ტროპარ კონდაკი დიდებულისა მოწამისა დედოფლისა შუშანიკისა
ტროპარ კონდაკი დიდებულისა მოწამისა დედოფლისა შუშანიკისა
ტროპარი
წამებისა გვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო წმიდაო შუშანიკ, და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაი წარუვალი, და აწ კადნიერად მდგომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკუდავისა ქრისტესა, მეოხ-გუეყავნ მაქებელთა შენთა, სანატრელო.

კონდაკი
დღეს მოხარულ არს ერი ქართველთა ხსენებისა შენისათვის, დედოფალო წმიდაო შუშანიკ, და ღუაწლთა შენთა სიმრავლისა მაქებელნი ვითხოვთ ქრისტესგან მეოხებითა შენითა სოფლისათვის მშვდობასა და სულთა ჩუენთათვის დიდსა წყალობასა.

ხატმწერი გიორგი ხოსიაშვილი
ბეჭდვა
1კ1