კრება მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა, იერომიელისა
კრება მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა, იერომიელისა
ტროპარი
ზეცისა ძალთა ერის მთავარნო, საფარველითა ფრთეთა თქუენთათა შემზღუდენ მვედრებელნი ესე თქუენნი, და განსლვასა ამას სულისა ჩემისასა მიხსნენით ბნელთა ჰაერის მცველთა ხელისაგან.

ტროპარი
ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო, გევედრებით უღირსნი ესე, რაითა მეოხებითა თქუენითა შეგვზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

ტროპარი
რომელი ძლევისა გალობასა და დაუცხრომელად დიდებისმეტყუელებასა მეუფისა შესწირავ, მიქაელ, დიდო მთავარო ზეცისა უხორცოთაო, რომელსა გაქუს კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, ნუ დასცხრები ოხად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი
მთავარანგელოზნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღუარნო შეცდომილთანო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენით დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერისმთავარნო.

ხატმწერი: ბადრი შენგელია
ბეჭდვა
1კ1