენ, რათა ვიხსნეთ ჩვენ რისხვისა, იწროებისა და ხრწნილებისა და აურაცხელთა ცოდვათაგან, რომელნი სარწმუნოებით გხადით შენ.


სამშაბათი
გალობა ა
ძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა ესე ღმერთი ჩემი და ვადიდო ესე უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ-არს.

მივემსგავსე კაენს, მკვლელსა, ცნობითა, და მოვკალ სულისა სვინდისი და განვაცხოველენ ხორცნი, და აღვსძრენ მას-ზედა გულისა ჩემისა იგი ვნებულნი გულისთქმანი.

აბელისსა, იესო, არა მივემსგავსე სიმართლესა, და ძღვენი საღმრთონი არა მოგართვენ შენ, არცა საქმე ღირსი, არცა მსხვერპლი განწმედილი, არცა ცხოვრება უბიწო.

ვითარცა კაენ, სულო, ჩვენცა შევსწირენით ღმერთსა საქმენი ხენეში მსხუერპლთა თანა შეგინებულთა და მოქალაქობითა - ბილწი და მოძაგებული, რომლითა დავისაჯენით.

ცხოვლად შემზილე თიხა, ხელოვანთ-მთავარმან მეკეცემან, ხორცად და ძვალად, სამშვინველად და სულად, არამედ, ჰოი მხსნელო, ღმერთო და მსაჯულო ჩემო, მონანული შემიწყნარე.

აღგიარებ, მაცხოვარ, ცოდვათა, რომელნი ვქმნენ, და ხორცთა და სულისა ჩემისა წყლულთა ნაგვემთა, რომელნი შინაგან მწარედ დამხსნეს ჩემ-ზედა მკვლელებრთა გულისსიტყვათა.

დაღათუ ვსცოდე, მხსნელო, არამედ უწყი, რამეთუ ტკბილ-ხარ, მოსწყლავ თანალმობით და კურნებ წყალობით, მტირალსა მიხედავ და უძღებსა შვილსა კვალად შეიტკბობ ვითარცა ღმერთი.
დიდება

ზესთარსო სამებაო, ერთღვთაებით თაყვანისცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.
აწ და

ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.


გალობა ბ
ძლისპირი: მოიხილე, ცაო, და ვიტყოდე აწ და ვაქებდე ქრისტესა, ქალწულისაგან მოსრულსა ჩვენთვის.

შემიკერნა ტყავისა სამოსელნი ცოდვამან ჩემმან და ღვთივქსოვილი სამოსელი განმძარცვა.

მმოსიეს მე სამოსელი კდემისა, მსგავსად ლეღვის ფურცელთა, მხილებად თვითმფლობელთა ვნებათა.

სამოსელი შებღალული მმოსიეს და მწვირითა ვნებულად, გემოვნისა ქცევისათა ვიშთვები.

შთავრდომილ ვარ უფსკრულსა ვნებათასა და ნივთთა ხრწნილებასა, ამისთვის მეცინის მტერი ჩემი.

ნივთმოყვარე და მონაგებთმოყვარე ცხოვრება უნივთოსა აღვირჩიენ და განვზრქენ ცოდვითა.

განვაშვენე ხორცთა ხატება და მრავალფერთა გულისთქმათაგან შეგინებულ ვიქმენ, და დავისაჯე.

გარეშისა ხოლო განშვენებისა მზრუნველმან, შინაგანი ღვთივქმნული შემკობა უგულებელს-ვყავ.

პირველისა მის ხატისა სიკეთე დავფალ ვნებათა შინა, მპოვე, მხსნელო, დრაჰქმისა მის მსგავსად.

ვითარცა რა მეძავი ვხმობ: შეგცოდე, მხოლომან შეგცოდე შენ, და მიიხვენ ცრემლნი ჩემნი მირონად.

მილხინე მე, - ვიტყვი მეზვერისაებრ, - მაცხოვარ, მილხინე მე, რამეთუ არავის უცოდავს ჩემებრ.
დიდება

სამებასა, ერთსა სამპირებითა, ვაქებ ყოველთა ღმერთსა, მამასა, ძესა და სულსა წმიდასა.
აწ და

უბიწოო დედოფალო ქალწულო, ყოვლად-საგალობელო, ევედრე გულსმოდგინედ, რათა გვაცხოვნნეს.


გალობა გ
ძლისპირი: დაამტკიცე, უფალო, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, შერყეული გონება ჩემი, რამეთუ ღმერთი მხოლოდ ძლიერ, მართალ და წმიდა-ხარ.

წყლად ცხოველად მოგიგებ დამხსნელსა მაგას სიკვდილისასა და ვხმობ სიღრმით გულისა ჩემისათ პირველ განსვლისა: ვსცოდე, მილხინე და მაცხოვნე.

შეგცოდე შენ, უფალო, შეგცოდე, მილხინე მე, რამეთუ არა ვინ არს ცოდვილი კაცი, რომელსაც არა აღვემატე შეცოდებითა.

ჟამსა მას ნოესსა, მაცხოვარ, ისიძვიდნენ და მათ მივემსგავსე, და დავიმკვიდრე სასჯელი და დავინთქ სიღრმესა შინა.

ქამს მიემსგავსე, სულო, მამისა მბასრობელსა, და არა დაჰფარე შენ სირცხვილი იგი მეგობრისა, ორთა მათ მსგავსად ზურგუკუნ-ქცევით.

ვითარცა ლოთ, ევლტოდე, სულო ჩემო, ცოდვითა დაწვასა, ივლტოდე სოდომით და გომორით, ივლტოდე შენ, ყოვლისა აღძრვისა ვნებულისაგან.

შემიწყალე, უფალო, შემიწყალე მე, რომელი ვღაღადებ შენდამი, ოდეს მოხვიდე ანგელოსთა შენთა თანა, ყოველთა მიგებად საქმეთაებრ მათთა.
დიდება

სამებაო მარტივო, დაუბადებელო, დაუსაბამოო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა ცნობილო, გვაცხოვნენ ჩვენ, მოსავნი სიმტკიცისა შენისანი.
აწ და

მამისაგან უჟამო ძე ჟამიერად შევ, ღვთისმშობელო, თვინიერ თესლისა, ეჰა უცხო, საკვირველი, ქალწულად ჰგიე მაწოვნებელი.


გალობა დ
ძლისპირი: ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსლვისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ, და ხმობდა: უფალო, მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა.

იღვიძებდ, სულო ჩემო, იღვწიდ დიდისა მამათმთავრისებრ, რათა მოიგო საქმე ცნობითურთ და ესრეთ გამოსჩნდე გონებად მხილველად ღვთისა, და ნისლსა საღვთოთა ხედვათასა შეხვიდე და იქმნე დიდ ვაჭარ ვინმე.

საღვთომან მამათმთავარმან შვილ-ისხნა რა ათორმეტნი მამათმთავარნი, საიდუმლო კიბე აღგიმართა შენ საქმითისა აღსვლისა, სულო ჩემო, და შვილნი - საფუძვლად და კიბე - აღსავალად ყოვლად-სიბრძნით წინა-გიყვნა.

მოძაგებულსა მას ესავს ემსგავსე, სულო, და განსცენ მწიხვნელსა შენსა სიკეთენი პირმშოებისანი, და მამულისა დიდებისაგან იჯმენ, და ორ-გზის დააკლდი საქმესა და ხედვასა, ამისთვის შეინანე.

ედომ სახელ-ედუა ესავს გარდარეულისა ბილწებისათვის, სულო, რამეთუ გულისთქმითა შემწვარსა და მარადის გემოთა დამონებულსა ედომ ეწოდა, რომელ არს მხურვალება სულისა ცოდვათა ტრფიალისა.

გასმიეს, ჰოი სულო ჩემო, იობის განმართლება სკორეთა მათ ზედა; რად არა ჰბაძავ შენ მისსა სიმხნესა და მოიგებ სიმტკიცესა მათ შინა, რათა სცნე და ისწავნე და განიცადე შენ, არამედ უთმინო ქმნილ-ხარ!

პირველ საყდართა მჯდომარე, შიშველი სკორეთა ზედა მჯდომარე იყო, შვილმრავალი დ სახელმაღალი მყის უშვილო და უცნაურ იქმნა, რამეთუ პალატად შეერაცხნეს მას სკორენი, ხოლო წუთხნი - მარგარიტად.
დიდება

განუყოფლად არსებითა, შეურევნელად პირებითა ღვთისგმეტყველებ სამხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამწმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა.
აწ და

შობ და ქალწულებ, უხრწნელო, და ჰგიე ორკერძოვე ბუნებით ქალწულად: შობილი განაახლებს ბუნებისა სჯულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად, რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი, და ჰყოფს მას, რაცა ენებოს.


გალობა ე
ძლისპირი: ღამითგან ვიმსთობ შენდა, კაცთმოყვარე, განმანათლე მოქენე, და მიძღოდე მე, ტკბილო, მცნებათა შინა შენთა, და მასწავე, სახიერ, ქმნა ნებისა შენისა.

კიდობანი მოსესი გესმა, სულო, ვითარ მიმოაქვნდა მდინარისა ღელვათა, და ვითარ სასძლოთა შინა იშვებდა და განერა მწარესა ბრძანებასა.

ამქმელნი თუ გასმიან, მსრველნი პირველ წულებრივთა ჩვილთანი, ჰოი სულო უბადრუკო, სიწმიდისა საქმითა, ვითარცა დიდი მოსე, სიბრძნითა განიპოხე.

ვითარცა დიდმან მოსე, სულო ჩემო, არა მოაკვდინე შენ მეგვიპტელი გონება, და ვითარ დაემკვიდრო ვნებასა უდაბნოსა სინანულისა მიერ.

უდაბნო დაიმკვიდრა დიდმან მოსე, ემსგავსე, სულო ჩემო, ქცევასა მისსა, რათა მაყვლოვანსაცა შინა, ღვთის გამოცხადებისა ხილვასა მიემთხვიო.

კვერთხი იგი მოსესი ჯვარის სახედ უწყოდე, სულო ჩემო, რომელმან გაჰკვეთა ზღუა და აღზღუდნა მწყურნები, რომლითა უძლო შენცა, ქმნად საკვირველთა ნიშთა.

აარონს მოაქვნდა პირველ ცეცხლი წმიდა, უზაკველი ღვთისა, ხოლო უფნი და ფინეზ შენებრ შესწირნეს, სულო, ყოვლადუცხო ღვთისაგან მწიკვლევანი ცხოვრება.
დიდება

შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ სიწმიდითა ქებითა, მამასა უშობელსა, და ძესა შობილსა მისგან, და სულსა გამოსრულსა, მარტივსა არსებითა.
აწ და

შენგან მიიღო ჩემი შემოქმედმან თბე, უხრწნელო ქალწულო და დედაო, რომელმან შეჰქმნა საუკუნენი და შეაყო ღვთაება ბუნებასა კაცთასა.


გალობა ვ
ძლისპირი: ღაღად-ვყავ მე სიღრმითა გულისათა მოწყალისა მიმართ ღვთისა, და ისმინა ჩემი ჯოჯოხეთით ქვესკნელით, და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი.

ღელვათა ჩემთა ცოდვათა, მეუფეო, მეწამულისა ზღვისაებრ აღძრული, დამფარავს მეყვსეულად და დამნთქავს, ვითარ იგი ეგვიპტისა სამდგომთა.

უგულისხმო წინააღრჩევა, სულო, მოიგე ისრაელთაებრ, და მანანასა მის საღმრთოსა აღირჩიე გემოთმოყვარე მაძღრივ-ხმევაი ვნებათა.

ქანანელთა ჯურღმულნი, სულო ჩემო, უმეტეს შეიყუარენ შენ, ვიდრე წყარო კლდისა, რომლისაგან სიბრძნისა ტაკუკი მდიდრად სდის ღვთისმეტყველებასა.

ეშვთა ხორცნი, სიავნი და ჭამადნი მეგვიპტელებრნი, ჰოი სულო, ზეცისათა მათგან აღირჩიენ, ვითარცა უგულისხმომან ერმან პირველ უდაბნოს.

ოდეს მოსე, მსახურმან შენმან, კვერთხი სცა კლდესა, ცხოველსმყოფელი წმიდა გვერდი შენი გამოსახა წინასწარ, რომლისაგან ვსვამთ, ქრისტე, უხრწნელებასა.

განიმსტოვრე შენ, სულო, და განიხილე, ვითარცა ისუ ნავესმან ქვეყანა აღთქმისა და მას შინა მოიგე სჯულიერებით საწადელი მკვიდრობა.
დიდება

სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა და ერთობა ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე და სული ღმერთმთავარი.
აწ და

ღმერთი გვიშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა, ვითარცა მიზეზსა ყოველთასა, ცხოვრებად ჩვენდა ევედრე, ღვთისმშობელო.

კონდაკი
სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს: აღსასრული მოახლოებულ არს, და გეგულვების აღშფოთება, განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.


გალობა ზ
ძლისპირი: ვსცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა და არა დავიმარხეთ, და არცა ვყავთ, მეუფეო, ვითარ-იგი შენ მამცენ ჩვენ; გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, მაღალო მამათა ჩვენთა ღმერთო.

მოღებასა კიდობნისასა შეჰხარეს რა იგი ზვარაკთა მათ, მხოლოდ შეხებისათვის ოდენ რისხულ იქმნა ოზან, არამედ სილაღისაგან მისისა ლტოლვილი, სულო, საღვთოთა შეეხებოდე შიშით.

აბესალომ გასმიეს, სულო, თუ ვითარ ბრძოლ იქმნა ბუნებისა და უწყნი საქმენი მისნი ბილწნი, ვითარ საწოლი მამისა შეაგინა მან, ხოლო შენ მოიძულენ უშვერნი მისნი და უსჯულონი სლვანი.

მთავრებრივი პატივი შენი დაამონე, სულო, ხორცთა შენთა, რამეთუ სხვად აქიტოფელად ჰპოვე მტერი და ერჩდი ზრახვათა მისთა, არამედ დახსნა იგი თავადმან ქრისტემან, რათა წყალობით გაცხოვნოს შენ.

საკვირველმან ბრძენმან სოლომონ, ვრცელმან ფრიად სიბრძნისა მადლითა, წინაშე ღვთისა ოდესმე ქმნა ბოროტი და განსდგა, რომლისა შემდგომსა მას უშვერსა ცხოვრებასა ემსგავსა, სულო, დახსნილი ქცევა შენი.

გემოთაგან დამონებული და ვნებათაგან მწარედ ტყვექმნილი, ჰოი მე, ტრფიალი სიბრძნისა, ტრფიალ იქმნა მეძავთა და უცხო ღვთისაგან, სულო, რომლისა შენ მიემსგავსე გონებითა მედგარსა ბილწებასა.

რობოამის მსგავსად მამულნი განზრახვანი შეურაცხჰყვენ, ხოლო ბოროტისა მის მონისა იერობოამისებრ განდგომილ იქმენ, ჰოი სულო; ევლტოდე მსგავსებასა მათსა და ჰხმობდი: ვსცოდე, შემინდევ, ღმერთო.
დიდება

მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმინდათა მიერ, ნათელი და ნათელნი, სამწმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი, ადიდე, სულო, და ერთღვთაებად ჰმონე.
აწ და

გიგალობთ შენ, თაყვანისგცემთ შენ და გაკურთხებთ შენ, ღვთისა დედაო, რამეთუ ერთი წმიდისა სამებისა ჰშევ ქრისტე, ღმერთი სრული, ჭეშმარიტი და შენ განმიხვენ ჩვენ ქვეყანისათა შესავალნი ცათანი.


გალობა ც
ძლისპირი: რომელსა ძალნი ცათანი აქებენ, და სძრწიან მისგან ქერუბიმ-სერაფიმნი, ყოველი აღგებული ყოვლით სულითურთ სძნობდით, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ოზიას მიმსგავსებითა, ჰოი სულო, მრჩობლ გაქვს: შენ შორის კეთროვანებაცა მისი, ბილწთა საქმეთა წურთითა და უსჯულოთა ქმნითა; დაუტევენ ესენი და შეიტკბე სინანული.

გასმიეს ნინეველთა შევრდომა ღვთისა ძაძითა და ნაცრითა, სულო, რომელთა არა ჰბაძავ, არამედ გამოსჩნდები უძვირეს ყოველთავე, პირველთა და შემდგომთ სჯულისათა.

მწვირისა ჯურღმულსა შინა გასმიეს, სულო, სიონისათვის იერემია გოდებისა მთხზველად და ცრემლთა მაძიებლად: მიემსგავსე ტირილით ცხოვრებასა მისსა და სცხოვნდე.

იონა თარშედ ივლტოდა, რამეთუ ვითარცა წინასწარმეტყველმან, უწყოდა ნინეველთა მოქცევა და ღვთისა მოწყალება, და თქმულთა მათ თვისთა არა განცრუებად იღვწიდა.

დანიელ მღვიმესა შინა გასმიეს ვითარ დაუყვნა, სულო, პირნი მხეცთანი და უწყი, ვითარ ყრმათა აზარიელთ ალი მძაფრისა მის ცეცხლისა დაშრიტეს სარწმუნოებით.

ძველისა აღთქმისანი ყოველნივე სახედ მოგართვენ, სულო, რათა ემსგავსო მართალთა საქებელსა საქმესა და ევლტოდე ხენეშსა მას და ბილწსა ცოდვასა უკეთურსა.
დიდება

ღმერთო მამაო და თანაღმერთო ძეო და ნუგეშინის-მცემელო სულო წრფელო; უშობელო მამაო და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო გამოსრულო სამობით ერთო, მაცხოვნე.
აწ და

სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი ღვთივ-გვამოვანთა ხორცთა მეუფისათა მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენსა, ამისთვისცა საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებთ შენ.


გალობა თ
ძლისპირი: უთესლოდ მიდგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღვთისა შობა სცვალებს ბუნებისა წესთა, ამისთვის შენ ყოველნი ტომნი, ღვთისა სძალო და დედაო, დაუდუმებლად გადიდებთ.

ქრისტე განიცდებოდა, ხოლო ეშმაკი განსცდიდა: ქვათა რქუა მას, რათა პურად შესცუალნეს; მთად აღიყუანა იგი ხილვად წამსა შინა ერთსა მეფობათა ქვეყანისათა; სძრწოდე, სულო, და მარადის მღვიძარე შემწე-იყოფდ ღმერთსა.

გვრიტმან უდაბნოსამან, ხმამან ღაღადებისამან, ქრისტეს სანთელმან, ჰქადაგა სინანული, ხოლო იროდი უღმრთო იქმნა იროდიას თანა; იხილე, უბადრუკო სულო, და ნუ დაეცემი შენცა, არამედ შეიტკბე მოქცევა.

უდაბნო დაიმკვიდრა მადლისა წინამორბედმან და სამარია ჰურიასტანისა თანა შემოკრბებოდეს მისდა, და ესრეთ აღუარებდეს ცოდვათა და ნათელს იღებდეს, არამედ შენ, სულო ჩემო, არა ოდეს მიემსგავსე მათ.

ქორწილი წმიდა არს და საწოლი - შეუგინებელ, რამეთუ ქრისტე ორგზის აკურთხა იგი, ხორცითა რა ისერა და მისრულმან ქორწილსა მას ღვინოდ შესცვალა წყალი, და ესე პირველ ნიშნად აჩვენა, რათა შენცა შეგცვალოს, სულო.

აღმღებელი ცხედრისა განრღვეული შეამტკიცა, ხოლო ჭაბუკი მომკვდარი აღადგინა, ძე ქვრივისა დედისა და კვალად ასისთავისა; სამარიტელსა რა ეზრახა, სულიერი მსახურება წინასწარ დაგისახა, სულო.

წიდოვანი განკურნა, შე-რა-ეხო ფესვსა მისსა; და კეთროვანნი განსწმიდნა და ღრეკილნი და ბრმანი განმართნა და განანათლნა; ხოლო ყრუნი და უტყვნი და დაღონებულნი სიტყვით განკურნა უფალმან, რათა შენცა გაცხოვნოს, სულო.
დიდება

მამასა თაყვანის-ვსცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთა და ცხოველსა და ცხოველსმყოფელსა ყოველთასა.
აწ და

უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე შენ მიერ მეფობს საღვთოდ; შენ მიერ მოაქვს ძალი და შენ მიერვე სძლევს მტერთა; ზესთა ექმნების განსაცდელთა, მბრძოლთა გარემიაქცევს და ჰმართებს განსაგებელთა თვისთა.

ლოცვა ანდრიასი
ანდრია სამ-გზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის ევედრე, რომელნი მხურვალედ გიგალობთ შენ, რათა ვიხსნნეთ ჩვენ რისხვისა იწროებისა და აურაცხელთაგან ცოდვათა, რომელნი სარწმუნოებით გხადით შენ.


ოთხშაბათი
გალობა ა
ძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა ესე ღმერთი ჩემი და ვადიდო ესე უფალი მამისა ჩემისა და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ-არს.

სიყრმით ჩემითგან, მხსნელო, უგულებელს-ვყვენ მცნებანი შენნი და ყოვლადვნებულად, უდებად და დახსნილად გარდავვლე ცხოვრება, ამისთვის გიღაღადებ შენ, აწ კვალად მაცხოვნე, ტკბილო.

დავრდომილსა, მაცხოვარ, წინაშე ბჭეთა სიბერისათა ნუ შთამაგდებ მე ჯოჯოხეთად, არამედ პირველ სიკვდილისა კაცთმოყვარებით მომმადლენ შენდობა შეცოდებათა.

სიმდიდრე ჩემი, ქრისტე, უძღებებასა შინა წარვაგე და ოხერ ვიქმენ კეთილთა ნაყოფთაგან, და აწ მომყმარი ვხმობ, მამაო მოწყალებათაო, ისწრაფე და მაცხოვნე.

მოწყლული ავაზაკთა გულისსიტყვათა ჩემთა მიერ და ყოვლითურთ მოცული მათგან, რომელნი განმრავლდეს ტკივილნი, მე ვარ; ქრისტე მეუფეო, გევედრები, განმკურნე.

მღვდელმან უგულებელს-მყო და თანა-წარმხდა და ლევიტელმან ძვირთა შინა დამიტევა; არამედ შენ, ღვთისმშობელისა მარიამისგან მოსრულო, მიღვაწე და შემიწყალე.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მომანიჭე მადლი ბრწყინვალებისა მაღლისა მის საღვთოისა განგებულებისა, რათა ვიხსნე ვნებათა ბნელისაგან და გულსმოდგინედ ვგალობდე ცხოვრებასა შენსა, მარიამ და კეთილთა ღვაწლთა შენთა.
დიდება

ზესთარსო სამებაო, ერთღვთაებით თაყვანისცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.
აწ და

ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.


გალობა ბ
ძლისპირი: მოიხილე, ცაო, და ვიტყოდე აწ და ვაქებდე ქრისტესა, ქალწულისაგან მოსრულსა ჩვენთვის.

დავეკვეთე დავითისებრ ცოდვითა და სავსე ვარ მწიკვლითა; განმბანე მეცა ცრემლითა, მხსნელო.

არცა ცრემლნი, არცა სინანული მაქვს, არცა ლმობიერება; ვითარცა ღმერთმან, მომცენ ესენი.

წარვსწყმიდე მე პირველქმნული სიკეთე და მშვენიერება ჩემი, და მდებარე ვარ შიშველი და კდემული.

კარსა შენსა ნუ დახშავ ჩემთვის მაშინ, ჰოი უფალო, უფალო; არამედ განმიღე მონანულსა.

ყურად იხვენ სულთქმანი სულისანი და თვალთა ჩემთა ცრემლნი მიიხვენ, მხსნელო, და შემიწყალე.
დიდება

კაცთმოყვარე, რომელსა გნებავს ყოველთა ცხოვრება, მაცხოვნე მე და შემიტკბე შევრდომილი შენდა.
აწ და

უბიწოო დედოფალო ქალწულო, ყოვლად-საგალობელო, ევედრე გულსმოდგინედ, რათა გვაცხოვნეს.


ძლისპირი:
იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, რომელმან მივეც მანანა, და წყარონი კლდისაგან წყარო-ვყვენ უდაბნოს ერისათვის ჩემისა მხოლოითა ძალითა და მარჯვენითა ჩემითა.

იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, ისმინე შენ, სულო ჩემო, ღაღადება უფლისა, და ევლტოდე პირველსა ცოდვასა და სძრწოდე, ვითარცა მსაჯულისა და ვითარცა ღვთისაგან.

ვის მიემსგავსე შენ, ჰოი მრავალმცოდველო სულო; გარნა თუ პირველსა კაენს და უკეთურსა ლამექს, და ქვითა სიბოროტისათა განსტვინენ ხორცნი და ბილწითა კრთომითა სიკვდიდ განსწირე გონება.

სჯულისა პირველთა თანაწარხედ შენ, ჰოი სულო, და სეითს არა ემსგავსე, არცა ენოსს ებაძვე, არცა ენუქის მიცვალებასა და არცა ნოეს; და დაგლახაკენ მართალთა ცხოვრებისაგან.

მხოლომან განახვენ საქანელნი საღვთოსა მის რისხვისანი, სულო ჩემო, და წარღვენ ყოველივე: ხორცნი, საქმენი და ცხოვრება, და დაადგერ გარეშე კიდობნისა მის საცხოვრებელისაგან.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ყოვლითავე გულითა და სიყვარულითა შეუვრდი ქრისტესა და პირველთა მათ ცოდვათა გზა უკუნაქციე და უდაბნოთა შინა უვალთა გამოიზარდე და მით საღვთონი მცნებანი წმიდად აღასრულენ.
დიდება

დაუსაბამოო და აღუგებელო სამო, და განუყოფელო ერთო, მონანულსა მომხედენ, ცოდვილი მაცხოვნე, რამეთუ შენი ვარ ქმნილი და ცეცხლისა ჩემისა დამსჯელისაგან მიხსენ.
აწ და

უხრწნელო ქალწულო, ღვთისა დედაო, სასოო შენდამი მოლტოლვილთაო და შემწეო ჩვენო; კაცთმოყუარე შემოქმედი და ძე შენი დაატკბე ჩემზედა მეოხებითა შენითა.


გალობა გ
ძლისპირი: დაამტკიცე, უფალო, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა შეწყეული გონება ჩემი, რამეთუ ღმერთი მხოლო, ძლიერ, მართალ და წმინდა ხარ.

სემისა იგი კურთხევა ვერ დაიმკვიდრე, უბადრუკო სულო, და ვერცა ვრცელნი საზღვარნი იაფეტისაებრ პოვენ ქვეყანასა წმიდასა.

გამოვედ, სულო ჩემო, ქვეყანით ცოდვისაით ქარანით და მივედ სოფლად გამომდინარედ უხრწნელებისად, რომელ დაიმკვიდრა აბრაამ.

გასმიეს, სულო ჩემო, ვითარ დაუტევა აბრაამ მამული თვისი და უცხო იქმნა; ემსგავსე შენცა მისსა კეთილსა აღრჩევასა.

მამათმთავარმან, რაჟამს მუხასა თანა მამბრესა ისტუმრნა ანგელოსნი, დაიმკვიდრა მან შემდგომად სიბერისა მადლი იგი აღთქმისა.

ახალი მსხვერპლი ისააკ გულსხმა-ჰყავ, უბადრუკო სულო, შეწირული ყოვლად დასაწველად, ქრისტეს მსგავსად, და ბაძევდ მისსა სათნოებასა.

ისმაილისი იგი განდევნა შენცა გასმიეს, სულო, ვითარცა მხევლისა ნაშობისა; ჰრიდე, ნუუკვე მისებრ გავნოს უძღებებამან.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

შეპყრობილ ვარ და ქვედაკვეთებულ ღელვითა ცოდვისათა, არამედ გევედრები, დედაო: აწ მაცხოვნე მე და მიძღოდე მე ნავთსაყუდელად საღმრთოისა სინანულისად.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მხევლებრივი ვედრებაი შესწირე აწ, დედაო, ყოვლადმოწყალისა მიმართ ღვთისმშობელისა, ღირსო, რათა ვედრებითა შენითა განმიღოს მე საღვთო შესავალი.
დიდება

სამებაო მარტივო, დაუბადებელო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა ცნობილო, გვაცხოვნენ ჩვენ, მოსავნი სიმტკიცისა შენისანი.
აწ და

მამისაგან უჟამო ძე ჟამიერად შევ, ღვთისმშობელო, თვინიერ თესლისა. ეჰა უცხო საკვირველი, ქალწულად ჰგიე მაწოვნებელი.


გალობა დ
ძლისპირი: ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ და ჰხმობდა: უფალო, მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა.

ხორცნი შებღალულ არიან, სული ბიწიან და ყოვლად წუთხმცენარე არს; არამედ ვითარცა მკურნალმან ტკბილმან, ორნივე განკურნენ სინანულითა; განჰბანენ, განსწმიდენ, ქრისტე, და უსპეტაკეს თოვლისა გამოაჩინენ.

ხორცსა თანა სისხლი შენი განუყავ ყოველთა, მორახვიდოდი ჯვარცმად: ხორცნი, რათა კვალად დამბადო, სიტყვაო; სისხლი, რათა უფროის განმბანო, და სული მიეც, რათა მიმგვარო მე, ქრისტე, მშობელსა შენსა მამასა.

მაცხოვარება ქმნა შორის ქვეყანისა შემოქმედმა, რათა მაცხოვნნეს, და ნებსით ჯვარსა დამოკიდებითა პირველ დახშული ედემი განაღო, და მრჩობლთა სოფელთა, თანა ყოველთა წარმართთა ცხოვნებულთა, თაყვანის-სცეს.

სისხლი გვერდისა შენისა ერთბამად სასმელ და საბანელ მექმენინ მე, და წყალი - უფსკრულ შენდობისა, რათა ორკერძოვე განვსწმიდე, ცხებითა და სმითა: ვითარცა საცხებელთა და სასმელთაგან ცხოველთა წყაროთა შენთათა, მხსნელო.

ტაკუკად მოიგო გვერდი შენი ცხოველსმყოფელი ეკლესიამან, რომლისაგან აღმოგვიცენდეს მრჩობლნი წყარონი შენდობისა და ცნობისანი, სახედ ორთა აღთქმათა, სჯულისა და მადლისათა, ქრისტე, მაცხოვარო ჩვენო.

ხუებულ ვარ მე სასძლოსაგან და დაკლებულ ქორწილისაგან და სერობისა, ლამპარი დაშრტა ვითარცა უზეთო და სასძლო დამეხშა მირულებულსა, და სერობა აღკრბა, ხოლო მე, ხელით და ფეხით შეკრული, გარე განმაგდეს.
დიდება

განუყოფელად არსებითა, შეურევნელად პირებითა ღვთისგმეტყველებ სამხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამწმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა.
აწ და

შობ და ქალწულებ, უხრწნელო, და ჰგიე ორკერძოვე ბუნებით ქალწულად; შობილი განაახლებს ბუნებისა სჯულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად; რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი და ყოფს მას, რაიცა ენებოს.


გალობა ე
ძლისპირი: ღამითგან ვიმსთობ შენდა კაცთმოყვარე, განმანათლე მოქენე და მიძღოდე მე, ტკბილო, მცნებათა შინა შენთა და მასწავე, სახიერ, ქმნა ნებისა შენისა.

ფარაოსებრ დავმძიმდი გონებითა, მეუფეო და სული და ხორცნი იანედ და იამბრედ გამოვაჩინე, და დანთქმულ ვყავ გონება, არამედ მსწრაფლ მეწიე.

ნივთთადა შეყოფილ ვარ გონებითა, განმწმიდე, მეუფეო, საბანელითა ცრემლთა ჩემთათა; შეგივრდები, ნივთი ხორცთა ჩემთა თოვლებრ განასპეტაკე.

უკეთუ გამოიძიო საქმენი ჩემნი, მაცხოვარ, ყოველთა კაცთა უფროს აღვემატები ცოდვითა, და ვხედავ თავსა ჩემსა შებღალულად, და ესრეთ ვსცნობ გონებითა ჩემითა, შეგცოდე უმეცრებით, შემიწყალე მე.

მრიდე, უფალო, მრიდე ქმნულსა შენსა, ვსცოდე, მილხინე, მხსნელო, რამეთუ თვით ბუნებით წმინდა მხოლო ოდენ ხარ და არა ვინ არს სხვა ყოვლადუცხო ცოდვისაგან.

ჩემებრ კაცქმნილი ჩემთვის ღმერთი ყოფდი ნიშთა, რაჟამს განსწმედდი კეთროვანთა და დახსნილთა შეამტკიცებდი, ხოლო წიდოვანსა ფესვისა შეხებითა კურნებდი.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

დაუტევენ, ღირსო, ხორცთა გემოვნებანი და განვლე მდინარე იგი იორდანისა, და ჰპოვე შენ თვისად უჭირველი განსვენება; პოვნად მისსა ჩვენცა ღირს-მყვენ აწ ვედრებითა შენითა.
დიდება

შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ სამწმიდითა ქებითა, მამასა უშობელსა, ძესა შობილსა მისგან და სულსა გამოსრულსა, მარტივსა არსებითა.
აწ და

შენგან მიიღო ჩემი შემოქმედმან თბე, უხრწნელო ქალწულო და დედაო, რომელმან შექმნა საუკუნენი და შეაყო ღვთაება ბუნებასა კაცთასა.


გალობა ვ
ძლისპირი: ღაღად-ვყავ მე სიღრმით გულისათ მოწყალისა მიმართ ღვთისა და ისმინა ჩემი ჯოჯოხეთით ქვესკნელით და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი.

განეწყვე შენ და დააკვეთენ სიმხნით ხორცთა ვნებანი, ვითარცა ისუ ამალეკი და გაბაონელთა მათ საცთურიანთა გულისსიტყვათა სძლევდი.

თანაწარხედ ბუნებით მდინარესა, ვითარ პირველ კიდობანი, და ქვეყანისა მის აღთქმულისა მკვიდრ იქმენ, ღმერთი გიბრძანებს: ერჩდი, დახსნილო სულო.

ვითარ პეტრე აცხოვნე, ღაღადჰყო რა, შემიწყალე მე, მაცხოვარ; მეცა მიხსენ, ქრისტე, მოყავ მარჯვენე შენი, და სიღრმით ზვირთთათ აღმომიყვანე, ტკბილო.

ღელვათაგან მხსნელი ნავთსადგური ხარ, მეუფეო ჩემო, ქრისტე; უფსკრულით ჩემთა მათ არაწმიდებათათ და უსასოებისა სიღრმით მიხსენ, მოწყალე.
დიდება

სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა, და ერთობა ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე და სული ღმერთმთავარი.
აწ და

ღმერთი გვიშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა, ვითარცა მიზეზსა ყოველთასა, ცხოვრებად ჩვენდა ევედრე, ღვთისმშობელო.

კონდაკი
სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს, აღსასრული მოახლებულ არს და გეგულვების აღშფოთება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.


გალობა ზ
ძლისპირი: ვსცოდეთ და უსჯულო ვიქმნენით და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ და არცა ვყავთ, მეუფეო, ვითარ-იგი შენ მამცენ ჩვენ; გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, მაღალო მამათა ჩვენთა ღმერთო.

მანასესნი მოიგენ, სულო, აღძრვანი წინაარჩევისანი, და ვითარცა საძაგელნი, აღმართენ ვნებანი და განამრავლენ მოსაწყინელნი, არამედ ბაძევდ სინანულსაცა მისსა და აღსარებასა.

აქაბისთა მოშურნე ქმნილი შეგინებათა, ვაიმე, ჰოი სულო ჩემო, იქმენ ხორციელთა ზრახვათა და ვნებათა სავანე, არამედ სიღრმით სულისა შენისათა სულთ-ითქვენ და მიუთხრენ შეცოდებანი შენნი.

ცანი დაგეხშნეს შენ, ჰოი სულო, და სიყმილი მძაფრი გეწია შენ, ვითარცა თეზბიტელისა ილიას ურჩსა აქაბს; არამედ სარეფთელსა მას ემსგავსე და გამოზარდე შენცა სული წინასწარმეტყველისა.

მოსრნა უკუე ილია ოდესმე ცრუ წინასწარმეტყველნი იეზაბელისნი და ბოროტად წარსწყმიდნა იგინი სამხილებელად აქაბისა, არამედ შენ, სულო, ამას ევლტოდე და მტკიცე იქმენ სარწმუნოებით.
დიდება

მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნათელნი, სამწმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი ადიდენ, სულო, და ერთღვთაებად ჰმონე.
აწ და

გიგალობთ შენ, თაყვანისგცემთ შენ და გაკურთხებთ შენ, ღვთისა დედაო, რამეთუ ერთი წმიდისა სამებისა ჰშევ ქრისტე, ღმერთი სრული, ჭეშმარიტი, და შენ განმიხვენ ჩვენ, ქვეყანისათა, შესავალნი ცათანი.


გალობა ც
ძლისპირი: რომელსა ძალნი ცათანი აქებენ და სძრწიან მისგან ქერუბიმ-სერაფიმნი, ყოველი აღგებული ყოვლით სულითურთ სძნობდით და უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

მართლმსაჯულო იესო, შემიწყალე და მიხსენ ცეცხლისაგან დამსჯელისა, რომლითაცა სამართლად მეგულვების მე დასჯა და განმწმიდე პირველ სიკვდილისა სინანულითა.

ავაზაკისაებრ ვხმობ: მომიხსენე - და პეტრესებრ ვსტირ: მილხინე, მაცხოვარ; მეზვერისაებრ ვგოდებ, მეძავისაებრ ვსცრემლოი; მიითვალე ჩემი გლოვა, ვითარ ქანანელისა.

განკურნე, სულთა მკურნალო, სუნმყრალი წყლულება მდაბლისა სულისა ჩემისა და ცრემლთა ლმობიერთა და საქმეთა კეთილთა წამალი და წყალობისა ზეთი და ღვინო დაასხ.

ქანანელისა მისებრ ვღაღადებ მეცა, შემიწყალე, ქრისტე, ძეო დავითისო, ვითარცა წიდოვანი მივეახლები ფესვსა და ვითარცა მართა და მარიამ, ვსტირ ლაზარეს ზედა.
დიდება

ღმერთო მამაო და თანაღმერთო ძეო, და ნუგეშინისმცემელო სულო წრფელო; უშობელო მამაო და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო გამოსრულო სამობით ერთო, მაცხოვნე.
აწ და

სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი ღვთივგვამოვანთა ხორცთა მეუფისათა მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენსა; ამისთვისცა საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებთ შენ.


გალობა თ
ძლისპირი: უთესლოდ მიდგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღვთისა შობა სცვალებს ბუნებისა წესთა, ამისთვის შენ ყოველნი ტომნი, ღვთისა სძალო და დედაო, დაუდუმებლად გადიდებთ.

გლახაკთა ახარებდა, სნეულთა კურნებდა და ვნებულთაგან ვნებათა იოტებდა ქრისტე, და მეზვერეთა და ცოდვილთა თანა სჭამდა, და იაიროსის ასულისა სული განსრული ხელისა შეხებითა მოაგო ხორცთა.

მეძავი წმიდა იქმნა, მეზვერე განმართლდა, ხოლო ფარისეველი ზვაობით დაისაჯა. იგი ხმობდა: მაცხოვნე, - და ესე: ღმერთო, მილხინე, - ხოლო მესამე სიქადულით იტყოდა: ღმერთო, გმადლობ შენ სხვათა ხმათა მზვაობართა.

მეზვერე იყო ზაქე, გარნა ცხოვნდა იგი; ხოლო ფარისეველი სიმონ პურის-მტე იქმნა; და მეძავმან მიიღო მადლი ბრალთა შენდობისა, მისგან რომელსა აქვნდა ძალი ცოდვათა მიტევებისა, რომლისა პოვნად იღვწიდ, სულო.

ჰოი, უბადრუკო სულო, არა ებაძვე მეძავსა, რომელმან-იგი მოიღო ალაბასტრი მირონისა ცრემლითურთ და სცხო ფერხთა მხსნელისათა და წარხოცნა თმითა; ხოლო მან პირველთა ცოდვათა მისთა ხელით-წერილი უჩინო ჰყო.

ქალაქთა, რომელთაცა მისცა მხსნელმან სახარება, გასმიეს, სულო, ვითარ იყვედრნეს მისგან; შეშინდი სახისაგან და ნუ ბაძავ მათ, რომელნი-იგი ბოროტთა სოდომელთა მსგავსებითა მეუფემან ვიდრე ქვესკნელადმდე შთახადნა.

ნუსადა დაიხსნები უსასოებითა, სულო, ქანანელისა რწმუნებასა ჰბაძევდ, რომლისათვის ასული მისი განკურნა სიტყვამან და ღაღად-ჰყავ სიღრმით გულისათ მისებრ, ვითარმედ, ჰოი, ძეო დავითისო, შემიწყალე მე.
დიდება

მამასა თაყვანის-ვცემთ, ძესა უფროს აღვამაღლებთ და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთა, და ცხოველსა და ცხოველთა, ცხოველსმყოფელსა ყოველთასა.
აწ და

უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი ესე შენ მიერ მეფობს საღმრთოდ, შენ მიერ მოაქვს ძალი და შენ მიერვე სძლევს მტერთა, ზესთა ექმნების განსაცდელთა, მბრძოლთა გარე მიაქცევს და მართებს განსაგებელთა თვისთა.

ლოცვა ანდრიასი
ანდრია, სამგზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის ევედრე, რომელნი მხურვალედ გიგალობთ შენ, რათა ვიხსნეთ ჩვენ რისხვისა, იწროებისა და აურაცხელთაგან ცოდვათა, რომელნი სარწმუნოებით გხადით შენ.


ხუთშაბათი
გალობა ა
ძლისპირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავ მე მაცხოვარებად ჩემდა ესე ღმერთი ჩემი, და ვადიდო ესე უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ არს.

ღვთისა კრავო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი ყოველთანი, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

შეგივრდები, იესო, ვსცოდე შენდამი, მილხინე მე და აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

ნუ შეხვალ სასჯელსა ჩემთანა, რომელსა მაქვს საქმენი ბოროტნი, და ნუცა გამოიძიებ სიტყვათა ჩემთა, არამედ წარმართენ სლვანი ჩემნი სახიერებითა შენითა, და შეურაცხყვენ ბოროტნი საქმენი ჩემნი, და მაცხოვნე მე, ყოვლადძლიერო.

სინანულისა ჟამსა შეგივრდები შენ, შემოქმედსა ჩემსა, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.

სიმდიდრე ჩემი, ქრისტე, უძღებებასა შინა წარვაგე, და ოხერ ვიქმენ კეთილთა ნაყოფთაგან, და აწ მომყმარი ვხმობ: მამაო მოწყალებათაო, ისწრაფე და მაცხოვნე.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

საღმრთოისა ქრისტეს სჯულისა მცნებანი მოიზიდენ, და ესრეთ ხორციელი გემოვნება დაუტევენ და ყოველნი სათნოებანი კეთილთა საქმეთანი, ვითარცა მხოლომან, წარმართენ.
დიდება

ზესთარსო სამებაო, ერთღვთაებით თაყვანისცემულო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.
აწ და

ღვთისმშობელო, სასოო ყოველთა მგალობელთა შენთაო, აღიღე აწ ჩემგანცა სახივი მძიმე ცოდვისა და ვითარ კაცთმოყვარემან, მომმადლენ ცრემლნი სინანულისანი.


გალობა ბ
ძლისპირი: იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, რომელმან მივეც მანანა და წყარონი კლდისაგან წყარო-ვყვენ უდაბნოს ერისათვის ჩემისა, მხოლოითა ძალითა და მარჯვენითა ჩემითა.

კაცი მოვკალ ჩემდა წყლულებად, ხოლო ჭაბუკი - საგვემელად ჩემდა, - ხმობდა გოდებით ბილწი ლამექ, ხოლო შენ არა სძრწი, სულო, რომელმან ხორცნი განხრწნენ და გონება მედგრობით შეგინებულ-ჰყავ.

ქალაქისა ხელ-ჰყავ შენებად, ჰოი სულო ჩემო, და აღმართებად გოდოლსა გულისთქმათა შენთასა, არა თუმცა ღმერთსა შეეძინნეს ზრახვანი და დაეკვეთნეს მიწად ბოროტნი ღონენი შენნი.

ჰოი, ვითარ ვებაძვე პირველსა ლამექს მკვლელობითა მით, რამეთუ სული - ვითარცა კაცი, და გონება - ვითარცა ჭაბუკი, ხოლო ვითარცა ძმისა ჩემისა ხორცნი მოვკლენ, ვითარცა კაენ მკვლელმან, გემოთმოყვარებითა და უკრძალველობითა.

აწვიმა ოდესმე ღმერთმან უფლისა მიერ ცეცხლი და ბილწებათათვის რისხვით დაწვნა სოდომნი. ხოლო შენ, სულო, ცეცხლი გეენისა აღაგზენ, რომელსა შინა გეგულვების დაწვა.

წყლულ ვარ და განგმერილ, რამეთუ განეწონნეს აწ ისარნი ბოროტისანი სულსა და ხორცთა ჩემთა; აჰა, ნაგვემნი ბრძვილთა ჩემთანი, რომელთათვის გიღაღადებ: განჰკურნენ ნებსითნი ვნებანი ჩემნი.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

განიპყრენ ხელნი შენნი სახიერისა მიმართ ღვთისა, მარიამ, რომელი დანთქმულ-იყავ ბოროტსა მას უფსკრულსა ღელვისასა, და იტყოდი: ვითარცა პეტრეს, კაცთმოყვარე, ხელი ეგე შენი საღმრთო მიპყარ, რათა ვიხსნნე ყოველთა ვნებათაგან.
დიდება

დაუსაბამოო და აღუგებელო სამო და განუყოფელო ერთო, მონანულსა მომხედენ, ცოდვილი მაცხოვნე, რამეთუ შენი ვარ ქმნილი და ცეცხლისა ჩემისა დამსჯელისაგან მიხსენ.
აწ და

უხრწნელო ქალწულო, ღვთისა დედაო, სასოო შენდამი მოლტოლვითაო და შემწეო ჩვენო, კაცთმოყვარე შემოქმედი და ძე შენი დაატკბე ჩემზედა მეოხებითა შენითა.


გალობა გ
ძლისპირი: დაამტკიცე, უფალო, კლდესა ზედა მცნებათა შენთასა შერყეული გონება ჩემი, რამეთუ ღმერთი მხოლო, ძლიერ, მართალ და წმინდა ხარ.

მეგვიპტელსა მას აგარს ემსგავსე, სულო, დამონებითა ნებისათა და შევ ახალი ისმაილი, რომელ არს თავხედობა მწარე.

იაკობის კიბენი გასმიან, სულო, აღმართებულნი ქვეყანით ზეცისათა მიმართ; რად არა მიგაქვს შენცა კიბედ სათნო ცხოვრება.

მეფესა მას და მღვდელსა ღვთისასა, მარტო ქმნილსა, სახესა ქრისტესსა, დიდსა მელქისედეკს, ემსგავსე სჯულიერად ცხოვრებითა, ჰოი სულო.

მოიქეც და შეიკდიმე, ჰოი სულო უბადრუკო, პირველ ვიდრე გეწიოს შენ აღსასრულისა ჟამი ცხოვრებისა, და არა დაგეხშას კარი სასძლოისა მის უფლისა.

ნუ იქმნები ძეგლ მარილის, სულო, უკუნ-ხედვითა მართლ-უკუნ; ზარი განგხადენ შენ სახემან სოდომელთამან, სეგორს შეესწარ დაქცევასა.

ვედრებისა ამის შენდამი მგალობელთა ნუ გარე-მიგვაქცევ, მეუფეო, არამედ შეგვიწყალენ, კაცთმოყვარე, და მოგვეც მთხოველთა ამათ სარწმუნოებით ცოდვათა მოტევება.
დიდება

სამებაო მარტივო, დაუბადებელო ბუნებაო, სამთა გვამთა შინა ცნობილო, გვაცხოვნენ ჩვენ, მოსავნი სიმტკიცისა შენისანი.
აწ და

მამისაგან უჟამო ძე ჟამიერად შევ, ღვთისმშობელო, თვინიერ თესლისა, ეჰა უცხო საკვირველი, ქალწულად ჰგიე მაწოვნებელი.


გალობა დ
ძლისპირი: ესმა წინასწარმეტყველსა სმენა მოსვლისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ, და ხმობდა: უფალო, მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა.

მცირე არს ჟამი ჩემისა ცხოვრებისა და აღსავსე სიბოროტითა, არამედ სინანულად შემიწყნარე და მეცნიერებად აღმომიწოდე, ნუცა ვიქმნები საცხოვარ შესაჭმელ მხეცისა, მოსავი შენი, მაცხოვარ.

მეფობისა პატივითა და გვირგვინითა და პორფირითა შემკული პოვნიერი და მართალი კაცი, სამწყსომრავალი და განმდიდრებული სიმდიდრისა დიდებისა და მეფობისაგან, გლახაკ და უღონო იქმნა.

უბრალო თუ იყო იგი და მართალ უფროის ყოველთა, და ვერ განერა მაცდურისა საფრხეთა და ღონეთა, შენ ცოდვის მოყვარეო, უბადრუკო სულო, რა ჰყო, მოულოდებელი თუ რამე გასაცდელი შეგემთხვიოს!

თავხედ ვარ უგუნურებით და ამაო და ცუდად მზვაობარ გულითა, არამედ ნუ ფარისეველებრ დამსჯი; უფროსღა მეზვერისა მის სიმდაბლე მომეც, მოწყალეო და მართლმსაჯულო უფალო, და მისთანა შემრაცხე.

უწყი, მოწყალე, რამეთუ ვსცოდე და შევაგინე კეცის-ჭური ხორცთა, არამედ სინანულად შემიწყნარე და მეცნიერებად აღმომიწოდე, ნუცა ვიქმნები საცხოვარ შესაჭმელ მხეცისა, მოსავი შენი, მაცხოვარ.

სულისა ჩემისა შორის კერპნი ვნებათანი აღვმართენ მე უბადრუკმან; არამედ სინანულად შემიწყნარე და მეცნიერებად აღმომიწოდე; ნუცა ვიქმნები საცხოვარ შესაჭმელ მხეცისა, მოსავი შენი, მაცხოვარ.

არა ვისმინე წერილთა, ურჩ ვექმენ ხმასა შენ სჯულისმდებელისასა, არამედ სინანულად შემიწყნარე და მეცნიერებად აღმომიწოდე; ნუცა ვიქმნები საცხოვარ შესაჭმელ მხეცისა, მოსავი შენი, მაცხოვარ.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

დიდთა და გამოუთქმელთა ღელვათა შინა შეპყრობილ-იყავ; არამედ შენ ესე ყოველივე განაგდე შენგან, რამეთუ განზრახვითა მით კეთილთა აღიწიე უმჯობესისა მიმართ და ღვაწლი კეთილი მოიგე და იდიდე ანგელოსთაგან, ღირსო დედაო მარიამ.
დიდება

განუყოფლად არსებითა, შეურევნელად პირებითა, ღვთისგმეტყველებ სამხატოვანსა ერთსა ღვთაებასა, თანამოსაყდრესა და ერთპატივსა, და დიდსა ქებასა გიგალობ სამწმიდაობით, ქებულსა მაღალთა შინა.
აწ და

შობ და ქალწულებ, უხრწნელო, და ჰგიე ორკერძოვე ბუნებით ქალწულად; შობილი განაახლებს ბუნებისა სულთა, ხოლო საშო შობს განუხრწნელად, რამეთუ წესთა ბუნებისათა სძლევს ღმერთი და ყოფს მას, რაიცა ენებოს.


გალობა ე
ძლისპირი: ღამითგან ვიმსთობ შენდა, კაცთმოყვარე, განმანათლე მოქენე და მიძღოდე მე, ტკბილო, მცნებათა შინა შენთა, და მასწავე, სახიერ, ქმნა ნებისა შენისა.

მოვედ და შეუვრდი შენ, მაცხოვრისა ფერხთა, სულო, ვითარცა დაღონებული იგი, რათა კვალად აღგმართოს და ხვიდოდე კეთილად ალაგთა უფლისათა.

უფსკრული ხარ უსაზღვრო წყალობისა, ამისთვის გევედრები, მომრწყე შენთა უხრწნელთა წყაროთაგან, უფალო, რათა სამარიტელებრ ვსვა, რათა არა მწყუროდეს.

სილოამ მექმენინ მე ნაკადულნი ცრემლთანი, ღმერთო, რათა დავიბანნე გულისა თვალნი და გიხილო შენ საცნაური ნათელი წინასაუკუნეთა.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

უაღრესითა სურვილითა, ყოვლად მდიდარო, გსუროდა თაყვანისცემად ძელისა ცხოვრებისა და მიემთხვიე სურვილსა შენსა; ვინა ღირს-მყავ მეცა მიმთხვევად მაღლისა მის დიდებისა, ღირსო დედაო.
დიდება

შენ, სამებასა, ერთსა ღმერთსა გაქებ სამწმიდითა ქებითა, მამასა უშობელსა, ძესა შობილსა მისგან და სულსა გამოსრულსა, მარტივსა არსებითა.
აწ და

შენგან მიიღო ჩემი შემოქმედმან თბე, უხრწნელო ქალწულო და დედაო, რომელმან შექმნა საუკუნენი და შეაყო ღვთაება ბუნებასა კაცთასა.


გალობა ვ
ძლისპირი: ღაღადვყავ მე სიღრმით გულისაით მოწყალისა მიმართ ღვთისა, და ისმინა ჩემი ჯოჯოხეთით ქვესკნელით, და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი.

მე ვარ, მაცხოვარ, რომელმანცა წარვსწყმიდე ძველად სამეუფო იგი დრაქმა, არამედ რომელმან აღგვინთე მნათობი ნათლისა, წინამორბედი შენი, სიტყვაო, მომიძიე და მპოვე ხატი შენი.

განეწყვე შენ და დააკვეთენ სიმხნით ხორცთა ვნებანი, ვითარცა ისუ ამალეკი, და გაბაონელთა მათ საცდურიანთა გულისსიტყვათა სძლევდი.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

დაშრიტე ალი ვნებათანი წყაროითა ცვართა ცრემლთათა მარადის, მარიამ, აღტკინებულმან სულითა, იგივე მადლი მომეც მონასა შენსა.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

უვნებლობა ზეცათა მოიგე, ქვეყანასა ზედა უმწვერვალესითა ცხოვრებითა, დედაო, რომლითა მგალობელთა შენთა ვნებათაგან ხსნად ევედრე მეოხებითა შენითა.
დიდება

სამება ვარ სრული, განუყოფელი, განყოფილი პირებითა, და ერთობა ვარ მე ბუნებით შეყოფილი, ხმობს მამა და ძე და სული ღმერთმთავარი.
აწ და

ღმერთი გვიშვა საშომან შენმან, სძალო, ხატითა კაცობრივითა, რომელსა, ვითარცა მიზეზსა ყოველთასა ცხოვრებად ჩვენდა ევედრე, ღვთისმშობელო.

კონდაკი
სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდეგ, რასა გძინავს, აღსასრული მოახლებულ არს და გეგულვების აღშფოთება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს.


გალობა ზ
ძლისპირი: ვსცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა და არა დავიმარხეთ და არცა ვჰყავთ, მეუფეო, ვითარ-იგი შენ მამცენ ჩვენ, გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად, მაღალო, მამათა ჩვენთა ღმერთო.

განილივნეს დღენი ესე ჩემნი ვითარცა სიზმარი, ამისთვის აღსდეგ შენ, ჰოი სულო ჩემო, და ცრემლოოდე ვითარცა ეზეკია სარეცელთა თვისთა ზედა, რათა მოგენიჭნეს ჟამნი ცხოვრებისანი, რამეთუ არათუ ისაია წარმოგიდგეს შენ, სულო, არამედ ღმერთი ყოველთა.

შეგივრდები და დაგასხამ შენ, ვითარცა ცრემლთა, სულთქმათა ჩემთა; ვსცოდე უფროის მეძავისა მის, და უსჯულოდ გამოვსჩნდი, ვითარ არავინ სხუა კაცი, არამედ მოწყალე მექმენ, მეუფეო, დაბადებულსა შენსა.

ხატი შენი დავანთქ ვნებათა შინა და სიკეთე მსგავსებისა შენისა უშვერ და უხმარ ვყავ, და დაშრტა, მხსნელო, ჩემი ლამპარი მადლთა, არამედ სიტკბოებით კვალად მაგე სიხარული, ვითარცა გალობს დავით.

მოიქეც და შეინანე აწ და განაცხადენ დაფარულნი შენნი, არქუ ყოვლისა მეცნიერსა: შემინდვენ, ჰოი მაცხოვარ, უცნაურნი ჩემნი, არამედ შენ შემიწყალე წყალობითა შენითა, ვითარცა გალობს დავით.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ღაღად-ყავ რა ყოვლადპატიოსნისა მიმართ დედისა ღვთისა, რომელსა პირველად უკუნ-გაქცევდა ცოდვათაგან შესლვად, და მხურვალედ შეუვრდი ხატსა მისსა, რათა მოწყალე გექმნნეს, მაშინ არცხვინე მტერი იგი ბოროტი; აწ მეცა მიხსენ ჭირთაგან, მონაი ესე შენი.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

შეიყვარე, რომლისა გსუროდა და რომლისათვის ხორცითა განიბძარე, ღირსო, აწცა ევედრე ქრისტესა ჩვენ მონათათვის მისთა, რათა მოწყალე გვექმნეს ყოველთა, და მშვიდობა მოგვანიჭოს პატივისმცემელთა მისთა.
დიდება

მარტივი და განუყოფელი, თანაარსად თაყვანისცემული, ქებული წმიდათა მიერ, ნათელი და ნათელნი, სამწმიდა სამება ღმერთი, ცხოველი და ცხოველნი, ადიდენ, სულო, და ერთღვთაებად ჰმონე.
აწ და

გიგალობთ შენ, თაყვანისგცემთ შენ, და გაკურთხევთ შენ, ღვთისა დედაო; რამეთუ ერთი წმიდისა სამებისა შევ ქრისტე ღმერთი, სრული, ჭეშმარიტი და შენ განმიხვენ ჩვენ, ქვეყანისათა, შესავალნი ცათანი.


გალობა ც
ძლისპირი: რომელსა ძალნი ცათანი აქებენ და სძრწიან მისგან ქერუბიმ-სერაფიმნი, ყოველი აღგებული ყოვლით სულითურთ სძნობდით, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ალაბასტრსა ცრემლთასა, ვითარცა რა მირონისასა, წარმოვსცლი თავსა ზედა, ვხმობ, ვითარცა მეძავი, ვეძიებ ლხინებასა და ლოცვასა შევსწირავ შესანდობელად ბრალთა ჩემთა.

დაღათუ არავის უცოდავს ჩემებრ, არამედ შემიწყალე, ტკბილო მაცხოვარ, შიშით მონანული და ძრწოლით მღაღადებელი, შეგცოდე შენ, წყალობა ჰყავ, ჰოი მრავალმოწყალეო.

მოწყალე მექმენ, მაცხოვარ, ქმნილსა შენსა და ვითარცა მწყემსმან, მპოვე წარწყმედული, მეწიე შეცდომილსა, გამომიხსენ მხეცთაგან და შემრაცხე ცხოვართა თანა სამწყოისა შენისა.

რაჟამს დასჯდე სჯად, ვითარცა მოწყალე და გამოჩნდეს მაღალი დიდება შენი, ვითარ შიში იყოს, სახმილი რა ოხრვიდეს და ყოველი სძრწოდეს ზარისაგან საყდრისა შენისა.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ნათელმან დაუვალმან განგანათლა შენ, დედაო, და ვნებათა ბნელისაგან გიხსნა; რომლითა აღხედ მადლისა სულიერისა მიმღებელი ზეცად, ჩვენცა განგვანათლენ, მარიამ, მაქებელნი ესე შენნი.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

საკვირველი ახალი იხილა რა ზოსიმე, დედაო, განკვირდა: რამეთუ მადლი საღმრთო შენდა ჭეშმარიტად სრულ იყო, და ხორციელად ანგელოსად გხედვიდა შენ, და შეშინებულ-იქმნა, და უგალობდა ქრისტესა უკუნისამდე.
დიდება

ღმერთო მამაო და თანაღმერთო ძეო და ნუგეშინისმცემელო სულო წრფელო, უშობელო მამაო და შობილო სიტყვაო, ხოლო სულო გამოსრულო, სამობით ერთო, მაცხოვნე.
აწ და

სისხლთაგან შენთა ღებული პორფირი ღვთივგვამოვანთა ხორცთა მეუფისათა მოიქსოვა, უხრწნელო, საშოსა შინა შენსა, ამისთვისცა საკუთრად ღვთისმშობლად გქადაგებთ შენ.


გალობა თ
ძლისპირი: უთესლოდ მიდგომილი შობს ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღვთისა შობა სცვალებს ბუნებისა წესთა; ამისთვის შენ ყოველნი ტომნი, ღვთისა სძალო და დედაო, დაუდუმებლად გადიდებთ.

მოწყალებით მომხედენ, ძეო ღვთისაო, და მიხსენ, რომელი ეგე სიტყვით განხდიდ ეშმაკთა, და სიტყვა საწადელი მარქუ, ვითარცა ავაზაკსა: ამინ გეტყვი, ჩემთანა იყო სამოთხესა შინა ჩემსა, კვალად რა მოვიდე დიდებით.

ავაზაკი გგმობდა და ავაზაკი ღვთად გხადოდა; ხოლო ორნივე შენთანა ჯვარცმულ იყვნეს; არამედ, მხსნელო ჩემო, მეცა, მსგავსად მორწმუნისა მის, რომელმან-იგი ღვთად გიცნა, განმიხვენ კარნი შენისა სასუფევლისანი, ტკბილო.

დაბადებულნი განკრთეს, ჯვარცმულსა რა გხედავდეს შენ; მთანი და კლდენი შიშისაგან განიპნეს; ქვეყანა შეიძრა და ჯოჯოხეთი ოხერ იქმნა, და დაბნელდა ნათელი მზისა, რაჟამს ჯვარითა ვნებულად გიხილეს შემოქმედი თვისი.

სინანულისა ღირსთა ნაყოფთა ნუ მიმხდი, მხსნელო, რამეთუ ძალი ჩემი მოაკლდა ჩემგან; არამედ მომეც გული შემუსრვილი და მარადის სიგლახაკე სულთა, რათა ესენი შევსწირნე, ვითარცა სათნო და მითვალული მსხვერპლი.

მსაჯულო ჩემო, მსაჯულო, რომელი კვალად მოსლვად ხარ განსჯად სოფლისა; მოწყალითა თვალითა მომხედენ, მხსნელო, უფროის ყოვლისა ბუნებისა კაცთასა უგუნურებით შეცოდებულსა შენსა წინაშე.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ყოველნივე განაკვირვენ უცხოითა ცხოვრებითა შენითა: ანგელოსთა წესნი და კაცთა კრებულნი, რამეთუ უნივთოითა ცხოვრებითა ბუნებათა წარხედ, რომლითა, ვითარცა რა უნივთოითა ფერხითა, განვლე, მარიამ, მდინარეცა იგი იორდანისა.

ღირსო დედაო მარიამ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მოწყალე-ჰყავ შემოქმედი მაქებელთა შენთათვის, ღირსო დედაო, ხსნად ჩვენდა ბოროტთაგან, ჭირთა და ვნებათა ზედა-დასხმულთა, და განსაცდელთა გარე-მოდგომილთა; რათა დაუცხრომლად გადიდებდეთ შენ, მადიდებელსა უფლისასა.

ღირსო მამაო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ანდრია, სამ-გზის სანატრელო მამაო, მწყემსო კრიტისაო, ჩვენთვის ევედრე, რომელნი მხურვალედ გიგალობთ შენ, რათა ვიხსნეთ ჩვენ რისხვისა, იწროებისა და აურაცხელთაგან ცოდვათა, რომელნი სარწმუნოებით გხადით შენ.
დიდება

მამასა თაყვანის-ვსცემთ, ძესა უფროის აღვამაღლებთ და სულსა წრფელსა სარწმუნოებით ვაქებთ, სამობასა პირებით და ერთობასა არსებით, ვითარცა ნათელსა და ნათელთა, და ცხოველსა და ცხოველთა, ცხოველსმყოფელსა ყოველთასა.
აწ და

უხრწნელო ღვთისმშობელო, დაიცევ ქალაქი შენი, რომელი-ესე შენ მიერ მეფობს საღმრთოდ, შენ მიერ მოაქვს ძალი და შენ მიერვე სძლევს მტერთა, ზესთა ექმნების განსაცდელთა, მბრძოლთა გარე-მიაქცევს და მართებს განსაგებელთა თვისთა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
07.10.2022
ლოცუა კვირიაკეს ბოროტთა გულის სიტყუათათვის:
უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, განწმიდე მე უჩინოთა ჩემთაგან.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler